ერთი თვე გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაიწყო. მანამდე მან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, დონეცკი და ლუგანსკი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.
ომმა უკვე გაანადგურა არაერთი ქალაქი, შეიწირა 1 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონობით უკრაინელი კი ლტოლვილად აქცია. რუსები ბომბავენ და ანადგურებენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, ბაღებსა და სკოლებს, ეკლესიებს, კულტურულ დაწესებულებებს და სხვა ინფრასტრუქტურას.
გასული ერთი თვის მოვლენები შეგიძლიათ ნახოთ აქ.
6 აპრილი
დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში, რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტი არტილერიით დაბომბეს. დონეცკის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მოქალაქეები ჰუმანიტარული დახმარების რიგში იდგნენ.
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, ტრადიციულ აუდიენციაზე ბუჩადან გამოგზავნილი უკრაინის დროშა აღმართა. პაპი, გმობს რუსულ სისასტიკეს, მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი ქალებისა და ბავშვების მიმართ.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ავტობუსი დაბომბეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტობუსი იზიუმიდან სლავიანსკის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობდა.
პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, კიევის რეგიონიდან რუსული სამხედროების გაყვანას კეთილგანწყობის ჟესტი უწოდა. მისი მტკიცებით, კრემლს სამხედრო ოპერაციის დასრულება მოლაპარაკების გზით სურს და დაინტერესებული არიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წამოყენებულ პირობებს დათანხმდეს.
საბერძნეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების 12 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს ხარკოვზე 30-მდე დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა 35 მილიარდი ევრო დახარჯა რუსულ საწვავზე, მაშინ როცა უკრაინის შეარაღებასა და იარაღზე მხოლოდ 1 მილიარდი ევრო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა იმ რუსი დამპყრობლების საიდუმლო რუკები და სიები, რომელთა ქვედანაყოფები დონეცკის რეგიონში განადგურდნენ - ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახური, ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მორიგი სანქციები შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2 ქალიშვილს შეეხოს.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინას დამატებით უნდა დაეხმარონ და ამისთვის, ბიუჯეტიდან 300მლნ დოლარია გათვალისწინებული.
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე რეგიონში რუსეთის საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატოს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ კრემლის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებენ, რათა მაქსიმალური ზეწოლა შეინარჩუნონ. მისი თქმით, ახალი სანქციები ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა 927 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურებულია.
აშშ-ს გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში დიდხანს გაგრძელდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 6 აპრილამდე პერიოდს.
200-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში. განცხადება ამის შესახებ მერის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. ქალაქი რუსულმა ავიაციამ თითქმის სრულად გაანადგურა. სავარაუდოდ, ათობით ადამიანი დაიღუპა სარდაფებში და ბინებში, ნანგრევების ქვეშ, როცა ისინი დაბომბვას აფარებდნენ თავს.
ჟურნალისტი იური ბუტუსოვი Facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ერთი უკრაინული ტანკი რუსი ოკუპანტების სამხედრო კოლონას უტევს. მისი ცნობით, უკრაინელმა ტანკისტებმა რამდენიმე ერთეული რუსული ტექნიკის განადგურება მოახერხეს.
ახალი ზელანდია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. მთავრობის განცხადებით, რუსეთიდან ნებისმიერ იმპორტზე 35%-იანი ტარიფი დაწესდება, ასევე, აიკრძალება გარკვეული პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა ICT აღჭურვილობა და ძრავები.
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან სამი სოფელი გაათავისუფლეს და კონტროლი აღადგინეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინელების შეტევითი მოქმედებების შედეგად, მტერმა კონტროლი დაკარგა დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკოესა და ტრუდოლიუბივკას დასახლებებზე.
ქალაქ ბუჩას მერი ამბობს, რომ დაახლოებით 320 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს რუსეთის ჯარებმა ოკუპაციის დროს. ამ თემაზე ის BBC-ს ესაუბრა. ანატოლი ფედორუკის თქმით, პირადად შეესწრო მოსკოვის ძალების მიერ რამდენიმე ადამიანის სიკვდილით დასჯას.
ყველაზე რთულ ლოკაციებად დონბასი და ხარკოვი რჩება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, უკრაინის არმიამ აგრესორთან გამკლავება შეძლოს.
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების უახლესი რაუნდის ფარგლებში, 100 მილიონი დოლარის ღირებულების "ჯაველინის" ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის.
ლუგანსკში, ქალაქ რუბეჟნოეში რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმისას დაშავდა 5 ადამიანი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ვლადიმერ პუტინის მიზნებზე საუბრობს. მედვედევმა ტელეგრამში დაწერა, რომ პუტინმა უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია მტკიცედ დაისახა მიზნად.
კიევის ოლქში, ქალაქ გოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა - ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტარას დუმენკომ განაცხადა. მისი თქმით, აქვთ დადასტურებული ცნობები მოქალაქეების მკვლელობის შესახებ, თუმცა ცხედრების მოძიება ვერ ხერხდება, რადგან რუსი ოკუპანტები კვალს შლიან.
რუსი ოკუპანტების მიერ სასაკლაოდ ქცეულ ბუჩაში უკრაინის სახალხო დამცველი ჩავიდა. ლუდმილა დენისოვა კრემლის სისასტიკისა და ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის ინფორმაციის მოგროვებას იწყებს.
შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო რუსული Darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს. უწყების ცნობით, ისინი ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მუშაობენ.
უკრაინის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, ემანუელ მაკრონთან საუბრისას რუსეთისთვის ახალი სანქციების საკითხი, ასევე მოლაპარაკებებისა და ჰუმანიტარული დახმარების თემა განიხილეს.
უკრაინაში, 6 წლის ბიჭი საშა, რომელიც ამ დრომდე დაკარგული იყო და დედა 1 თვის განმავლობაში ეძებდა, ვიშგოროდის მახლობლად გარდაცვლილი იპოვეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა მტრულად განწყობილ ქვეყნებში სურსათის ექსპორტი უნდა აკონტროლოს, რადგან დასავლეთის სანქციებმა გლობალური სასურსათო კრიზისი და ენერგიის ფასების სპირალური ზრდა გამოიწვია.
5 აპრილი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ ბუჩა რუსეთის სისასტიკის გამოვლინების მხოლოდ დასაწყისია და ეს მხოლოდ იმ ფონზე, როდესაც ევროპას გაზისა და ნავთობის დაკარგვის ეშინია.
"ევროპამ, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია გაზის/ნავთობის დაკარგვის, უნდა იცოდეს, რომ ბუჩა რუსეთზე შესახებ სიმართლის მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი იქნება ასობით უკრაინული ქალაქი, რომელშიც
კანიბალისტური "რუსული სამყარო" შევიდა. მოგვეცით მძიმე იარაღი დღეს, თუ არ გინდათ, რომ „ბუჩას სინდრომით“ დაინტაჯოთ", - წერს პოდოლიაკი.
პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ყოველდღიური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბუჩას ტრაგედიაზე ბრალდებები "დადგმული შოუა".
პესკოვმა თქვა, რომ ნებისმიერი ბრალდება რუსი სამხედროების მიმართ, მათ შორის კიევის მახლობლად, ბუჩაში შექმნილი ვითარება, დასაბუთებული უნდა იყოს.
"ჩვენ კვლავ ვამტკიცებთ, რომ რუსი სამხედროების მიმართ ნებისმიერი ბრალდება არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ ეს არის კარგად მართული დადგმული შოუ“, - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა თქვა, რომ რუსი დიპლომატების ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევება არის შორსმჭვრეტელი ნაბიჯი, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება.
რუსეთი მარიუპოლში ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებს, რათა უკრაინა გენოციდში დაადანაშაულოს, - ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, სოციალურ ქსელში ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ პროვოკაციის მიზანი, როგორც საერთაშორისო ასევე, ქვეყნის შიდა საზოგადოებისათვის ბუჩაში მომხდარი მკვლელობებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
"დღეს რუსული პროპაგანდის მთავარი ამოცანაა აუდიტორიის ყურადღების მაქსიმალურად გადატანა - როგორც საერთაშორისო, ისე საშინაო. ამისთვის უკვე შემუშავებულია ახალი ყალბი სკრიპტები და რუსი პროპაგანდისტები შესაბამის საფუძველს ამზადებენ. კერძოდ, საინფორმაციო ველში აქტიურად „ჯდება“ ტყუილები მარიუპოლის უკრაინელი დამცველების სავარაუდო დანაშაულებზე. ოკუპანტები ამზადებენ ფართომასშტაბიან ფალსიფიკაციას: ისინი გეგმავენ მარიუპოლის მცხოვრებლების ცხედრები, რომლებიც თავად რუსებმა დახოცეს, ერთ ადგილას მოაგროვონ და უკრაინული ჯარების მასობრივ მსხვერპლად წარმოადგინონ." - წერია განცხადებაში.
ოკუპანტები რუსების მიერ მოკლული მარიუპოლის ცხედრების ერთ ადგილას შეგროვებას გეგმავენ, რათა ისინი მასობრივ მსხვერპლად წარმოადგინონ.
ველოდები რომ გადავწყვეტთ მეტი გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის მიმართ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე საუბრისას. სტოლტენბერგმა საქართველოც დაასახელა:
"ველოდები რომ გადავწყვეტთ მეტი გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის მიმართ. მათ შორის საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინისთვის. ხვალ შემოგვიერთდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. ის ისაუბრებს უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებსა და მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ხვალინდელ მინისტერიალს ფინეთის, შვედეთის, საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც დაესწრებიან." განაცხადა სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის წინ, რომელიც ხვალ იხსნება.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მომდევნო კვირაში მოსალოდნელია უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის მხრიდან ახალი შეტევები.
როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ოკუპანტები შეეცდებიან უკრაინის ამ ნაწილის აღებას და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო ხიდის გახსნას. ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა.
მოქალაქეების დამიზნებით მოკვლა სამხედრო დანაშაულია - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. იენს სტოლტენბერგი ბუჩას ტრაგედიას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ და რომ ნატოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ გამოძიებას.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესპანეთიდან დაახლოებით 25 რუს დიპლომატს გააძევებენ. გადაწყვეტილება ბუჩაში, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად მიიღეს. ეპანეთის პრემიერის თქმით, საელჩოდან გააძევებენ დიპლომატებსა და თანამშრომლებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ესპანეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.
საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი უკრაინის დაზვერვის მიერ, კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ არ უნდათ ჩვენი ქვეყანა სანქციების კალათაში "ხვრელი" გახდეს.
ევროკავშირს სურს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა სანქციების ახალი რაუდნის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ევროკავშირის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც ვინაობის დასახელება არ ისურვებს მოლაპარაკებების სენსიტიურობიდან გამომდინარე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლეთსა და აშშ-ს მიმართავს და მოუწოდებს, დააწესონ უმძიმესი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ "ახალი ბუჩა".
ქალაქ ბოროდიანკაში, რუსმა სამხედროებმა უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი დააზიანეს - ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინული მედია, ტელეგრამ არხზე წერს, რომ 95-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა იზიუმთან ჩამოაგდეს მტრის ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს - განადგურებული ვერტმფრენისთვის, ისინი სახელმწიფოსგან ნახევარ მილიონ დოლარს მიიღებენ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალყაშიმოქცეულ მარიუპოლზე ისაუბრა და თქვა, რომ ქალაქის დეოკუპაცია ძალიან რთულია, რადგან მტერი ჯარის მობილიზებას აგრძელებს.
მარიუპოლის პორტთან რუსმა ოკუპანტებმა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო ხომალდს ესროლეს, შემთხვევა ღამით მოხდა - ინფორმაციას უკრაინის შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლის გახსნას, გემზე ხანძარი მოჰყვა და ამჟამად ის იძირება.
კიევის შესასვლელებთან კილომეტრიანი რიგებია - ომის 41-ე დღეს მოსახლეობა ავტომობილებით ეტაპობრივად ქალაქში ბრუნდება. უკრაინელი ჯარისკაცების მიერ კიევის ოლქის გათავისუფლების შემდეგ ადამიანები პირველად ნახავენ საკუთარ სახლებს, რომლებიც რუსებმა დაანგრიეს და გადაწვეს.
რუბეჟნოეში, რუსმა დამპყრობლებმა აზოტის მჟავით სავსე ავზი ააფეთქეს - ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდა, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
"არ დატოვოთ თავშესაფრები. თუ შენობაში ხართ, დახურეთ კარები და ფანჯრები." - წერს ის.
იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს: "აღნიშნული ზომა შეთანხმებულია სხვა ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან და აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიით", - ამბობს იტალიის პრემიერი ლუიჯი დი მაიო.
რუსი სამხედროები, რომლებიც ბუჩაში ხოცავდნენ და აწამებდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებს უკრაინაში ბრუნდებიან - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსულ სარდლობას მათთვის სავარაუდოდ "სპეციალური დავალება" აქვს.
რუსული ბირთვული კორპორაციის Rosatom-ის თანამშრომლების ყოფნა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხეს უქმნის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას - ამბობს "Energoatom"-ის ხელმძღვანელი პეტრ კოტინი. მისი თქმით, სადგურის ოკუპაციის გამო ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მუშაობა შეუძლებელია.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ყირიმის საკითხის გადადება, თუმცა ვერ დაუშვებენ, რომ ყირიმს სხვა ქვეყნის ტერიტორია ეწოდოს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამ კვირაში უკრაინაში ჩავლენ.
ისინი კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართავს, რომ შეწყვიტონ ოფიციალურ მოსკოვთან ყველანაირი კომერციული კავშირი კლიჩკო ამბობს, რომ ფული, რომელსაც რუსები იღებენ, უკრაინელი ხალხის სისხლითაა დასვრილი - "ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ ან რუსეთში გზავნით, უკრაინელი ხალხის სისხლი აქვს" - ამბობს კლიჩკო.
ჩრდილოეთ უკრაინიდან გაყვანილ რუსულ არმიას ხელახალი აღჭურვა სჭირდება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ ჩრდილოეთ უკრაინიდან აღმოსავლეთში განლაგების მიზნით გამოყვანილი რუსული ჯარები საჭიროებენ მნიშვნელოვან გადაიარაღებასა და მოდერნიზაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის განახლებამდე.
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მახლობლად სასაფლაოს, ტანკებით გადაუარეს - ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ მედიაში ვრცელდება. გამოცემის ცნობით, ეს ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასაფლაოდ ევროპაში.
მედიის ცნობით, 10-12 მარტს რუსმა სამხედროებმა სასაფლაოს მახლობლად ტანკები და სხვა აღჭურვილობა განათავსეს, დაამტვრიეს ჯვრები და საფლავები. ამ ყველაფრის მოწმე ადგილობრივებიც გახდნენ.
