პოლიტიკასაზოგადოებაშიმშილობის 43 დღე | მოვლენების ქრონოლოგიაგამოქვეყნდა: შაბათი, 13 ნოემბერი, 2021 - 00:06
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკვე 43 დღეა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. რა მოხდა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 43-ე დღეს - გთავაზობთ მოვლენების ქრონოლოგიას: 02:25 - დიზაინერი ზვიად ციკოლია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს: "თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრეზიდენტი ათრიეს ძალიან სცდება. ამ ფაქტით ყველა ჩვენ გვათრიეს"; 07:43 - თავდაცვის ძალების თადარიგის სერჟანტის მიმართვა - "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს"; 07:53 - კაპიტან მესხის მიმართვა და მხარდაჭერა მესამე პრეზიდენტს - "კერასინკებიდან რეფორმების რესპუბლიკად გადავიქეცით მიხეილ სააკაშვილის დროს"; 08:02 - ოფიცერ დავით გაბუნიას მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს - ვემსახუროთ ქვეყანას და არა ცალკეულ პიროვნებებს!; 08:08 - საქართველოში ჩამოვიდა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა - მას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სურს; 08:36 - საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა გუშინ პენიტენციურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ უკრაინის გამოძიების ეროვნულ ბიუროს მიმართა - ვიდეოს ვაფასებ როგორც წამებას, საერთაშორისო ინსტანციას და უკრაინის საგამოძიებოს მივმართეთ; 09:12 - ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა - ზელენსკიმ მითხრა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ის უნდა დაიბრუნონ; 09:30 - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ამბობს, რომ "ასე გაგრძელება შეუძლებელია, მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, გადაწყვიტონ, ან იქით, ან აქეთ"; 10:14 - საქართველოში ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი; 10:22 - კორონავირუსი სინოდში - მოსაყრდე შიო, მეუფე თეოდორე და მეუფე დავითი დაინფიცირდნენ; 10:24 - Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი პენიტენციურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ეხმაურება - დაუშვებელია, ასე მოექცე შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, საერთოდ ადამიანს; 10:55 - ვინ არიან პირები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის კადრებში ფიგურირებენ; 11:16 - ევროპელმა პოლიტიკოსებმა თბილისში შეხვედრები დაიწყეს - "ჩამოვიდნენ იმ მიზნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას"; 11:21 - კარლ ჰარცელის განცხადება მესამე პრეზიდენტზე - მიხეილ სააკაშვილის შესახებ კადრების გამოქვეყნება ძალიან საეჭვო და სამწუხაროა; 11:28 - მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის ციხეში მისი ამერიკელი ადვოკატი შევიდა; 11:34 - ზელენსკიმ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა; 11:47 - სალომე ზურაბიშვილის განცხადება - რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა; 11:55 - ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადება - საქართველოში არასტაბილურობის დასაწყისს ვხედავთ, უნდა ვიმოქმედოთ; 12:03 - ზელენსკი-ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარი - საქართველოს მთავრობის ვერსია; 12:04 - ევროპარლამენტარ მიხაელ ზიბერტის განცხადება - გვაქვს განცდა, რომ საქართველო სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც ასოცირების შეთანხმებით იყო შეთანხმებული; 12:11 - "გირჩი-მეტი თავისუფლების" პერფორმანსი - ქვეყნის 6 ქალაქში, სუს-ის ოფისები ბლოკირებულია; 12:19 - ანა ფოტიგა: მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან შეშფოთებული ვარ, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შევხვდე; 12:28 - მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში: "პირდაპირ ასე თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, დაუშვებელია უკრაინის მოქალაქის წამება"; 12:36 - თელავში, "გირჩი - მეტი თავისუფლების" პერფორმანსის და სუსის ბლოკირების შემდეგ, "მთავარი არხის" სახე, ლიტერატურული სამკუთხედის წამყვანი ტორესა მოსი დააკავეს; 12:42 - ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც ავტომობილით სუს-ის შესასვლელი ჩაკეტა, ტერიტორიიდან ევაკუატორით გაიყვანეს; 12:43 - ბლოკირებული სუს-ი ბათუმში - "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი დააკავეს, გამოძახებულია ევაკუატორი; 12:47 - "გირჩი მეტი თავისუფლების" აქცია გორში - პოლიციამ 2 პირი დააკავა; 13:03 - პოლიციამ გირჩი მეტი თავისუფლების აქცია-პერფორმანსის მონაწილეები რუსთავშიც დააკავა; 13:11 - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადება: რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით; 13:16 - მურმან დუმბაძე 2 დღის წინ, სუსთან დაკავების დეტალებს იხსენებს: "ორივე ხელზე დაადეთ ბორკილი, მაგისმა მარჯვენამ და მარცხენამ გვიტირა დედაო"; 13:39 - ბათუმში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც დააკავეს; 13:52 - გორში დაკავებულ "გირჩი - მეტი თავისუფლების" აქტივისტებთან ადვოკატს არ უშვებენ; 14:00 - ოპოზიციამ 300 არაგველის და დიდუბის მეტროებთან აქციები დაიწყო; 14:06 - გორის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ახალგაზრდებს მეგობრებიდან წაშლას სთხოვს; 14:25 - "მშიშარა, მხდალ რატი ბრეგაძეს გავაგონოთ ხმა" - აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიდიან; 14:34 - დიტო საძაგლიშვილმა მესამე პრეზიდენტი მოინახულა: მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში; 14:44 - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გიული ალასანიასა და ნიკოლოზ ყიფშიძეს შეხვდა; 14:53 - მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის განცხადება - "ამ დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მისი უსაფრთხოება და არც სათანადო სამედიცინო საშუალებებია"; 15:01 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: 200-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე სასამართლო იქნებაო; 15:03 - აქციებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდიდან თბილისისკენ მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით მოემართებიან; 15:10 - უფროსი სერჟანტის მიმართვა კოლეგებს და მხარდაჭერა მესამე პრეზიდენტს - გახსოვდეთ თქვენს მიერ დადებული ფიცი ქვეყნის წინაშე; 15:16 - სახელმწიფო დაცვის თადარიგის პოლკოვნიკის მიმართვა - მეგობრებო, ნუ შეასრულებთ პუტინის რუსეთის მონა მთავრობის უკანონო დავალებებს; 15:21 - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ელენე ხოშტარიას ხვდება; 15:28 - ულტიმატუმი ბრეგაძეს - იუსტიციასთან მიმდინარე აქციაზე, მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ; 15:41 - პოლიციამ ლევან ხაბეიშვილის დაკავება სცადა - ხმაური იუსტიციის სამინისტროსთან; 15:43 - მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ვილი პაჭკორია შიმშილობას იწყებს; 15:50 - ოპოზიცია ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვს: "2 ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში, არ მესმის, როგორ შეიძლება ასე ჩუმად იყოს"; 16:04 - 2 დღის წინ, სუსთან გამართულ აქციაზე დაკავებულ ბორის ყურუას სასამართლომ 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა; 16:14 - უახლოეს დღეებში, ევროპიდან, ასევე ვაშინგტონიდან, ხელისუფლება მიიღებს გზავნილებს რომლის ინტერპრეტაციის საშუალება აღარ მიეცემა მას; 16:29 - სალომე სამადაშვილი გლდანის ციხეში შესასვლელად ემზადება, სადაც მიხეილ სააკაშვილს ევროპელი პოლიტიკოსების გზავნილი უნდა გადასცეს; 16:34 - ევროპელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველს შეხვედნენ - "ჩვენთვის უცნაურია, რომ პრეზიდენტს ასე ექცევიან"; 16:39 - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის ასისტენტი, დევიდ კრამერი საქართველოსთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს: "სანქციების სიის სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მფარველი, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ"; 16:45 - ვერ მივართვი მემანიშვილს... - ხაბეიშვილი მისი დაკავების მცდელობაზე; 16:58 - სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ევროპელ პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ; 17:05 - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - "მთელი რიგი პარამეტრები არის გაუარესებული"; 17:07 - არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს მიმართეს; 17:17 - ელენე ხოშტარიას განცხადება მესამე პრეზიდენტზე - მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ნაბიჯი, ახლა ჯერი არის ქართულ ოცნებაზე; 18:01 - "ოცნების" ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსები დღეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში არ შეუშვა; 18:08 - პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანა დაწესებულებაში, სადაც ის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტებსაც აღარ იღებს - ადვოკატი; 18:28 - მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამას მიმართავს: "გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს"; 18:30 - შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის მიმართვა - "ფეხქვეშ თელავენ საქართველოს დროშას და გვართმევენ მომავალს"; 18:41 - როგორც მუსოლინი ვერ იქნება იტალიის სიმბოლო, ჰიტლერი- გერმანიის, ისე ვერ იქნება მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სიმბოლო - მდინარაძე; 18:56 - ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ქართველიშვილი ივანიშვილის სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა - "ეს ჯარიმები არ ნიშნავს, რომ შეგვაშინებენ და ბრძოლას შეგვაწყვეტინებენ"; 19:24 - ხმაური გორის სუს-თან - 5 ადამიანს შსს-მ ათობით პოლიციელი დაახვედრა; 20:04 - კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელმა შიმშილობა დაიწყო - "სიცოცხლე მიხეილ სააკაშვილს"; 20:29 - ადვოკატის თქმით, ტორესა მოსი ხელწერილის საფუძველზე დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს; 21:07 - აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები კონგრესს ღია წერილით მიმართავენ; 21:21 - "შენობით ნუ მესაუბრები შე უზრდელო" - იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე სამოქალაქო აქტივისტს; 21:22 - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციის მორიგი აქცია დააანონსა - "გელოდებით ხვალ, 17:00 საათზე, პარლამენტთან"; 21:31 - ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას შეფასება პენიტენციურის კადრებზე - "ევროპარლამენტში ყველა გაკვირვებული იყო, როდესაც პატიმრის, ადამიანის და მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ მსგავსი ქცევა იხილეს"; 21:34 - დევიდ კრამერის განცხადება - "უპირველესი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევაა"; 22:13 - თავდაცვის სამინისტროს თადარიგის მაიორის მიმართვა - "მადლობა ყველას, ვინც იბრძვით საქართველოს და მიშას თავისუფლებისთვის". ავტორიმარია გეგეჭკორისტატიებიპროფილიწერილის მიწერა