დანიის მთავრობამ, 15 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. Reuters-ის ინფორმაციით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსი ჯარისკაცების მიერ, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
რუს სკოლის მასწავლებლებს სანქციების დადებითი ეფექტის შესახებ გაკვეთილების მომზადება დაევალათ - ამის შესახებ გამოცემა kommersant წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსული სკოლების მასწავლებლებმა მიიღეს "რეკომენდაციები" გაკვეთილების ჩატარების შესახებ თემაზე "ანტირუსული სანქციები და მათი გავლენა შიდა ეკონომიკაზე".
მოსკოვში ბუჩას ტრაგედიასთან დაკავშირებით, აქტივისტმა აქცია-პერფორმანსი გამართა. რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში ის სიმბოლურად ხელებშეკრული დაწვა.
სწორედ ასეთი სურათი დახვდათ ბუჩის გათავისუფლების შემდეგ ქალაქში უკრაინელებს. ასობით ხელებშეკრული და ნაწამები უკრაინელის ცხედრები ქუჩებში.
უკრანაში რუსეთის შეარაღებული აგრესიის შედეგად 165 ბავშვი დაიღუპა და 266 დაშავდა. პროკურატურამ 5 აპრილის მონაცემები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მონაცემები არაა საბოლოო, რადგან ამ დრომდე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურებულია
უკრაინელ ლტოლვილთა 79%-ს ომის შემდეგ უკრაინაში დაბრუნება სურს - ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ცენტრმა გამოკითხვის სახელწოდებით, "უკრაინელი ლტოლვილები: დამოკიდებულებები და შეფასებები" შედეგები გამოაქვეყნა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 5 აპრილამდე პერიოდს.
სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ამერიკული სანქციების საფუძველზე ესპანეთში, პალმა დე მალიორკას პორტში, ვლადიმერ პუტინის მეგობრის, ოლიგარქ, ვიქტორ ვეკსელბერგის იახტა დააკავეს.
78-მეტრიანი სიგრძის იახტა "ტანგო" 99 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ხმელთაშუა ზღვის კუნძულ მაიორკაზე დააკავეს. ესპანეთის პოლიციამ დაამატა, რომ გემიდან ასევე ამოღებულია დოკუმენტები და მონაცემთა შესანახი მოწყობილობები.
რუსეთი ცვლის გეგმებს უკრაინასთან დაკავშირებით და ემზადება ომის ახალი ეტაპისთვის. ეს ახალი ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან მეტი - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
სალივანის განმარტებით, ოკუპანტები ეცდებიან ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების უფრო ფართო საზღვრების ხელში ჩაგდებას, რათა "შენიღბონ" წინა სამხედრო წარუმატებლობა. მან ასევე ივარაუდა, რომ დამპყრობლები გააგრძელებენ ნიკოლაივის ბლოკირებას და თავს დაესხმებიან ხარკოვს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ბუჩაში ოკუპანტებმა მოსახლეობის მასობრივად, მთელი სისასტიკით ხოცვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კიევი ვერ აიღეს.
"ბუჩაში რუსეთის სამხედრო დანაშაული სამ ეტაპად განხორციელდა. პირველი, როდესაც დაიპყრეს ქალაქი და ესროდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს იყო ლუსტრაცია, რომ ვერ აიღეს კიევი. მერე მოსახლეობის ხოცვა და ცხედრების განადგურება დაიწყეს. ჩვენ ვნახეთ ხელებშეკრული ადამიანები. რუსები იცილებდნენ მათ სხვადასხვა მიზნით: კვალის დაფარვის მიზნით, ან სანიტარული აუცილებლობით. მაგალითად, ვიპოვეთ ოჯახი, რომელიც მანქანაში ჩაცხრილეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. ასევე, ჯარების გასვლისას ესროლეს და დაწვეს 5 ქალი. ჩვენ გვაქვს რუსეთის არმიის ქვედანაყოფების სია, რომლებიც სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობდნენ. კონკრეტულად ბუჩაში 7 გაერთიანება იყო, მათ შორის, კადიროვის დანაყოფებიც",- ამბობს არესტოვიჩი.
ბრიტანეთის საგარეო ასქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ამბობს, რომ პუტინი უკრაინაში უნდა დამარცხდეს და რომ ისინი სახსრებს გამოყოფენ, რათა სასამართლოს წინაშე ომის დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი აგონ. მისი თქმით, ყველა შეძრულია ბუჩაში მომხდარით.
"ძალიან ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა სამხედრო დანაშაულებს, ჩვენ ვმუშაობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჩვენ გამოვყოფთ სახსრებს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე. გენოციდის საკითხი სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუმცა მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, დიდ ბრიტანეთს აქვს მაქსიმალური მიდგომა სანქციებთან დაკავშირებით. პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში", - თქვა ტრასმა.
უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთით რუსი ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"უკრაინამ მოიგო ბრძოლა კიევისთვის მაგრამ ომი გრძელდება. ვემზადებით რუსების სრულმასშტაბიანი შეტევისთვის უკრაინის აღმოსავლეთში. ისინი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სულ უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობას შეეცდებიან. ისევე როგორც შეეცდებიან გამაგრდნენ ხერსონში და მიიტაცონ სისხლისგან დაცლილი მარიუპოლი. ის საშინელებები რაც ბუჩაში ვნახეთ, მხოლოდ აისბერგის წვერია იმ დანაშაულებების, რაც რუსეთის ჯარმა ამ დრომდე უკრაინის ტერიტორიაზე ჩაიდინა. მარიუპოლში ვითარება გაცილებით მძიმეა იმასთან შედარებით, რაც ვნახეთ ბუჩასა და სხვა ქალაქებში. ბუჩას, მარიუპოლის და სხვა ქალაქების საშინელებები მოითხოვს სერიოზულ სანქციებს დიდი შვიდეულისა და ევროკავშირისგან", - ამბობს დმიტრო კულება.
ნიკოლაევში რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს გაჩერებაზე მდგარ მოქალაქეებს, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრებს - არის მსხვერპლი. ერთი ბავშვი და ერთი კაცი კი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
ნიკოლაევზე შეტევა გუშინ ორჯერ განახორციელეს - პირველად გავრცელდა ინფორმაცია სარაკეტო დარტყმის, მეორედ კი - კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ.
"ნიკოლაევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას ერთი ბავშვი დაიღუპა. კიდევ ცხრა კი იმ ჭურვს ემსხვერპლა, რომელიც სავაჭრო დახლებს ესროლეს. დაიჭრა 61 ადამიანი. არანაირი ლოგიკა არ არის. ადამიანები უბრალოდ დადიოდნენ ქალაქის ცენტრში, რუსი ოკუპანტები კი სმერჩებიდან, ურაგანებიდან ისვრიან. მესმის, როცა სამიზნეა სამხედრო ობიექტები, მაგრამ რა შუაშია ბავშვთა საავადმყოფო", - ამბობს ვიტალი კიმი, ნიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი.
გამოცემა New York Times-მა ბუჩაში გადაღებული სატელიტური ფოტოები გაავრცელა, რომლითაც დგინდება, რომ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები ქალაქის ქუჩებში კვირების განმავლობაში იყო.
The New York Times წერს, რომ სატელიტური სურათების ანალიზი ადასტურებს, რომ რუსეთის მტკიცება, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები მას შემდეგ მოკლეს, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს, ტყუილია.
გამოცემის თანახმად, სატელიტური ფოტოების ანალიზით დგინდება, რომ დახოცილი ადამიანების გვამები ქუჩაში იმ დროს გაჩნდა, როცა ქალაქს რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ.
"დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს, ვინ მოკლა მათი თანამოქალაქეები. ვინ უბრძანა, ვინ დახუჭა თვალი მკვლელობებზე. ეს გლობალურად ცნობილი გახდება. ახლა 2022 წელია და ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი ინსტრუმენტი, ვიდრე მათ, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტებს დევნიდა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის მე-40 დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.
"ქართველი ხალხი ჩვენთან ერთადაა და ვისთანაა საქართველოს მთავრობა, მთავრობამ თვითონ უნდა განსაზღვროს" - განცხადება რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ტელეკომპანია ფორმულასთან გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა ქართველი ხალხის მადლიერია:
"ყველა ქართველი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას ჩვენთვის ძვირფასია და ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ. განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც იბრძვის უკრაინისთვის. გია ლორთქიფანიძე, რომელიც იბრძვის უკრაინისთვის, მას ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი, ჩვენს გვერდით დგას ამ ბოროტების წინააღმდეგ.. ასევე დავით ქაცარავას, ნადიმ ხმალაძეს და ბევრ ქართველს, ვისი სახელებიც არ ვიცი და ვინც ჩვენთან იბრძვის. ქართველი ხალხი ჩვენთან ერთადაა და ვისთანაა საქართველოს მთავრობა, მთავრობამ თვითონ უნდა განსაზღვროს",-თქვა ალექსეი გონჩარენკომ.
"დასავლეთის ლიდერებმა უნდა გამოიკვლიონ საკუთარი სინდისი, სანამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის დანაშაულში დაადანაშაულებენ" - ამის შესახებ რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბაიდენის განცხადების საპასუხოდ თქვა. მისი თქმით, დასავლეთმა პირველ რიგში უნდა იფიქრონ საკუთარ ქმედებებზე ერაყსა და ლიბიაში.
შეერთებული შტატები მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს, ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა.
4 აპრილი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების დელეგაციის შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
დელეგაციის ხელმძღვანელად ზელენსკიმ დავით არახამია დანიშნა.
თბილისის მერი, კახა კალაძე კონტრაბანდის გადატანაზე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას "მტკნარ სიცრუეს" უწოდებს. როგორც ის ამბობს, ინფორმაცია პროვოკაციაა, რომლის მიზანიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებისთვის "ჩრდილის მიყენებაა".
საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ ქვეყნიდან 40 რუსი დიპლომატი გააძევა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, "საშინელება, რომელიც ბუჩაში ვნახეთ, აისბერგის წვერია ყველა იმ დანაშაულის, რომელიც რუსეთის არმიამ უკრაინაში ჩაიდინა".
კულებამ კომენტარი ვარშავაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ევროკავშირსა და დიდ შვიდეულს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებისკენ მოუწოდა, ასევე მოითხოვა, რომ რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხონ.
კანადა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, თუმცა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
მანამდე კი, ჯერ კიდევ 28 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ NWF-ის აქტივები და მათთან დაკავშირებულ ყველა ტრანზაქცია დაბლოკა.
უკრაინელებმა სუმის ოლქი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ტელეგრამის საკუთარ არხებში ავრცელებენ.
დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საერთაშორისო მედიამ ბუჩაში დღეს თავის თვალით ნახა რუსულ სისასტიკეს შეწირული ადამიანები. უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ადგილზე ჩაიყვანეს უცხოელი და უკრაინელი ჟურნალისტების ჯგუფი, რომლებსაც მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების გადაღების საშუალება მისცეს. მედიამ გადაიღო როგორ ამოიტანეს სარდაფებიდან ოკუპანტების ნაწამები ადამიანების ცხედრები და გადაასვენეს ექსპერტიზაზე.
"ჩვენ ყველა შევიკრიბეთ! იაპონიიდან აშშ-მდე! რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს უკრაინელი ხალხის საშინელი ტანჯვა, რომლის ხელისუფლებამ 90-იან წლებში რუსეთს ბევრი იარაღი მისცა და არაფრის სანაცვლოდ მიიღო უსაფრთხოების გარანტიები" ამბობს ანტონ გერაშენკო.
ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, გერმანიამ ქვეყნიდან 40 რუს დიპლომატი გააძევა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"ბუჩა იქნება ნიურნბერგის სასამართლო პროცესი პუტინისთვის და ყველა რუსი დამნაშავისთვის" - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
მისი თქმით, უკრაინელების მასობრივი წამებისა და მკვლელობის ფაქტები და მტკიცებულებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა.
მისივე თქმით, ბუჩაში მომხდარი არის გენოციდი უკრაინის წინააღმდეგ.
როგორც ერმაკი ამბობს, შეიქმნება მართლმსაჯულების სპეციალური მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს რუსეთის დანაშაულებს უკრაინაში. რაც შეეხება სანქციებს, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კვლავ ითხოვს ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას.
ბოროდიანკაში ბუჩაზე უარესი ვითარებაა - აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი გათავისუფლდა, ინფორმაციას ამუშავებენ ირპენში, ბიჩასა და ვორცელში არსებულ ვითარებაზე.
სინამდვილეში, ბოროდიანკაში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მხრივ. ბოროდიანკაზე მგონი ცალკე ვისაუბრებთ. არის რაღაც სალაპარაკო“, - განაცხადა ვენედიქტოვამ ტელემარათონის ეთერში.
საქართველოში NDI-ს ყოფილი ხელმძღვანელი უკრაინის ქალაქ ბუჩაზე საქართველოს საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და მას შესწორებებით აქვეყნებს:
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ" - წერია საგარეოს განცხადებაში.
"მკაცრად ვგმობთ პუტინის რეჟიმის ხოცვა-ჟლეტასა და არაადამიანურობას, რომელიც რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინეს" - წერს ლორა თორნტონი.
"ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით" - წერია უწყების განცხადებაში.
"ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულით" - წერს ლორა თორნტონი.
"ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს" - წერია უწყების განცხადებაში.
"რუს სამხედროებს, რომლებმაც ჩაიდინეს ეს ომის დანაშაული, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ " - წერს ლორა თორნტონი.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია " - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. პაპუაშვილი მოკლე განცხადებას ტვიტერით ავრცელებს.
"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ჩვენ პარნტიორებმა გაგვაფრთხილეს. რუსეთის უსაფრთხოების არქიტექტურაში შეყვანის მცდელობაში ჩვენ წარუმატებლები ვიყავით".
გერმანიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ "Nord Stream 2 შეცდომა იყო".
"Nord Stream 2 შეცდომა იყო" - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საუბრობს.
ამბობს, რომ "ჩვენ პარნტიორებმა გაგვაფრთხილეს. რუსეთის უსაფრთხოების არქიტექტურაში შეყვანის მცდელობაში ჩვენ წარუმატებლები ვიყავით".
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას გამოეხმაურა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე კიდევ ერთხელ უწოდა.
მისი თქმით, აშშ-მა უნდა გააგრძელოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, ასევე, მისი თქმით, სასამართლოსთვის უნდა შეგროვდეს ომის დანაშაულის ყველა მტკიცებულება.
"შეიძლება გახსოვთ, მე გამაკრიტიკეს, რადგან პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. სიმართლე ის არის, რომ თქვენ ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში, ის ომის დამნაშავეა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვაგროვოთ ინფორმაცია, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის იმ იარაღით მომარაგება, რომელიც მათ ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდებათ და ჩვენ უნდა მოვაგროვოთ ყველა დეტალი, რათა შესაძლებელი იყოს ნამდვილი ომის დანაშაულის სასამართლო. ეს ადამიანი [პუტინი] სასტიკია და რაც ბუჩაში მოხდა აღმაშფოთებელია და ეს ყველამ ნახა“,- თქვა ბაიდენმა.
ჟურნალისტებმა ბაიდენს ასევე ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა ის, რომ რაც ბუჩაში მოხდა ეს გენოციდია?
"არა, მე მჯერა, რომ ეს ომის დანაშაულია",-თქვა მან.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ის აპირებს რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია.
უკრაინამ ჟიტომირის ოლქზე კონტროლი დაიბრუნა. ინფორმაციას ოლქის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკო ავრცელებს.
ესპანეთში, რუსი ოლიგარქის, ვიქტორ ვექსელბერგის კუთვნილი, 120 მილიონიანი იახტა დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
რუსული ჯარები ხარკოვის დასაკავებლად ემზადებიან - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის არმიის კიდევ ერთი მიზანი, დონბასში, უკრაინის ჯარების ალყაში მოქცევა.
მოტუზიანიკის ინფორმაციით, ამ მიზნით, მტერი ადგენს მარშრუტებს გადაადგილებისთვის, იმარაგებს საბრძოლო მასალას, რაკეტებსა და საწვავს.
მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს თქმით, ქვეყანა რუსეთს შესაძლებლობას არ მისცემს, რომ დასავლეთის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად მოლდოვას საბანკო სისტემა გამოიყენოს.
ასევე, როგორც სანდუმ აღნიშნა, მოლდოვა არ დაუშვებს რუსული პროდუქციის რეექსპორტს.
"არ არსებობს რისკი, და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა მოლდოვას საბანკო სისტემა გამოიყენოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ რუსული პროდუქციის რეექსპორტს მოლდოვას გავლით. ეს რისკები მონიტორინგდება, ეს არ მოხდება", - თქვა სანდუმ.
"დასავლური ელიტა კვლავ სახიფათო ბოდვაშია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს და ანგელა მერკელის რეაქციას ეხმაურება, რომელიც თვლის, რომ 2008 წელს სწორად მოიქცა, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა.
ქალბატონი მერკელის რეაქცია ბუჩაში რუსეთის სისასტიკის ნახვის შეთავაზებაზე, მიუთითებს, რომ დასავლური ელიტა კვლავ სახიფათო ბოდვაშია. შესაძლო გამოსავალი, ევროპელ პოლიტიკოსებთან ბუჩას ხოცვა-ჭლეტის შესახებ ფოტო-დოკუმენტებისა და ექსპერტების დასკვნების გაგზავნაა, - წერს პოდოლიაკი.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, "ოცნების" დეპუტატი გიორგი კახიანი ტყუილს უწოდებს და მის უკან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომსა და გია ლორთქიფანიძის კვალს ხედავს, რომელიც უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა:
"პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება, ზოგადად ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს. კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის სწორედ იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედ სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა გია ლორთქიფანიძე. ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს" თქვა კახიანმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენეის თქმით, ევროკავშირი მზადაა, უკრაინაში ომის დანაშაულების აღსაწერად საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნოს.
"ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობის შესახებ.
ევროკავშირი, უკრაინის პროკურატურასთან გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, მზად არის გაგზავნოს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი ომის დანაშაულების დოკუმენტირებისთვის",- წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.
შეერთებული შტატები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით ქვეყანა გაეროს გენერალური ასამბლეისთვის მიმართვას აპირებს. ამის შესახებ გაეროში აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა და ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის მონაწილეობა ფარსი უწოდა.
"უკრაინასთან, სხვა წევრ ქვეყნებთან და გაერო-ს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, შეერთებული შტატები აპირებს მოითხოვოს რუსეთის გარიცხვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან.
გაეროს წევრმა 140-მა ქვეყანამ უკვე მისცა ხმა, რომ დაეგმოთ რუსეთის არაპროვოცირებული ომი და მის მიერ წამოწყებული ჰუმანიტარული კრიზისი.
ჩემი გზავნილი ამ 140 ქვეყანას: ფოტოები ბუჩადან და ნგრევა მთელს უკრაინაში მოითხოვს, რომ ახლა ჩვენი სიტყვები მოქმედებას შევუსაბამოთ.
არ შეიძლება უფლება მივცეთ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენთვის ძვირფას ყველა პრინციპს არღვევს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი იყოს.
რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ავტორიტეტული პოზიცია ამ ორგანოში და არც უნდა მივცეთ უფლება გამოიყენოს თავისი ადგილი საბჭოში პროპაგანდის ინსტრუმენტად, რათა მათ ამტკიცონ, რომ ლეგიტიმურ შეშფოთებას გამოხატავენ ადამიანის უფლებების შესახებ",-დაწერა ლინდა თომას-გრინფილდმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ანგელა მერკელსა და ნიკოლა სარკოზის ბუჩაში კიდევ ერთხელ ეპატიჟება. ამჯერად განცხადება პრეზიდენტმა სწორედ ბუჩადან გააკეთა, სადაც თავის თვალით ნახა რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები.
"ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება" - ასე ეხმაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე და აცხადებს, რომ ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება.
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი.
საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას, - წერს სამინისტრო.
ლიეტუვამ კლაიპედაში რუსეთის საკონსულო დახურა და რუსეთის ელჩს ქვეყნიდან გასვლის ბრძანება მისცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლიეტუვა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ოკუპანტების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა შეამცირა და მოსკოვიდან ელჩი გაიწვია.
ევროკავშირი 17 მილიარდ ევროს გამოყოფს ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს მიიღებენ. ევროპულმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გამოიყენონ რესურსები თანმიმდევრული პოლიტიკისა და უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების ფონდებიდან. ბოლო მონაცემებით, უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნებში ლტოლვილთა რაოდენობა 4 მილიონ ადამიანს უახლოვდება.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკმანის განცხადებით, გერმანია რუსულ ენერგეტიკაზე ემბარგოს ამ დროისთვის არ დააწესებს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი თქმით, ქვეყანა რუსული გაზისა და ნავთობის დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად მუშაობს.
ჩვენ ემბარგოსთან დაკავშირებით იმ ზომებით ვმუშაობთ, რომლებიც პუტინს ყოველდღე ზიანს მიაყენებს. კარგ კურსზე ვართ და ამ კვირაში, ამ მიმართულებით უფრო მეტ პროგრესსაც მივაღწევთ. ჩვენ ასევე, რუსული გაზის, ნახშირისა და ნავთობისგან დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ვმუშაობთ, - ამბობს ჰაბეკმანი.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, გერმანიის ნავთობის 35%-ის იმპორტი რუსეთიდან ხდებოდა, თუმცა სტატისტიკური მაჩვენებელი ახლა, 25%-ს უახლოვდება.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, ამის გამო ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ამ კვირაში გახდება ცნობილი.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკმანის განცხადებით, გერმანია რუსულ ენერგეტიკაზე ემბარგოს ამ დროისთვის არ დააწესებს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი თქმით, ქვეყანა რუსული გაზისა და ნავთობის დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად მუშაობს.
ჩვენ ემბარგოსთან დაკავშირებით იმ ზომებით ვმუშაობთ, რომლებიც პუტინს ყოველდღე ზიანს მიაყენებს. კარგ კურსზე ვართ და ამ კვირაში, ამ მიმართულებით უფრო მეტ პროგრესსაც მივაღწევთ. ჩვენ ასევე, რუსული გაზის, ნახშირისა და ნავთობისგან დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ვმუშაობთ,
- ამბობს ჰაბეკმანი.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, გერმანიის ნავთობის 35%-ის იმპორტი რუსეთიდან ხდებოდა, თუმცა სტატისტიკური მაჩვენებელი ახლა, 25%-ს უახლოვდება.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, ამის გამო ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ამ კვირაში გახდება ცნობილი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში დაათვალიერა გზა, სადაც ადრე რუსული კოლონა იდგა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული და გენოციდი ჩაიდინა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბუჩაში მედიაც იმყოფება. აუცილებელია ყველამ ნახოს, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ეს მშვიდობიანი მოსახლეობაა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუმცა რუსეთმა მას თავისი არმია დაუპირისპირა. ეს სამხედრო დანაშაულია და რუსეთს ამისთვის პასუხისგება აუცილებლად მოუწევს. ათასობით ადამიანია მოკლული. მათ შორის ქალები და ბავშვები, მათი ცხედრები ამ დრომდე ქუჩაში ასვენია. ეს სამხედრო დანაშაული, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდია." თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა უკრაინაში გაგზავნეს თვითმფრინავი, რომელშიც 30 ტონაზე მეტი საკვები და სამედიცინო დახმარება იყო - ამის შესახებ ინფორმაციას CNN სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიერ უკრაინაში გაგზავნილი მესამე თვითმფრინავია, საერთაშორისო ჰუმანიტარული მოწოდებისსაპასუხოდ უკრაინელებისა და უკრაინაში დევნილთა მხარდასაჭერად.
პუტინმა განკარგულებას - „არამეგობრულ ქვეყნებთან“ სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შესახებ, ხელი მოაწერა. განკარგულებას დასავლეთის ქმედებებზე საპასუხო ზომებს უწოდებენ.
BBC-ის ცნობით, განკარგულების თანახმად, უცხოელი დიპლომატები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები რუსეთში შესვლის ვიზებს მიიღებენ საერთო პრინციპით. ვიზის მისაღებად ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს შესაბამისი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს.
გარდა ამისა, დოკუმენტი აჩერებს რუსეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებების მთელ რიგ პუნქტებს, ასევე ცალკეულ შეთანხმებებს რუსეთსა და ნორვეგიას, დანიას, ისლანდიას, შვეიცარიას და ლიხტენშტეინს შორის.
კიევის რაიონში, სოფელ პერემოჰაში, ადგილობრივმა ქალმა ოკუპანტებს საბრძოლო მასალის ყუთი მოჰპარა - ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრომ, დენის პოპოვმა ვიდეო გაავრცელა.
სამხედროს თქმით, ქალმა ოკუპანტებს VOG-25 წაართვა, ფრაგმენტული საბრძოლო მასალა ყუმბარმტყორცნისთვის. ამის შემდეგ კი ყუთი კურდღლის გალიაში დამალა და დაელოდა შეიარაღებული ძალების მიერ დასახლების გათავისუფლებას.
როდესაც უკრაინამ კიევის ოლქი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა, ქალმა რუსების სამხედრო მასალა უკრაინის შეიარაღებულ ჯარს გადასცა.
"ვისი გინდათ, მოუგოთ იდიოტებო??? ყველა თქვენს წინააღმდეგაა. ბუნებაც კი", - ამბობს პოპოვი.
უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებული მოვლენები რუსეთის წინააღმდეგ „დადგმული, მორიგი ყალბი თავდასხმაა“ - ამბობს ლავროვი ჰუმანიტარულ საკითხებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მარტინ გრიფიტსთან შეხვედრის დროს.
მისი თქმით, მსგავსი "პროვოკაციები" საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველია.
"გუშინ, კიდევ ერთი ყალბი თავდასხმა განხორციელდა კიევის რეგიონის, ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ რაც რუსმა სამხედროებმა ეს ადგილი გეგმის მიხედვით დატოვეს. ჩვენ მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა ამ კონკრეტულ საკითხზე, რადგან ასეთ პროვოკაციებში, ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" - ამბობს ლავროვი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა. ის ესაუბრა ადგილობრივებს ესაუბრა და მათთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გენოციდს ახორციელებს.
ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩასა და კიევის ოლქის მიმდებარე ქალაქებში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსი ოკუპანტების მიერ, ასობით მოკლული და ნაწამები უკრაინელების ცხედრები იპოვეს.
პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, უარყოფს ბრალდებას ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ და ამბობს, რომ კრემლის დიპლომატები "ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში გადაიტანონ. მისივე მტკიცებით,
გავრცელებულ ვიდეო-მასალებს "ფალსიფიკაციის ნიშნები" აქვს.
"ფაქტები და მოვლენების კალენდარული თანმიმდევრობა, ასევე, არ მეტყველებს ამ განცხადებების სანდოობაზე. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ბრალდებებს. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ თემა მაქსიმალურად მაღალ დონეზე უნდა განიხილებოდეს. ჩვენი დიპლომატები გააგრძელებენ აქტიურ ძალისხმევას, რათა ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში გადაიტანონ" - ამბობს პესკოვი
პოლონეთის პრემიერი, მატეუშ მორავეცკი ევროპას მოუწოდებს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გააფართოოს და გაამკაცროს. მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა ეს ზომები რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ.
"სანქციები უნდა დაუწესდეს რუსულ საზოგადოებას. რუსეთისთვის ვიზების გაცემა უნდა აიკრძალოს გარდა ჰუმანიტარული ვიზებისა, მათთვის, ვინც ტოვებს ამ ფაშისტურ ქვეყანას. ჩვენ შევთავაზეთ სანქციები რუსეთის მმართველი პარტიის, პუტინის პარტიის ყველა წევრისთვის, რათა სხვებმაც აგონ პასუხი, ვინც ირჩევს და მხარს უჭერს პუტინს. ჩვენ შევიმუშავეთ რუსული ნავთობისა და გაზისგან თავის დაღწევის რადიკალური გეგმა. მოვუწოდებთ ყველა ევროპელ ლიდერს, გააკეთეთ ეს რაც შეიძლება მალე, ნუ გეშინიათ", - თქვა პოლონეთის პრემიერმა.
უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკი უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციას,რომ საქართველოს გავლით ოკუპანტი რუსეთი კონტრაბანდის არხებს აყალიბებს, ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში ეხმაურება:
ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენს ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე.
მე, როგორც ვიცეპრემიერმა მინდა ვიკითხო, ადამიანი რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემდეგ როგორ გავერთიანდით, გავაერთიანეთ ძალისხმევა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ ერთად წავსულიყავით.
თუ ეს მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯეროთ ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, თუ მათ ამის შესახებ სახალხოდ განაცხადეს, რატომ არის ეს შესაძლებელი?
რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, გასცენ ბრძანებები, საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?
თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, დიდი მადლობა, მაგრამ რატომ აძლევთ უფლებას თქვენს პრემიერს და თქვენს ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ არ ესმის მომავალში რა მოხდება, თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს.
ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ შემოვიტანთ სანქციებს, მოდით გავხსნათ ფრენები, არ არის შესაძლებელი ამ ყველაფრით ლაპარაკი, თქვენ ამან ვერ გადაგარჩინათ 2008-ში და ვერც ახლა გადაგარჩენთ. მე დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ არ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით." - ამბობს ვერეშჩუკი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა რუსი ჯარისკაცების სია,რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში.
მათი ინფორმაციით, ცნობილია 64-ე მოტომსროლელი ბრიგადისა და35-ე კომბინირებული შეიარაღებული ძალების სია, რომლებმაც სულ მცირე 400 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბასტრიკინმა ქალაქ ბუჩაში, რუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას „უკრაინის პროვოკაცია“ უწოდა და ამ საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალური ექსპერტიზის დაწყების ბრძანება გასცა.
Reuters-ის ინფორმაციით, კრემლი თვლის, რომ უკრაინამ ბუჩაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "განზრახ ცრუ ინფორმაცია" გაავრცელა და "ექსპერტიზის" ჩატარებაც ამის საფუძველზე გადაწყვიტეს
ანგელა მერკელი დღესაც თვლის, რომ სწორად მოიქცა როდესაც 2008 წელს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა - ამის შესახებ განცხადება გერმანიის ყოფილი კანცლერის პრესსპიკერმა გააკეთა, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების კომენტირებისას:
„ფედერალური კანცლერი დოქტორი ანგელა მერკელი მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებებს ბუქარესტში 2008 წლის ნატოს სამიტთან დაკავშირებით“, - თქვა მან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყოფილმა კანცლერმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად, მაგრამ არ უპასუხა ბუჩაში ჩასვლის მიწვევას.
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, გერმანიიდან პუტინის ჯაშუშების გაძევება სურს - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა BILD ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანცლერს გერმანიაში ჯაშუშად მომუშავე რუსეთის საელჩოს თანამშრომლების "ძალიან დიდი რაოდენობის" გაძევება სურს! საუბარია ასზე მეტი თანამშრომლის უკან რუსეთში გაგზავნაზე, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი.
პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უახლოეს 72 საათში დაიწყებენ რუსეთისგან სრული იზოლაციის პროცესს, რითაც დახურავენ სახმელეთო მარშრუტებს რუსეთში საქონლის მიწოდებისთვის - ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მუსტაფა ნაიემი საკუთარ Telegram არხზე ავრცელებს.
ნაიემი წერს, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საზღვრები რუსეთსა და ბელარუსთან სრულად ჩაიკეტება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის
"საერთაშორისო სანქციების შემოღებით რუსეთმა დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს გავლით. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩაერიონ კონტრაბანდისტების საქმიანობაში." ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ევროკავშირი ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ ომის დანაშაულების და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენნი, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ.
ევროკავშირის განცხადებით, პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ომი.
უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩაში ის ადგილი აღმოაჩინეს, სადაც რუსები მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდნენ და ხოცავდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებში ხალხს ადგილობრივ ბავშვთა სანატორიუმ "რადიანტას" სარდაფში აწამებდნენ.
სარდაფში აღმოჩენილია ცხედრებიც. ყველა მათგანი მოხრილ მდგომარეობაშია და ხელები აქვს შეკრული.
გერმანია მთავარი პრობლემაა, რის გამოც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვერ აწესებს და სანქციებს უნგრეთი არ ბლოკავს - აცხადებს პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკი.
მორავეცკიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ვიქტორ ორბანი, რუსეთის აგრესიის მიმართ არასაკმარისად მკაცრი პოზიციის გამო გააკრიტიკეს.
"რუსი დამპყრობლები ემზადებიან უზარმაზარი გარღვევისთვის ლუგანსკის რეგიონში" - აცხადებს, ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი გაიდა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები იცავენ რეგიონს, თუმცა ოკუპანტების მობილიზება საკმაოდ მასშტაბურია.
"ხდება პერსონალისა და აღჭურვილობის დაგროვება, ემზადებიან უზარმაზარი გარღვევისთვის. ღამით რუბიჟნეს რაიონში გარღვევის მცდელობა იყო, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა მოიგერიეს შეტევა, მტრებს შორის ათობით დაღუპულია" - თქვა სერგეი გაიდამ.
უკრაინამ ორშაბათს დილით განაცხადა, რომ რუსებმა საპორტო ქალაქ ოდესაზე ავიაიერიში მიიტანეს.
"ოდესის ერთ-ერთ რაიონში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, ერთი ობიექტს მოხვდა" - განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა.
კვირას ოდესაში რუსებმა საწვავის საცავს დაარტყეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ სურს დაინახოს რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა ევროკავშირში ამ კვირაში, მას შემდეგ რაც ბუჩადან "ომის დანაშაულის" ამსახველი მასალები გავრცელდა.
ორშაბათს ფრანგულ მაუწყებელ France Inter-ზე საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ "ძალიან აშკარა ნიშნებია" ბუჩაში ჩადენილი ომის დანაშაულებზე და საკმარისადაა დადასტურებული, რომ ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთის არმიას ეკისრება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ ამ საუკუნეში კაცობრიობა კიდევ ერთ ნიურნბერგის სასამართლო პროცესს იხილავს.
მისი თქმით, რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც ფაშისტები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში, ბუჩაში სამხედრო დანაშაული რუსეთის 64-ე ცალკეულმა მოტომსროლელმა ბრიგადამ ჩაიდინა. მათივე ინფორმაციით, მოხალისეებმა იპოვეს ბრიგადის მეთაურის მონაცემები. ბრიგადის მეთაურია ვიცე-პოლკოვნიკი აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვი.ბუჩას ტრაგედიამ შეძრა მსოფლიო. კიევის ოლქის ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს სულ მცირე 300 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ქუჩებში დახვრეტილი მოსახლეობა, ხელებშეკრული და ნაწამებია.
ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაჰიდნეს სკოლის სარდაფში 150 ადამიანი ტყვედ აიყვანეს და სრულ ანტისანიტარიაში ამყოფებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარდაფში ოკუპანტებს 1 თვის განმავლობაში ჯამში 300-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა ტყვედ აყვანილი. მათი ცნობით, ტყვეები არ გატყდნენ, მათ კედლებზე უკრაინის ჰიმნი დაწერეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე პერიოდს.
სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
რუსეთის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ ერთგული ვრჩებით - ამ განცხადებით რუსეთის მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო გამოეხმაურა.
"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას, რუსეთის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ ერთგული ვრჩებით. გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას, რაც შეგვიძლია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ამ საშინელი და შემზარავი თავდასხმების პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან" - წერს ჯასტინ ტრუდო.
Human Rights Watch რუსი სამხედროების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ომის დანაშაულის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა ჩერნიგოვის, ხარკოვისა და კიევის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საუბარია გაუპატიურების, სიკვდილით დასჯის შემთხვევებსა და სხვა სახის ძალადობებზე. ჯარისკაცები ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ქონების, მათ შორის საკვების, ტანსაცმლისა და შეშის ძარცვაში.
"რუსული მშვიდობა" ნაციზმია - ამის შესახებ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანემ სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის გათავისუფლებული ქალაქებიდან გავრცელებულ მშვიდობიანი მოქალაქეების წამებისა და მკვლელობის ამსახველ ფაქტებს ეხმაურება.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები გენოციდის ნიშანია და რუსული ჯარები არიან რუსულ-ბოლშევიკური ბანდები და სტალინის დანაშაულების მემკვიდრეები.
ცხედრებით სავსე ქუჩები, დამწვარი მანქანები, დანგრეული სახლები - ასე გამოიყურება რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ უკრაინის ქალაქები. ბუჩას მსგავსად რუსებმა არერთი სისასტიკე ჩაიდინეს გოსტომელში, ჩენრიგოვში, ჟიტომირში.
ჩერნიგოვის მერი ამბობს, რომ ქალაქის 70% განადგურებულია. ირკვევა, რომ რუსული ჯარების კონცენტრაცია ბელარუსის საზღვარზეა. ბუჩას მსგავსად ჩერნიგოვშიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
გუშინ, გრემის ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე, საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.
"რა ჰგავს მუსიკას ყველაზე ნაკლებად?" - ზელენსკიმ აუდიენციას ჰკითხა და მან თავად უპასუხა: "დანგრეული ქალაქების სიჩუმე და მოკლული ხალხის დუმილი".
"დაგვიჭირეთ მხარი ნებისმიერი გზით, ნუ გაჩუმდებით და შემდეგ მშვიდობა მოვა ჩვენს ქალაქებში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოლონეთის პრეზიდენდი ანდჟეი დუდა უკრაინაში, კიევის ოლქის სხვადასხვა ქალაქებში რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ უკრაიანას ახლა სამი რამ სჭირდება - იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი.
"კრიმინალებს უნდა ეწოდოთ კრიმინალები, სასამართლოს წინაშე წარსდგნენ და დაისაჯონ. ბუჩას სურათები უარყოფს რწმენას, რომ ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ვეძებოთ კომპრომისი. სინამდილეში, უკრაინის დამცველებს უპირველეს ყოვლისა სჭირდება 3 რამ: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი", - წერს ის.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 161 ბავშვი დაიღუპა და 264 დაშავდა. 4 აპრილის დილის განახლებულ ინფორმაციას უკრაინის პროკურტურა ვარცელებს.
უწყების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება. მათგან 83 მთლიანად განადგურებულია.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინაში, ბუჩაში რუსი საოკუპაციო ძალების არაადამიანურ ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს.
"შეძრწუნებული ვარ რუსეთის არმიის სისასტიკით ბუჩასა და სხვა გათავისუფლებულ ოლქებში. ეს არის პუტინის ომის დანაშაულის მწარე რეალობა. მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება. უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. დამნაშავეები და მათი მეთაურები უნდა დაისაჯონ", - წერს მელოცა.
ეს არის გენოციდი, მთელი ერისა და ხალხის ლიკვიდაცია - ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები CBS News-ის ეთერში.
"ეს მართლაც გენოციდია. მთელი ერის მკვლელობის ოპერაცია. უკრაინაში 100-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ეს არის ყველა ამ ეროვნების განადგურების მცდელობა და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში. ომის დანაშაულებში პასუხისმგებლობა არამხოლოდ ვლადიმირ პუტინს, არამედ თითოეულ რუს სამხედრო მეთაურს უნდა დაეკისროს, იმ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ლიკვიდირების ბრძანებებს გასცემენ. როდესაც ზურგზე ხელშეკრულ, თავმოკვეთილ ადამიანებს ვპოულობთ, ეს მე არ მესმის. მე არ მესმის მათი, ვინც ბავშვები აწამა და მოკლა. მხოლოდ მოკვლა არ იყო მათთვის საკმრაისი? შესაძლოა მათ სურდეთ ოქრო, ან სარეცხი მანქანების წაღება, მაგრამ ამის გარდა, ისინი მიზანმიმართულად აწამებდნენ ადამიანებს", - თქვა ზელენსკიმ.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 000-ზე მეტი დაშავდა.
უფრო ზუსტად, გარეოს აღრიცხვით დაღუპულია 1 417 ადამიანი, მათ შორის 59 ბავშვია, 2 038 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 92 ბავშვი.
გარეო მიიჩნევს, რომ რეალური მაჩვენებლები, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.
უკრაინა აცხადებს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ გააკეთა.
დაღუპულებს მას შემდეგ მიაგნეს, რაც ქალაქები რუსული ალყისგან და ჯარებისგან გათავისუფლდა. უკრაინელმა პროკურორებმა მხოლოდ კვირას შეძლეს ქალაქ ბუჩაში, ირპინსა და ჰოსტომელში პირველად შესვლა, ისინი ომის დანაშაულებს იკვლევენ. პროკურატურა ამბობს, რომ ზოგიერთი მოწმე იმდენად ტრავმირებულია, რომ არ შეუძლიათ ლაპარაკი.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის სლობიდსკის რაიონი დაბომბეს. არის მსხვერპლი, მათ შორის ბავშვები. მინიმუმ 23 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ზუსტი მონაცემები კიდევ დგინდება.
"საღამოს ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვის სლობიდსკის რაიონი. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობაა დაღუპული და დაჭრილი. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 23-ია, მათ შორის ბავშვები არიან. მონაცემები დგინდება. სარაკეტო დარტყმის საფრთხე ემუქრება ლოზოვსკის რაიონს, საჭიროა ხალხის ევაკუაცია. მათ დილიდან პოლტავის ოლქის მიმართულებით გადავიყვანთ", - ამბობს, ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი.
3 აპრილი
"რთულია, წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ ის აქ არის. ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობთ.
ქართული წარსული ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცით რისი გამოხატულებაა ბუჩა - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინელების წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ეს არასდროს იქნება დავიწყებული",-დაწერა ზურაბიშვილმა.
"რუსი ჯარისკაცები ცხოველები არიან, რომლებსაც სხვანაირად მოქცევა არ შეუძლიათ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით. ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით",-წერია განცხადებაში.
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას გამოეხმაურა. მან მოითხოვა, რომ ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა მიეცეთ, რათა დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს.
შოლცის თქმითვე, დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცენ.
"მე ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში. ნახონ, რა მოიტანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ 14 წლის განმავლობაში. საკუთარი თვალით ნახეთ ნაწამები უკრაინელები. მინდა, სწორად გამიგონ, ჩვენ დასავლეთს არ ვადანაშაულებთ.
ჩვენ არავის ვადანაშაულებთ გარდა კონკრეტული რუსი სამხედროებისა, რომლებმაც ეს გააკეთეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მათ გარდა ვინც ბრძანება გასცა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვისაუბროთ გაურკვევლობაზე",- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბუჩასა და ირპინში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაული მტკიცებულებაა, რომ პუტინმა და მისმა არმიამ უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ჯონსონის თქმით, "არ მოისვენებს, სანამ სამართლიანობა არ აღდგება".
"მსოფლიომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონტინენტზე უამრავი ომის დანაშაული ნახა. მაგრამ დროა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რუსი სამხედროების ომის დანაშაულებები გახდეს ასეთი ბოროტების უკანასკნელი გამოვლინება დედამიწაზე. ასეთი დანაშაულის ყველა ჩამდენი ჩაიწერება ჯალათების სპეციალურ წიგნში. მათ იპოვიან და დაისჯებიან".
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერე, უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი გამოძიება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ აშშ-მ, შესაძლოა, რუსეთს "ძალიან მალე" დამატებითი სანქციები დაუწესოს. როგორც ნედ პრაისმა თქვა, აშშ რუსეთზე ზეწოლას მანამ გააგრძელებს, სანამ ის დეესკალაციას არ დაიწყებს.
"როცა საქმე ეხება ჩვენს სანქციებს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გავაგრძელებთ ზეწოლას პრეზიდენტ პუტინზე, კრემლზე, მის გარშემო მყოფებზე, მათ შორის ოლიგარქებსა და ახლობლებზე, ვინც აძლიერებს ამ ომს უკრაინის წინააღმდე, მანამ, სანამ კრემლი არ დაიწყებს დეესკალაციას, სანამ ძალადობა არ შემცირდება და სანამ არ დასრულდება ასეთი სისასტიკე. ასე, რომ ვფიქრობ, ძალიან მალე ნახავთ დამატებით ზეწოლას",-თქვა ნედ პრაისმა.
ნედ პრაისი ასევე გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ ბუჩადან გავრცელებულ სურათებს და თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე ინფორმაციას აგროვებს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
"რაც შეეხება სურათებს ბუჩადან, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ რუსეთის ჯარებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას. ერთი, რომ ჩანდეს, რას აკეთებენ ისინი და მეორეო - უზრუნველვყოთ, რომ ყველა, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა, და ყველა, ვინც ამ სისასტიკის ბრძანება გასცა, პასუხისგებაში მიეცეს. ეს ჩვენი მისიაა",-აღნიშნა მან.
შეერთებული შტატები, უკრაინის ომის შედეგებთან გასამკლავებლად, მოლდოვას დახმარების სახით 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ფულადი დახმარება უზრუნველყოფს საზღვრის მართვის სწავლებისა და აღჭურვილობის პროგრამებს, ასევე ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას.
დაფინანსება ასევე უზრუნველყოფს იუსტიციის სექტორში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, კორუფციისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
"დღეს შესაძლებლობა მქონდა პირადად მენახა, როგორ გაერთიანდა თქვენი მთავრობა და მოლდოველი ხალხი, რათა მიეღოთ უკრაინელი ლტოლვილები - მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ყველაფერი, რაც აქვთ, ადამიანები, რომლებიც უყვართ გაქცეულიყვნენ უსაფრთხოებისთვის.
თქვენ მათ ხელგაშლილი შეხვდით და თქვენი სტუმართმოყვარეობა და გულუხვობა ახლა მთელ მსოფლიოში ცნობილია. მე მინდა იცოდეთ, რომ ყველა თქვენი ძალისხმევით თქვენ გყავთ ერთგული პარტნიორი შეერთებულ შტატებში",- თქვა გაეროში აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა მოლდოვის პრემიერმინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კიევის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს დანაშაულზე პასუხი აგოს.
"ჩვენამდე მიღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად გათავისუფლებული ქალაქიდან, აუტანელია. ქუჩაში ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლთა მიმართ, ჩემი სოლიდარობა უკრაინას. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულზე",-წერს ემანუელ მაკრონი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას გამოეხმაურა და თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს შეუწყობს ნებისმიერი სისასტიკის დოკუმენტირებას, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკრაინელების წინააღმდეგ ჩაიდინეს.
"ბუჩაში დაღუპული უკრაინელების სურათები გულში გირტყამს. აგრესიის შემდეგ, ჩვენ ვთქვით, რომ რუსმა სამხედროებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს და ჩვენ ვმუშაობთ ამის დოკუმენტირებაზე, რათა მივაწოდოთ ინფორმაცია შესაბამის ორგანიზაციებს, რომ მათ ეს ინფორმაცია შეაჯამონ. შემდეგ უნდა დადგეს დამნაშავეების პასუხისმგებლობა",-თქვა მან CNN-თან ინტერვიუში.
რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო, Facebook გვერდზე თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გამართულ სოლიდარობის აქციის ფოტოებს აქვეყნებს და ქართველ ხალხს მადლობას უხდის.
გონჩარენკომ რუსეთის წინააღმდე სანქციების არდაწესების გამო საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
"თბილისი. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ეშინია, ადგილობრივები უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ და მწუხარება გამოხატეს ბუჩას გამო. მადლობა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის! მჯერა, რომ ხელისუფლებაში მყოფი მშიშრების ქმედებებიდან დასკვნები წინასაარჩევნოდ გაკეთდება. და შემდეგ ისინი [ქართველები] საკუთარ თავს ქაღალდზეც გამოხტავენ" - წერს გონჩარენკო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს მიმართა და ბუჩასა და კიევის რეგიონის სხვა განთავისუფლებულ ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვისა და მკვლელობის შედეგების ამსახველი ფოტოები დაურთო.
"რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ უყურონ. ნახეთ რა ნაძირლები, მკვლელები, მძარცველები და ჯალათები გაზარდეთ",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
"ეს არ არის რუსული ძალების რეალური გაყვანა" - განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. მისი თქმით, რუსებს ჯარები ხელახალი აღჭურვისთვის გაჰყავს და ისინი უკრაინაზე თავდასხმებს გააგრძელებენ.
"რასაც ჩვენ ვხედავთ, არ არის რეალური ჯარების გაყვანა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აბრუნებს თავის ჯარებს და ისინი ზოგიერთ მათგანს აბრუნებენ, რათა იარაღით თავიდან აღჭურვონ, გააძლიერონ და მოამარაგონ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან ოპტიმისტები, რადგან თავდასხმები გაგრძელდება",-თქვა იენს სტოლტენბერგმა CNN-თან.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, NATO შეშფოთებულია "პოტენციური გაზრდილი თავდასხმებით, განსაკუთრებით კი სამხრეთ და აღმოსავლეთში".
"ასე რომ, ეს არა ჯარების რეალური გაყვანა, არამედ სტრატეგიის ცვლაა. მეტი ფოკუსირება სამხრეთსა და აღმოსავლეთზე",-თქვა მან.
რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკო უკრაინის ქალაქ ბუჩადან ვიდეომიმართვას ავრცელებს. გონჩარენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა, ოჯახი, რომელიც ქალაქიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მანქანაში ჩაცხრილეს.
"ჩვენ ბუჩაში ვართ და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მანქანა, რომლითაც ოჯახი ქალაქიდან გამოღწევას ცდილობდა. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას და შედეგი საზარელია. მანქანაში ახალგაზრდა და მოხუცი ქალის ცხედრებია. ჩაცხრილეს. მოხუცი ქალის ცხედარს თავი აქვს მოკვეთილი. ბავშვი დაშავდა, თუმცა გამოაღწია. საშინელებაა, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ საშინელ დანაშაულზე", - თქვა ალექსეი გონჩარენკომ.
უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი წერს, რომ ადრე ფიქრობდა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, როგორც რუსეთის მიერ "დაკბენილი" ქვეყნები მსგავს ბედს იზიარებდნენ, მაგრამ ომის პირობებში ხელისუფლებების პოზიციებმა მას იმედები გაუცრუა.
"ოდესღაც მეგონა, რომ უკრაინა ყველაზე მეტად საქართველოსთან და მოლდოვასთან იყო თავსებადი, რადგან ჩვენი ქვეყნები "დაკბენილია" რუსეთის მიერ. მაგრამ ოფიციალური თბილისისა და კიშინოვის დღევანდელმა პოზიციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ნეიტრალიტეტის შესახებ, იმედი გამიცრუა. ისე, მეგობრები გაჭირვებაში იცნობიან. მაგრამ კარგია, რომ ჩვენს ხალხს განსხვავებული აზრი აქვს",- წერს სტეფანჩუკი.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას ეხმაურება. ტრასი ბუჩაში მომხდარს ომის დანაშაულს უწოდებს და წერს, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები გამოძიებისთვის მტკიცებულებების შესაგროვებლად მუშაობენ.
"შეძრწუნებული ვარ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი სისასტიკით. ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს უმიზნებენ, საზიზღრობაა. დიდი ბრიტანეთი სხვებთან ერთად მუშაობს მტკიცებულებების შესაგროვებლად ომის დანაშაულის გამოძიებისთვის. დამნაშავეები პასუხს აგებენ", - წერს ლიზ ტრასი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას "სისასტიკეს" უწოდა და თქვა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. იენს სტოლტენბერგმა ეს განცხადება CNN-ის ჟურნალისტის კითხვის - "იყო თუ არა გენოციდი ბუჩაში მომხდარი ფაქტები", საპასუხოდ გააკეთა.
„ეს არის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების განმავლბაში არ გვინახავს. და ეს საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ხდებიან სამიზნე და მათ კლავენ. და ეს უბრალოდ ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, - განუცხადა მან.
ცნობისთვის, უმძიმესი კადრები გაავრცელა უკრაინის ხელისუფლებამ გათავისუფლებული ბუჩადან, სადაც რუსების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას ეხმაურება და წერს, რომ მომხდარზე საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება:
"შეძრწუნებული ვარ ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ ცნობებით იმ ადგილიდან, რომელსაც რუსეთი ტოვებს. საჭიროა დაუყოვნებლივ დამოუკიდებელი გამოძიება. ომის დანაშაულის ჩამდენ პასუხს აგებენ",-წერს Twitter-ზე ურსულა ფონ დერ ლეიენი.
ლუგანსკის ოლქის სოფელ ვარვაროვკაში ოკუპანტებმა ილიინსკის მონასტერი დაბომბეს - ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისი თქმით, ჭურვების ნამსხვრევებმა მონასტრის ორ ტაძარში მინები ჩაამსხვრია. მთლიანად დაიწვა საძმო შენობა, ავტოფარეხი და კომუნალური ოთახები. გაიდაიმ განაცხადა, რომ მონასტრის ძმები და მუშები არ დაშავებულან.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი მარიუპოლში ჩავიდა - ანატოლი ბიბილოვი თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, მათ შორის დენის პუშილინს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის დუმის დეპუტატიც, დიმიტრი საბლინიც.
ოკუპანტების წარმომადგენლებმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რუსეთის აგრესია გაამართლეს და კრემლის პროპაგანდას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ხარკოვის რეგიონში ჩამოგდებული რუსული სუ-34-ის პილოტი გადარჩა. ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ტელეგრამის არხზე ავრცელებს.
მისი თქმით, პილოტმა გაქცევა სცადა, თუმცა უკრაინელებმა ის დააკავეს. ცნობისთვის, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი ქალაქ იზიუმის რაიონში, რამდენიმე საათის წინ გაანადგურეს.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 158 ბავშვია დაღუპული, 258-ზე მეტი კი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
კიევის რეგიონის ქალაქებიდან გავრცელებული ცნობები რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრების „პოსტ-აპოკალიფსურ სურათს“ აჩვენებს - განაცხადა კვირას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა. ამბობს, რომ მისი მიზანია მსოფლიოს ყურადღება მიიქციოს იმ სამხედრო დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინეს რუსეთის ჯარებმა ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში.
ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა, უკრაინელები ბრუნდებიან. ისინი ამბობენ, რომ ქალაქში ჩასვლა თავად მოინდომეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, დასავლეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაუწესონ ახალი, გამანადგურებელი სანქციები რუსეთს.
"მეგობრებო, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქში. ჩვენ ახლა ვაგროვებთ მონაცემებს. არ განათავსოთ ფოტოები ან ვიდეოები, სანამ ამას ოფიციალური წყაროები არ გააკეთებენ. თუ გსურთ, ინფორმაციის გაზიარება - მომწერეთ პირადად", - წერს მიკოლაევის მერი.
ირპენის მერმა, ალექსანდრ მარკუშინმა გათავისუფლებულ ქალაქში ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. ის ამბობს, რომ ქალაქში ათობით ცხედარია ნაპოვნი და მათი უმრავლესობა სასტიკად არის ნაწამები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბუჩას რეგიონში ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ მკვლელობას ეხმაურება. საუბარია ფოტომასალაზე, რომელიც უკრაინულმა მხარემ გათავისუფლებული ქალაქიდან გაავრცელა.
რუსეთი უკრაინის მოთხოვნებს ზეპირსიტყვიერად დათანხმდა. ახლა კიევი ოფიციალურ დასტურს წერილობით ელოდება. ამ შეთანხმების თანახმად, რუსული ჯარი ომამდელ პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს, უნდა დათანხმდეს გარანტორი ქვეყნების მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ასევე, ხელი არ შეუშალოს უკრაინის ევროინტეგრაციას.
ხერსონის ოლქში, ანტისაოკუპაციო აქცია რუსმა აგერსორებმა იარაღის გამოყენებით დაშალეს. კახოვკას ქუჩებში გამოსულ ასობით ადამიანს, რომლებიც უკრაინაში პუტინის ჯარის შეჭრას აპროტესტებდნენ, ოკუპანტებმა ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ პრიპიატსა და უკრაინა-ბელარუსის საზღვართან არსებულ ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყარეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმის რაიონში რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 3 აპრილამდე პერიოდს.
ომის 39-ე დღეს, რუს ოკუპანტებს ადგილობრივი თვითმმართველობის 11 ხელმძღვანელი ჰყავთ ტყვედ აყვანილი - ამის შესახებ უკარიანის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი საუბრობს. მისი თქმით, დღეს კიდევ იქნება მცდელობა, რომ ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაცია შეძლონ. არსებული ინფორმაციით, ქალაქში 100 000-მდე ადამიანი რჩება.
ნაციზმის უმძიმესი დანაშაულებები ევროპაში დაბრუნდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ში წერს და გათავისუფლებული ქალაქებიდან ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებში ჩანს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ოკუპანტებმა ხელები შეუკრეს და პირდაპირ ქუჩებში დახვრიტეს.
გათავისუფლებული ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა თქვა, რომ ქალაქში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები ნახეს მასობრივ საფლავებში, ცხედრების ნაწილი კი კვლავ ქუჩებში იყო.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საკმარისი დასავლური თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და თვითმფრინავები ქვეყანას ჯერ კიდევ არ მიუღია. როგორც მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ არ არის გვიანი.
რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა, ნაწილი კი დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდა.
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი, მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს. ინფორმაციას ლატვიელი რეჟისორი, ვიტალი მანსკი ავრცელებს.
2 აპრილი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორი ყოფილ კოლეგებს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ გამოსცენ პუტინის დაკავების ორდერი". კარლა დელ პონტემ ამის შესახებ შვეიცარიულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა.
"პუტინი ომის დამნაშავეა", - თქვა 75 წლის კარლა დელ პონტემ, რომელმაც სახელი გაითქვა რუანდასა და იუგოსლავიაში, სამოქალაქო ომების დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებით საერთაშორისო ტრიბუნალში
"ეს არის ერთადერთი არსებული ინსტრუმენტი ომის დამნაშავეების დასაკავებლად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გადასაყვანად", - თქვა დელ პონტემ.
ის განმარტავს, რომ დაკავების ორდერი არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი მალე გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, რადგან თუ ის რუსეთში იქნება, ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ეს [დაკავების ორდერი] მას ართმევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და ის იქნებოდა უკრაინისთვის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი - ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღეს პუტინს, ისევე როგორც იუგოსლავიის პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, დააპატიმრებენ და ბრალს წაუყენებენ" ამბობს ყოფილი პროკურორი.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა უკვე დაიწყო გამოძიება უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულებზე.
Yandex-ის გენერალურმა დირექტორმა რუსეთში ელენა ბუნინამ თანამდებობა და ქვეყანა დატოვა. ინფორმაცია უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ტელეგრამ არხზე ვრცელდება
"მე არ დავბრუნდები: მე არ შემიძლია ვიმუშაო ქვეყანაში, რომელიც ომშია მეზობლებთან", - დაწერა ბუნინამ კომპანიის შიდა ფორუმზე.
ბუნინა 2011 წლიდან არის Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთში.
ვლადიმერ პუტინს სძულს ვოლოდიმირ ზელენსკი პირველივე შეხვედრის შემდეგ - წერს The Wall Street Journal.
გამოცემა იხსენებს პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ შეხვედრას, რომელიც 2 ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შედგა და ეს იყო 2019 წლის დეკემბერში პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში, როდესაც მაკრონი და მერკელი ჩიხიდან გამოსვლის გზებს ეძებდნენ.
გამოცემა იხსენებს, რომ ზელენსკიმ მაშინ შეთანხმებების რუსული ინტერპრეტაცია კატეგორიულად უარყო.
„რუსები გაბრაზდნენ“ - ციტირებს WSJ ფრანგი მაღალჩინოსნის განცხადებას.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც გადადგა ბოლო ნაბიჯი მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების მოსაგვარებლად და უკრაინას შესთავაზა, რომ უარი ეთქვა ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.
ამ შეთანხმებას კი ხელს მოაწერდნენ პუტინი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფდნენ უკრაინის უსაფრთხოებას.
ზელენსკიმ შოლცს შეთავაზებაზე უპასუხა, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება და რომ უკრაინელების უმეტესობას სურდა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება.
New York Times-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების ტანკების გადაცემაზე.
როგორც აშშ-ს ოფიციალურმა პირმა თქვა, აშშ საბჭოთა წარმოების ტანკების გადასატანად შუამავალი იქნება. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.
ოფიციალური პირის ცნობით, უკრაინისთვის ტანკების გადაცემა მალე დაიწყება, თუმცა მას არ უთქვამს, რამდენი ტანკი გაიგზავნება. ასევე არ დაუკონკრეტებია, ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ტანკებს გადასცემენ.
საბჭოთა წარმოების ტანკები უკრაინას დაეხმარება გააძლიეროს თავდაცვა აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრ სიარტო, უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის გამო, იძულებული გახდა ტალინში ვიზიტი გაეუქმებინა.
ტალინში ის გაეროს უშიშროების საბჭოს კონფერენციას უნდა დასწრებოდა, თუმცა ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ურმას რეინსალუსმა საჯაროდ მოითხოვა მისი მოწვევის გაუქმება.
ცნობისთვის, უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ასევე მხარს არ უჭერს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქი ბალაკლია, სადაც ოკუპანტებმა საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და იქ რუსმა სამხედროებმა პროვოკაცია მოაწყეს.
როგორც სინეგუბოვმა "მთავარი არხის" ეთერში აღნიშნა, საავადმყოფოს ნაწილი ჩამონგრეულია, 70-მდე პაციენტსა და მედპერსონალს კი ევაკუაცია ესაჭიროება. მსხვერპლთან დაკავშირებით, ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ბუნკერში გამოკეტილი ადამიანები, რომლებსაც ოჯახის წევრები თვალწინ დაუხოცეს და ჯოჯოხეთი საკუთარი თვალით ნახეს, ახლა უმძიმეს ისტორიებს ჰყვებიან. ისტორიები უმძიმესი მოსასმენია.
38 დღიანი ომის შემდეგ, რუსული არმია , სავარაუდოდ უკან იხევს და ძალების კონცენტრაციას, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით იწყებს, თუმცა ამ გადაჯგუფების პარალელურად, არ წყდება უკრაინული ქალაქების დაბომბვა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი წერს, რომ ირპინი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი რეგიონი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია.
ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტზე მთლიანად უარი თქვა. როგორც ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში წერია, ამ თვის დასაწყისიდან ლიეტუვას რუსული გაზის იმპორტი არ განუხორციელებია.
არსებული ინფორმაციით, იზიუმის რაიონში (ხარკოვის ოლქი), ადგილობრივებმა რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის სამხედროებს მოწამლული ღვეზელებით „უმკურნალეს“ - ინფორმაციას ფეისბუქზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის შესაჩერებლად მხოლოდ სანქციები საკმარისი არ არის და საჭიროა ემბარგო რუსულ ენერგორესურსებზე:
"სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საკმარისი არ არის. რუსეთის ეკონომიკის ნგრევისა და უკრაინელების მკვლელობის შეწყვეტისთვის საჭიროა პირდაპირი ემბარგოს დაწესება ყველა რუსულ ენერგორესურსზე ან არაპირდაპირი ემბარგო რუსული პროდუქტისთვის პორტების დახურვის გზით (მთელი ნავთობის 85% ტანკერებშია). ან გვითხარით - "იბრძოლეთ ბოლო უკრაინელამდე",-წერს პოდოლიაკი twitter-ზე.
ანატოლი ბიბილოვი "სამუშაო ვიზიტით" დონეცკის "სახალხო რესპუბლიკაში" ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრა დენის პუშილინთან. განიხილება დონბასის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის საკითხები.
ხარკოვის ოლქში, ბალაქლეას რაიონულ საავადმყოფოს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, აუცილებელია პაციენტებისა და პერსონალის სასწრაფო ევაკუაცია. საუბარია დაახლოებით 70 ადამიანზე.
ბელარუსის ქალაქ ნაროვლიაში რუსმა ოკუპანტებმა სპეციალური ბაზარი მოაწყვეს, სადაც უკრაინაში ნაძარცვ და მოპარულ ნივთებს ყიდიან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ფოტოსაც ავრცელებს, სადაც ჩანს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. ოკუპანტები ყიდიან მოპარულ სარეცხი მანქანებს და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, მაცივრებს, სამკაულებს, მანქანებს, ველოსიპედებს, მოტოციკლებს, ჭურჭელს, ხალიჩებს, ხელოვნების ნიმუშებს, საბავშვო სათამაშოებს, კოსმეტიკას - ყველაფერს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვით იშოვეს.
ასევე ცდილობენ მოპარული დოლარისა და ევროს გაცვლასაც, მაგრამ ვალუტის მიმოქცევის შიდა შეზღუდვების გამო, ბელარუსები თავს არიდებენ ვალუტის გაცვლას და ოკუპანტებს ურჩევენ ბანკებს მიმართონ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ და მისმა მეუღლემ პირადად, საპრეზიდენტო ბორტით ჩაიყვანეს იტალიაში, უკრაინელი ონკოპაციენტი ბავშვები. ყველაზე პატარა პაციენტი ვიქტორიაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე 2 თვით ადრე დაიბადა
რუსმა ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს მარიუპოლელი ქალი მარიანა ვიშემირსკაია, რომლის ფოტომ მარიუპოლის სამშობიაროდან მსოფლიო მოიარა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Обозреватель ავრცელებს.
ადგილობრივი მოხალისეების თქმით, ისინი ცდილობდნენ ახალგაზრდა დედის გადარჩენას და მისი ახლობლების თხოვნით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა აშშ-სა და მის მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინას უფრო მძიმე შეიარაღება მიაწოდონ, რადგან მისი თქმით, რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე ტაქტიკას ცვლის.
"დღის დევიზი: წადი სამსახურში, დაეხმარე ფრონტს, დაეხმარე უკრაინას" - ასე მიმართა უკრაინელებს პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა. ხელისუფლება ხალხს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, იქ, სადაც ეს უსაფრთხოა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინაში და ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს.
"თქვენ იცით, რომ მიუხედავად ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ზოგადი აკრძალვისა, ისინი მას იყენებდნენ სირიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. განაცხადა დანილოვმა და დაამატა, რომ უკრაინულმა მედიცინამ ამ კუთხით "გარკვეული ტრენინგი გაიარა".
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ამავდროულად, იმედი გამოთქვა, რომ საქმე აქამდე არ მივა.
კიევში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად სპეციალური დანაყოფი შეიქმნა. ინფორმაციას ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, დანაყოფში ასი ჯარისკაცი, მათ შორის კიევის საკრებულოს 7 დეპუტატი მსახურობს.
ვლადიმერ პუტინს თავის კოლეგა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან უნიკალური ურთიერთობა აქვს - ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი.
როგორც მან აღნიშნა, იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება, "ლუკაშენკოს პუტინზე არანაკლებ სტკივა გული".
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა "პროექტი" აქვეყნებს ინფორმაციას, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არის მოთხრობილი.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ პუტინის ჯანმრთელობა რუსეთში სრულიად გასაიდუმლოებულია. მათი თქმით, კრემლი პუტინის შესახებ აქტიური, ძლიერი მამაკაცის წარმოდგენას ქმნის და ცდილობს. პრეზიდენტის პრობლემების შესახებ ცუდი ინფორმაციები არ გაჟღერდეს.
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის დირექტორმა დიმიტრი როგოზინმა Twitter-ზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა შესაძლოა, შეწყვიტოს თანამშრომლობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან (ISS) რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების საპასუხოდ.
თურქეთმა უკრაინას შესთავაზა გემების გამოყოფა რუსული ჯარების მიერ ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. ინიციატივის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა ისაუბრა.
Anadolu-ს ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ თურქული მხარე კოორდინაციაშია რუსეთისა და უკრაინის სტრუქტურებთან.
უკრაინელი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი მაქს ლევინი კიევთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაქს ლევინი სამი კვირის წინ დაიკარგა კიევის რეგიონში, საბრძოლო ზონაში. პოლიციამ დაადასტურა, რომ ის გარდაიცვალა, იტყობინება LB.ua, სადაც ის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
ლევინი ადგილზე იმყოფებოდა თავის მეგობართან, ალექსეი ჩერნიშევთან ერთად, რომლის ბედი დღემდე უცნობია.
ლევინის დოკუმენტური პროექტების უმეტესობა უკრაინაში რუსეთის ომს ეხებოდა.
დაძაბული ვითარებაა ენერგოდარში, სადაც ოკუპანტებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს - ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მასალაში ჩანს, ადგილობრივები ქალაქის ცენტრში შეკრებილები, ისმის აფეთქების და სროლის ხმა. კადრებში ასევე კარგად ჩანს, როგორ გარბიან მშვიდობიანი მომიტინგეები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მოქალაქეებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მათთვის მიუღებელი მოწოდებები გაისმა. ადგილობრივები მტერს ენერგოდარისა და უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში ნაძარცვ ნივთებს სახლში აგზავნიან - ამის დამადასტურებელი კადრები ბელარუსის ფოსტის ერთ-ერთი განყოფილების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
ვიდეო მასალაში ჩანს ფოსტის ოფისში მყოფი რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც ნაძარცვი ნივთები დიდი პარკებით შეაქვთ და გასაგზავნ დოკუმენტაციას აფორმებენ.
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსეთის ომის მიუხედავად, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტს განიხილავს - ამის შესახებ Reuters იტყობინება.
რეპორტიორმა პაპს ჰკითხა: განიხილავს თუ არა უკრაინის პოლიტიკური და რელიგიური ხელისუფლების მიწვევას, რაზეც პაპმა ფრანცისკემ უპასუხა: "დიახ, ეს მაგიდაზეა". მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
გამოცემის ცნობით, ფრანცისკე უკრაინაში მიწვეულია პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს, უკრაინის ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, სვიატოსლავ შევჩუკისა და უკრაინის ელჩის ვატიკანში, ანდრეი იურაშის მიერ. პაპი ტელეფონით უკვე ესაუბრა ზელენსკისა და შევჩუკს.
უკრაინელი ჯარისკაცი ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რო ირპენში ჩეჩენი და ბელარუსი აგრესორები ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრნენ და ცოლ-ქმარს დღეების განმავლობაში საკუთარ სახლში აწამებდნენ.
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, ქალაქ ტავრიისკის მერი, ნიკოლაი რიზაკი გაიტაცეს. ინფორმაციას ქალაქის საკრებულო ავრცელებს.
დახმარების ახალ პაკეტში შედის:
სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
რუსმა ოკუპანტებმა ღამის განმავლობაში სარაკეტო იერიში სულ მცირე 12 უკრაინულ ქალაქზე მიიტანეს. განსაკუთრებით მძიმე იყო ღამე პოლტავის ოლქში, ასევე, კრივოი როგსა და დნეპრში.
ოკუპანტებმა დნეპრში დაბომბეს როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე სკოლები და მაღაზიები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ ქალაქში ხანძარს ამ დრომდე აქრობენ.
პოლტავაში აგრესორებმა 4 რაკეტა ჩამოაგდეს და ამ შემთხვევაშიც ის შენობები დაზიანდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ.
ირპენში რუსი ოკუპანტების შეიარაღებული აგრესიის შედეგად შენობების 50% განადგურებულია, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრ მარკუშინმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა მთავარი ამოცანა დაღუპულთა ცხედრების მოძიებაა. მარკუშინის თქმით, 200-მდე ადამიანი უკვე დაკრძალეს და მათ ახლობლებს შეატყობინეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთში წვევამდელებს იწვევენ ისე, თითქოს, ეს ტრადიციული ხასიათისაა, მაგრამ სინამდვილეში მათ პირდაპირ ომში აგზავნიან.
"სანქციები ნამდვილად მუშაობს და რუსეთს ნამდვილად ეშინია სანქციების. სანქციებს ისინი კომფორტის ზონიდან გამოჰყავს. ეს ანგრევს მათ ეკონომიკას. მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ როგორ მუშაობს სანქციები. ჩვენ ვაჩვენებთ და ვეუბნებით შეერთებულ შტატებსა და ევროპელ ლიდერებს, ყველამ ერთად და სწრაფად უნდა იმუშაოს. მათ უნდა ჰქონდეთ გავლენა ოლიგარქებზე, რუსეთის პრეზიდენტსა და ყველა პარტიაზე და ზოგადად ქვეყანაზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა, თუ აშშ-ს სურს წარმატებული მოლაპარაკებების წარმოება", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების მიუხედავად, საფრთხე კვლავ მაღალია.
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იქ სულ მცირე 8 აფეთქება მოხდა.
მათივე ინფორმაციით, "როგორც ჩანს, ამ დროისთვის სროლები დასრულებულია". მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
დამატებითი დეტალები და აფეთქებების ამსახველი ფოტო/ვიდეომასალა ამ დროისთვის არ ვრცელდება.
"უკრაინას ვაღიარებთ, როგორც ოფიციალურად და სწრაფად ევროკავშირის წევრობის კანდიდატად" - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლი საუბრობს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.
"უკრაინას ოფიციალურად და სწრაფად ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ვაღიარებთ. ამას ევროპარლამენტის სახელით გპირდებით. აგრეთვე, ჩვენ უკრაინას დავეხმარებით ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენაში", - ამბობს მეცოლა.
ამ წუთებში, ხარკოვის რაიონში, ხანძარი და აფეთქებებია. ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები თავიანთ ტელეგრამ არხებში ავრცელებენ.
დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებმა დღეს ორ მხარეს შორის ჯარისკაცების გაცვლა გამოიწვია, - განაცხადა უკრაინის დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ.
"თურქეთში მიღწეული შეთანხმებების წყალობით, დღეს ჩვენ მოვახერხეთ, ჯარისკაცების წარმატებული გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 86 ჩვენი სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება, მათგან 15 ქალია. ჩვენი სახელმწიფო ბოლომდე იბრძოლებს თითოეული მოქალაქისთვის!", - განაცხადა არახამიამ Telegram- ის არხში.
აშშ სანქციებს დამატებით 120 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას უწესებს. ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა გააფართოვა შეზღუდვები იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკის საჰაერო კოსმოსურ, საზღვაო, ასევე ელექტრონულ სფეროებს უკავშირდებიან.
"აშშ-ის მთავრობის განმარტებით, ამ ორგანიზაციების ქმედებები ეწინააღმდეგება ეროვნული უსაფრთხოების ან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს" - წერს დეპარტამენტი.
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ სულ მცირე 53 ისტორიული და რელიგიური ადგილი დაზიანდა - ინფრმაციას იუნესკო ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ეს მოიცავს 29 რელიგიურ ობიექტს, 16 ისტორიულ შენობას, 4 მუზეუმს და 4 ძეგლს.
იუნესკომ თავის მოძმე სააგენტოსთან UNITAR-თან ერთად (გაეროს სასწავლო და კვლევის ინსტიტუტი) შექმნა სისტემა უკრაინის უმთავრესი ადგილებისა და ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის მონიტორინგის სატელიტური გამოსახულების საშუალებით.
ყველაზე მეტი ზიანი მიადგა ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ხარკოვს 18 დაზიანებული ადგილით, მათ შორის ხარკოვის ეროვნული აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრი, ხარკოვის ხელოვნების მუზეუმი და დრობიცკის იარი ჰოლოკოსტის მემორიალი.
სიაში ასევე არის დრამატული თეატრი ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომელიც მარტში რუსეთის დაბომბვის შედეგად განადგურდა. ჩრდილოეთ ქალაქ ჩერნიგოვში, წმინდა ეკატერინეს ეკლესია, დახვეწილი ოქროს გუმბათოვანი ეკლესია ასევე დაზიანებულ ადგილებს შორისაა.
ჯერჯერობით, კიევის მთავარი ღირშესანიშნაობები დიდწილად უვნებლად გადარჩა, გამონაკლისია ეკლესია, ვოზნესენსკა ცერკვა, ამაღლების ეკლესია. ამასთან, უკრაინაში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის შვიდი ძეგლიდან არცერთი არ დაზიანებულა საომარი მოქმედებების შედეგად, იუნესკოს სიის მიხედვით.
მიკოლაევში, რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.
ცნობისთვის, სარაკეტო იერიში მიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა 29 მარტს განახორციელეს. თავდასხმისას შენობის ნაწილი განადგურდა.
1 აპრილი
საერთაშორისო წითელი ჯვრის გუნდმა მარიუპოლამდე ვერ მიაღწია და ქალაქში შესვლას ხვალ ისევ შეეცდება - CNN-ის ცნობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ჯგუფმა თქვა, რომ მათ ვერ შეძლეს ალყაში მოქცეულ ქალაქამდე მისვლა, რათა ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.
გუნდი ხვალ ალყაში მოქცეულ ქალაქში გამგზავრებას ისევ გეგმავს.
„ოპერაციის წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ შეთანხმებებს და უზრუნველყონ აუცილებელი პირობები და უსაფრთხოების გარანტიები“, - თქვა ICRC-მ.
გარდა ამისა, პარასკევს უკრაინის დონეცკის ოლქის სამხედრო გუბერნატორმა განაცხადა, რომ რუსული ძალები არ უშვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას ალყაში მოქცეულ მარიუპოლამდე. პავლო კირილენკომ თქვა, რომ ქალაქი რჩება ბლოკადაში და რომ რუსული ძალები "არ ასრულებენ დანაპირებს" დახმარების მიწოდების ნებართვაზე.
"მოლდოვა შეინარჩუნებს ნეიტრალურობას და არ შეუერთდება სანქციებს, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აწესებს" - ამბობს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ.
საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ თუ საქართველოს მაგალითზე იმსჯელებენ, მაშინ რუსეთი უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე შეთანხმებას არ შეასრულებს.
კელი ამბობს, რომ ასეთ დოკუმენტს საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთმა 2008 წელს მოაწერა ხელი, მაგრამ ამ დრომდე არ შეუსრულებია.
"თუ საქართველო ინდიკატორია, რუსეთი პატივს არ სცემს არანაირ შეთანხმებას უკრაინიდან ჯარის გაყვანის შესახებ. 2008 წელს მათ ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამშვიდობო შეთანხმებას ჯარების გაყვანის თანხმობით და 14 წლის შემდეგ კვლავ საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული", - წერს იან კელი.
გაცნობის ვებგვერდი Badoo რუსეთიდან და ბელარუსიდან გადის. ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს და წერს, რომ აპლიკაცია წაშალეს Apple Store-ში, Google Play Store-ში და Huawei AppGallery-დან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განუცხადა CNN-ს, რომ რუსული ჯარების გადაჯგუფება ხდება, რადგან „ისინი ვერ უძლებენ ზეწოლას“, გააგრძელონ უკრაინაზე თავდასხმა სამი ფრონტიდან.
კულებამ თქვა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება სამხედრო აქტივობის შემცირების შესახებ, კიევისა და ჩერნიგოვის ორ ფრონტზე იმ დროს მიიღეს, როდესაც უკრაინულმა ძალებმა მათი უკანდახევა კიევის ალყაში მყოფი სოფლებიდან და პატარა ქალაქებიდან წარმატებით დაიწყეს.
კულებამ თქვა, რომ ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო რეალისტური გახდა საკუთარი სამხედრო სტრატეგიის მიმართ.
მე მჯერა, რომ ის [პუტინი] უკვე გახდა უფრო რეალისტი, რადგან ვერ წარმომიდგენია, რომ რუსული ძალების გაყვანა უკრაინის ჩრდილოეთიდან მისი ბრძანებით არ ყოფილა. თუ ამ ბოლოდროინდელ მოქმედებებს ადამიანურ ენაზე ვთარგმნით, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მე არ მაქვს საკმარისი ძალა, რომ გავაგრძელო უკრაინაზე თავდასხმა ერთდროულად სამი მხრიდან. ასე რომ, მე უნდა გადავიტანო ჩემი სამხედრო ძალის ნაწილი სხვა მიმართულებით, რათა გავაძლიერო ჩემი ჯარი ამ მხარეში, - თქვა მან.
კულებამ თქვა, რომ ზოგიერთი რუსი სამხედრო გაერთიანება უკან იხევს ბელორუსის ტერიტორიაზე, მაგრამ ამავე დროს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი კვლავ უყურებს დონბასს, როგორც "ადვილად ხელმისაწვდომ ნადავლს".
"ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად მნიშვვნელოვანი ნაბიჯია. მადლობელი ვარ, რომ სინათლის მხარეს ხართ და უკრაინისთვის კარგი გსურთ. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ", - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას უკრაინაში ვიზიტს.
რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული ყირიმიდან ოდესის რეგიონის მიმართულებით 3 რაკეტა გაისროლეს - ინფორმაციას ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკო ავრცელებს.
ამბობს, რომ არის მსხვერპლი, თუმცა, რამდენი ადამიანია გარდაცვლილი და დაშავებული, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში წასვლას აპირებს. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა, თუმცა, როდის აპირებს ის გამგზავრებას, ჯერჯერობით უცნობია.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაციის“ ფარგლებში რუსეთის დახმარებას გააგრძელებს.
„უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია ყველასთვის, ვინც თავს რუსად მიიჩნევს. რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა, ეს ასევე ჩვენი ოპერაციაა, ჩვენ ერთიანები ვართ", - თქვა მან "რასია 24"-ის ეთერში.
გერმანია უკრაინას 56 საბრძოლო ტანკს გადასცემს- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა. ტანკები არის Pbv 501 ტიპის, რომელიც ცივი ომის დროს შეიქმნა.
„ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც NATO არის სოლიდარული უკრაინასთან და მეორე მხრივ, არის რუსეთი, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ მისთვის წითელი ხაზები არ არსებობს...ჩვენ მხარს ვუჭერთ გერმანიიდან იარაღის მიწოდებას, რომელიც წარსულში არ გაგვიკეთებია, რადგან რეალობა ასე სასტიკად შეიცვალა”,- თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.
ყაზახეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არ ცნობს ყირიმს როგორც რუსეთის ნაწილად და დაიცავს გაეროს გადაწყვეტილებებს ამ საკითხებზე - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, ტიმურ სულეიმენოვმა.
მისი თქმით, ყაზახეთი არ იქნება იარაღი, რომლის მეშვეობით რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას შეძლებს. ჩვენ დავიცვათ სანქციების მოქმედების წესებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კავშირი რუსეთთან, ბელორუსსა და სხვა ქვეყნებთან, ჩვენ ვართ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვინდა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები ყაზახეთის მიმართაც იყოს გამოყენებული...რა თქმა უნდა, რუსეთს სურდა, რომ მათ მხარეს ვყოფილიყავით. მაგრამ ყაზახეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარეთ და არ ვაღიარებთ არც ყირიმთან და არც დონბასთან არსებულ ვითარებას, რადგან ისინი არ არიან აღიარებული გაეროს მიერ.",- თქვა მან.
სულეიმანოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა შემოიღო კანონი, რომელიც კრძალავს სიტყვას- „ომი“ და უკრაინაში შეჭრას სპეცოპერაციას ეძახის. მაგრამ "ყაზახეთში ჩვენ მას ისე ვუწოდებთ, როგორც არის".
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ნებისმიერი რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანების შესახებ იქნება უკანონო - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში:
"ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ნებისმიერი რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანების შესახებ იქნება უკანონო და ბათილი. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას." ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ბრალდებას, რომ უკრაინა კავშირშია ბელგოროდის ნავთობის საცავში გაჩენილ ხანძრებში, თავდაცვის სამინისტრო პასუხობს. უწყების სპიკერი, ალექსანდრე მოტუზიანიკა ამბობს, რომ უკრაინა არ აგებს პასუხს იმაზე, რაც რუსეთში ხდება
„მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის სახელმწიფო უკრაინის ტერიტორიაზე რუსული შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად თავდაცვით ოპერაციას ახორციელებს და ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა პასუხისმგებელი უნდა იყოს ყველა არასწორ გათვლებზე და ყველა კატასტროფაზე, ყველა მოვლენაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციაში. ”- თქვა მან
რუსეთის მტკიცებით, ბელგოროდის ნავთობბაზაზე ხანძარი უკრაინული ვერტმფრენების იერიშის შედეგად გაჩნდა.
ემანუელ მაკრონი, ელისეის სასახლეში, მელიტოპოლის მერს, ივან ფიოდოროვს შეხვდა, რომელიც რუს ოკუპანტებს 5 დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ.
"რთული წარმოსადგენია, რა გადაიტანა რუსეთის არმიის მიერ გატაცებულმა მელიტოპოლის მერმა. ახლა ის თავისუფალია და მისი ამბავი მოვისმინეთ. ის განსაცვიფრებელია. მას და მასთან ერთად მყოფ რადას დეპუტატებს აღფრთოვანება და თანადგომა გამოვუცხადე. უკრაინის გვერდით ვართ მტკიცედ და ბოლომდე", - წერს მაკრონი.
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი საუბრობს და ბელგოროდში მომხდარი აფეთქების შესახებ საუბრობს.
არესტოვიჩი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ უკრაინა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად თავდაცვით ოპერაციას ახორციელებს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა პასუხისმგებელია ყველა არასწორ გათვლაზე, კატასტროფასა და მოვლენაზე, რომელიც რუსეთში ხდება.
რა მინდა გითხრათ ბელგოროდის შესახებ:
1. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყენებს მოქმედების ყველა მეთოდს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის ხელშეუხებლობის, ჩვენი მშვიდობისა და სიმშვიდის დაცვის მიზნით.
2. ჩვენ ვაწარმოებთ საბრძოლო და თავდაცვით ოპერაციებს ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.
არესტოვიჩის თქმით, როგორც ჩანს, მასაც სურს, გაიგონ, რა მოხდა ბელგოროდში: "იქნებ ვინმემ არასწორ ადგილას მოწია, შესაძლოა, რუსი სამხედროები საბოტაჟს უწყობენ ბრძანებებს და მათ არ სურთ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა",- ამბობს ის.
უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემისთვის ფულადი ჯილდო დააწესა - ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ინიციატივის ავტორები რუსული სამხედრო ტექნიკის სანაცვლოდ, თანხის გადახდას როგორც უკრაინის მოქალაქეებს, ასევე რუს სამხედროებს სთავაზობენ.
გადაცემული აღჭურვილობისთვის ანაზღაურების შემდეგი ოდენობები დგინდება:
აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად უმაღლესმა რადამ 30 მარტს მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, დღეს, 1 აპრილს, ზაპოროჟიეს ოლქში ტყვეები გაცვალეს. გათავისუფლებულია 86 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ოკუპანტებს ჰყავდათ დაკავებული. მათ შორისაა 15 ქალი.
გათავისუფლებული ჯარისკაცები უკვე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.
ტიმოშენკოს გაცვლის დეტალებზე არ უსაუბრია და უცნობია, რამდენი რუსი ოკუპანტი გაცვალეს უკრაინელ ჯარისკაცებზე.
მარიუპოლის ინფრასტრუქტურის აღდგენას, მინიმუმ 10 მილიარდი დოლარი დასჭირდება - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
მერი წერს, რომ საკრებულომ სპეციალური კომისია შექმნა, სადაც აგრესორის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე იქნას წარდგენილი.
"მარიუპოლის აღსადგენად მინიმუმ 10მილიარდი დოლარი იქნება საჭირო. ეს არის წინასწარი შეფასებით გამოთვლილი თანხა, რომელიც საპორტო ქალაქის აღდგენას დასჭირდა. ამისთვის მარიუპოლის საკრებულომ სპეციალური კომისია შექმნა. აგრესორის მიერ ჩადენილი ყოველი დანაშაული, მკვლელობა, ნგრევა დაფიქსირებული და წარდგენილი უნდა იყოს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. სამხედრო დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ჩვენ ამჟამად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან და დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციასთან, რათა მივიღოთ რუსეთისგან, არა მხოლოდ რეპარაციები ჩვენი საყვარელი მარიუპოლის სრული რეკონსტრუქციისთვის, არამედ მსხვილი გადასახადები მარიუპოლის ყველა მაცხოვრებლისთვის ტანჯვისა და ზიანისთვის." - წერს ვადიმ ბოიჩენკო
ლვოვის რეგიონში ახალი გაზის საბადო აღმოაჩინეს - ამის შესახებ ლვოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი საკუთარ ტელეგრამის არხში წერს.
"გახსოვთ გუშინდელი ხმები, აფეთქებების მსგავსი, რის გამოც ლვოვის რეგიონში ბევრს არ ეძინა შუაღამისას? დღეს უკვე შემიძლია ვთქვა: ეს არის ხმები, რომლითაც რუსული გაზი გაჰყვება მათი გემის კურსს.
ოფიციალურად: ლვოვის რეგიონში ახალი გაზის საბადო გაიხსნა! ახლა ჩვენ მხოლოდ გავზრდით წარმოებას!",- წერს ის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება ვარშავაში პოლონელ კოლეგებს შეხვდა, სადაც მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია იყო.
მინისტრმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, მარიუპოლიდან და კიევის ოლქიდან გატაცებული ადამიანების შესახებ, რომლებიც რუსმა სამხედროებმა, როგორც ანექსირებული ყირიმის, ასევე რუსეთის ტერიტორიებზე გადაიყვანეს.
კულებამ მადლობა გადაუხადა პოლონეთს, მხარდაჭერისა და უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის.
რუსი პროპაგანდისტი ანდრეი ბაბიცკი ოკუპირებულ დონეცკში გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, ბაბიცკი გასულ ღამეს, საკუთარ ბინაში გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის მიზეზი უცნობია.
1990-იან წლებში ბაბიცკი რადიო თავისუფლების კორესპონდენტად მუშაობდა. ევრომაიდნის შემდეგ კი მან ღიად დაუჭირა მხარი რუსეთს, მის საოკუპაციო პოლიტიკასა და ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას.
2014 წლის შემდეგ ის სწორედ ოკუპირებულ დონეცკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც აქტიურად ეწეოდა რუსულ პროპაგანდას.
ბაბიცკი 58 წლის იყო.
რუსეთის ჯარებმა იზიუმი აიღეს - ამის შესახებ BBC უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები აკონტროლებენ ქალაქ იზიუმს, ხარკოვის რეგიონის ცენტრს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იზიუმის აღების შესახებ 24 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ შემდეგ იზიუმის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდებოდა.
ცნობისთვის, იზიუმის მოსახლეობა მხოლოდ 50 ათასი ადამიანია, მაგრამ ქალაქი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია.
აჭარამ შესაძლოა დატოვოს საქართველო, ისევე როგორც ეს გააკეთა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა - პარტია "ედინაია რასიას" საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსმა სენატორმა, ანდრეი კლიმოვმა აჭარის საქართველოდან გამოყოფაზე ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა
ოკუპანტები სამხედრო შეიარაღების კოლონების გადაადგილებისას უკრაინელ ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებენ - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევები დაფიქსირდა სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს რეგიონებში. ბავშვების ტყვედ აყვანა ოკუპანტებისთვის გარანტიაა, რომ მოსახლეობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და შესაბამის სამსახურებს მათი გადაადგილების კოორდინატებს არ მიაწვდის.
"ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ნოვი ბიკოვში (ჩერნიგოვის რეგიონი). რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი ბავშვები მძევლად აიყვანეს და სატვირთოებში ჩასვეს. ამ ქმედებების მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ სამხედრო აღჭურვილობის კოლონას გადაადგილებაში ხელი არ შეეშლება" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინული მხარე ბავშვების ცოცხალ ფარად გამოყენების შემთხვევებს საერთაშორისო სასამართლოებს აცნობებს.
უფროსი სერჟანტი რუსეთის ქალაქ ულან-უდედან უკრაინაში "სპეციალური ოპერაციის დროს" გარდაიცვალა - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო საკუთარ ტელეგრამის არხში ავრცელებს ინფორმაციას.
"დეტალები: უფროსი სერჟანტი ოდოევ ბულატი, დაბადებული 1986 წელს, კონტრაქტით მსახურობდა მე-5 პანცერის არმიაში აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 36-ე არმიაში. მას ეკონომისტის დიპლომი ჰქონდა"- წერს გერაშენკო.
ცნობისთვის, ბულატ ოდოევის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დღეს რუსულმა მედიამაც გაავრცელა.
უკრაინულმა არმიამ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქების 30-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ბუჩა და ჰოსტომელი გაათავისუფლა. შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა პოზიციები თითქმის უბრძოლველად დათმეს. დატოვეს სამხედრო ტექნიკა, არ წაიყვანეს არც დაშავებული რუსები.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჰოსტომელი გათავისუფლებულია, მტერმა ქალაქი თითქმის უბრძოლველად დატოვა, თუმცა სერიოზული დანაკარგები აქვს ტექნიკასთან ერთად, დაჭრილი თანამებრძოლები დატოვეს, ამის დადასტურების არაერთი ფაქტი არსებობს, ამ წუთას მტერი ქალაქში საერთოდ არ არის. შემოსვლის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა შესაბამისად უპასუხეს." - ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი
მარიუპოლიდან ევაკუაცია მიმდინარეობს. ქალაქი საბჭოს ინფორმაციით, ბლოკადაში მყოფი ქალაქიდან 2 000 -მდე ადამიანი გაჰყავთ. ევაკუაცია წითელ ჯვრის დახმარებით, 42 ავტობუსით ხდება. ხალხს უკრაინული მხარის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპოროჟიეში გადაიყვანენ.
ცნობისთვის, მარიუპოლი ორ კვირაზე მეტია რუსეთის ალყაშია და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.
ნიდერლანდების მთავრობამ თითქმის 516 მილიონი ევროს რუსული აქტივები გაყინა - ინფორმაციას, უკრაინული მედია, წარმომადგენელთა პალატაში გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქტივების გაყინვის გარდა, ნიდერლანდებმა 154 მილიონზე მეტი რუსული ტრანზაქცია დაბლოკა.
"თითქმის 516 მილიონი ევროს რუსული აქტივები და კონტრაქტები გაყინულია ნიდერლანდებში. ეს ეხება რუსულ ბანკებთან, საპენსიო ფონდებთან და საინვესტიციო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ურთიერთობას. გარდა ამისა, დაბლოკილია 154 მილიონზე მეტი ტრანზაქცია." - წერია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას არ შეუძლია, დაადასტუროს ან უარყოს უკრაინის სავარაუდო მონაწილეობა რუსეთში, ბელგოროდის ნავთობის საცავში გაჩენილ ხანძარზე, რადგან ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
ამ თემაზე მან კითხვას პოლონეთში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა და თქვა - "მე არ შემიძლია არც დავადასტურო და არც უარვყო მტკიცება, რომ უკრაინა იყო ამაში ჩართული იმიტომ, რომ მე არ ვფლობ მთელ სამხედრო ინფორმაციას".
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში რუსი ოკუპანტებისგან 28 დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დასახლებების ნაწილი ოკუპირებული იყო ქვეყანაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან.
პოლისიას მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს კონტროლის დამყარება დემიდივის, დიმერის, ლიტვინივკას, გავრილივკას, კოზაროვიჩის, ჟოვტნევის, გლიბივკას, იასნოგოროდკას, ტალაკუნის, სუხოლუჩას, ლიპივკას, გავრონშჩინის, მაკოვიშეს, მიკოლაივკას, ხმილნას დასახლებებზე.
საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქისა და ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობრის, ალიშერ უსმანოვის ორი ვერტმფრენი დააპატიმრა, რომელთა ღირებულება 26 მილიონი დოლარია.
ერთ-ერთი მათგანი საფრანგეთის ქალაქ ლე კასტელში დააკავეს, მეორე კი მონტე-კარლოში. 28 თებერვალს ევროკავშირმა უსმანოვი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, მონაკო კი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა და რუსი ოლიგარქების კუთვნილი აქტივები გაყინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ უკვე არსებობს გარკვეული წინსვლა.
"სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია, მართალია ეს საბოლოო შედეგი არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა, უკრაინის უბლოკო და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე, ასევე ნატოში გაწევრიანების გარეშე უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე მზაობა განაცხადეს, პროგრესია. ამასთან პროგრესია, უკრაინელი კოლეგის მხრიდან, ყირიმსა და დონბასთან მიმართებაში იმის აღიარება, რომ ეს საკითხი საბოლოოდ დაიხურა." - ამბობს სერგეი ლავროვი
უკრაინის შეიარაღებული ძალების ორმა ვერტმფრენმა ბელგოროდში ორი საჰაერო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ქალაქის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა - ნათქვამია რუსული სამთავრობო მედია "ტასის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 8 რეზერვუარს მოედო ცეცხლი.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. პირველი კადრები რუსულმა მხარემ გამოაქვეყნა.
Daily Beast-ი წერს, რომ რუსი სამხედროები, რომლებმაც ჩერნობილის დახურულ ზონაში, ე.წ. წითელ ტყეში, რომლის ნიადაგიც რადიაციითაა დაბინძურებული, სანგრების გათხრის შემდეგ, თავადაც მოიწამლნენ. გამოცემის ცნობით, მოწამლული ოკუპანტები ახლა მწვავე რადიაციული ავადმყოფობის გამო, ბელარუსში, სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.
ივან ფიოდოროვმა ოკუპანტების მიერ დანიშნულ "მერს", გალინა დანილჩენკოს მიმართა და თქვა, რომ უკრაინელი ბავშვების დატყვევებას ვერავინ შეძლებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) აცხადებს, რომ უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირების მიერ "უმაღლეს დონეზე" დამტკიცდა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. მხარეები სტამბულში გამართული მოლაპარაკებების დროს განხილული საკითხების შესახებ იმსჯელებენ. ცნობილია რომ რუსულმა მხარემ დღეს უკრაინელების მიერ გაგზავნილი მოთხოვნების შესახებ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
დონეცკში, ჭურვის აფეთქების შედეგად, აფხაზეთიდან უკრაინაში წასული მოხალისე დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ კუტოლის მკვიდრი ახრა კირკინაძე. აფეთქება კი ხუთშაბათს, 31 მარტს მოხდა. სოფლის ხელმძღვანელის, ვახტანგ კვარაცხელიას ინფორმაციით, კირკინაძესთან ერთად, ოსი და რუსი სამხედროებიც ემსხვერპლნენ აფეთქებას.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სტუდენტი მოკლეს. მეორე კურსელ გოგონას ჩერნიგოვში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა, რა დროსაც მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდს.
ლატვიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული სიმბოლო "Z"-ის საჯარო გამოყენების აკრძალვას და განაცხადა, რომ ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდასაჭერად გამოიყენება.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, სიმბოლოს ჩვენება, სამხედრო აგრესიისა და ომის დანაშაულის გასამართლებლად ფიზიკური პირებისთვის დაისჯება 350 ევრომდე ჯარიმით, ხოლო კომპანიებისთვის 2 900 ევრომდე.
ახალი კანონმდებლობა ასევე გავრცელდება ასო "V"-ზეც, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ომთან დაკავშირებით იყენებს.
"მარიუპოლის დაცვის თითოეული დღე, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად გვიჯდება. ბრძოლების დროს დაჭრილი ჯარისკაცი ისევ საბრძოლველად მიდის, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ ვიბრძოლოთ", - ამბობს ვიდეო მიმართვაში, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი.
მისივე თქმით, ქალაქის კრემლის ალყიდან დახსნის ოპერაცია ისტორიაში შევა.
კრემლის ჯარმა აღმოსავლეთ უკრაინაში სულ მცირე 6 მარცვლეულის საწყობი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას, Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კრემლის ეს ქმედება გავლენას ახდენს სურსათის გლობალურ მიწოდებაზე.
"მარტის ბოლოსთვის, სულ მცირე ექვსი მარცვლეულის შესანახი ობიექტი დაზიანდა ამ თავდასხმების შედეგად... რუსეთის მიერ ამ მარცვლეულის სილოსების დაუფიქრებელი დაზიანება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს პუტინის ომი უშუალოდ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე და როგორ ემუქრება სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში" - ამბობს აშშ-ის წარმომადგენელი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ინდოეთს ერთდროულად სტუმრობენ. ორივე მხარე დელისთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს.
ბრიტანეთი ინდოეთს მოუწოდებს, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად დაუპირისპირდეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეამციროს ქვეყნის დამოკიდებულება მოსკოვზე. ლავროვი, რომელიც დღეს ინდოეთის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება, სავარაუდოდ, მოუწოდებს დელის შეიძინოს მეტი რუსული ნავთობი და გაზი, გვერდი აუაროს დასავლეთის სანქციებს.
რუსეთი სურსათს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის- აცხადებს დიმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე.
მედვედევი წერს, რომ რუსეთი არ ვაჭრობს საკვებს არამეგობრულ ქვეყნებთან და იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის სია, რომელიც კრემლმა 2014 წელს დაამტკიცა, შესაძლოა გაფართოვდეს
ბროვარის მერის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა თითქმის მთლიანად დატოვეს კიევის ოლქის ბროვარის რაიონი. იგორ საპოჟკოს განცხადებით, უახლოეს მომავალში დაიწყება დასუფთავება და განაღმვითი სამუშაოები.
მერის ინფორმაციით, ბროვარში ბევრი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ საცხოვრებელ სახლებს და ეტაპობრივად აღდგება საჭირო სამოქალაქო ობიექტების მუშაობაც.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 153 ბავშვი დაიღუპა, 245-ზე მეტი კი დაიჭრა.
უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 73, დონეცკის ოლქში - 65, ხარკოვის ოლქში - 53, ჩერნიგოვის ოლქში - 43, მიკოლაევის ოლქში - 30, ლუგანსკის ოლქში - 31, ზაპოროჟიეს ოლქში - 22, ხერსონის ოლქში - 29, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
ოკუპანტების თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 859 სასწავლო დაწესებულება, აქედან 83 მთლიანად განადგურდა.
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, ნავთობის საცავში საწვავის რვა ავზი იწვის და ცეცხლის კიდევ რვაზე გავრცელების საფრთხე არსებობს. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია RIA Novosti ავრცელებს.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 170-ზე მეტი მაშველი და 50 ერთეული ტექნიკა მუშაობს. მიმდებარე ქუჩებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში მუშაობას წყვეტს. ეუთოში ამბობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგობის გამო, ქვეყანაში მათი სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მისია თამაშობდა გადამწყვეტ როლს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე, დაუღალავად მუშაობდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ვლადიმერ პუტინი არის ადამიანი გალიაში, რომელიც თავად ააშენა - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა Sky news-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი "ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყანა" გახდა. მინისტრის ინფორმაციით, საერთაშორისო მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი სამხედრო აღჭურვილობისა და "ლეტალური დახმარების", მათ შორის ჯავშანტექნიკის, შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.
მიკოლაევში, რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 23 ადამიანი ნანგრევებიდან ამოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, 1 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.
ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ჯავშანტექნიკას გაუგზავნის. პრემიერმინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს მიმართა.
მან პოლიტიკოსებს უთხრა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება უკიდურესად სჭირდებოდა.
მანქანების რაოდენობა ზუსტად არაა ცნობილი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა კიევში მიემგზავრება. ამის შესახებ მან პოსტი ხუთშაბათს Twitter-ზე გამოაქვეყნა.
მისი მოგზაურობის დეტალები და ასევე ის, თუ ვის შეხვდება კიევში, არ ხმაურდება უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
კვირის დასაწყისში მეცოლამ თქვა, რომ ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
რუსეთში, ბელგოროდში ნავთობის საცავი იწვის. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხანძარი მასშტაბურია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.
ქალაქის გუბერნატორი ნავთობის საცავზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ხანძარი, რომელიც პარასკევს დილით გაჩნდა, ორი უკრაინული შვეულმფრენის საჰაერო დარტყმამ გამოიწვია.
ხუთშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მორიგი ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც უწყების პრესსპიკერი, ნედ პრაისი უძღვებოდა.
ბრიფინგზე კითხვები დასვა "მთავარი არხის" ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტმა, დემნა დევდარიანმა. ის დაინტერესდა, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო დეპარტამენტი და თუ განიხილება შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მხრიდან რეგიონის ქვეყნების მიმართ პარალელური სცენარების განვითარების შესაძლებლობები.
შეკითხვის პასუხად, ნედ პრაისმა თქვა, რომ შეერთებული შტატები აქტიურად აკვირდება მოცემულ ვითარებას და განვითარების გეგმას ყველა შესაძლო სცენარისათვის ამუშავებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ გენერალს ღალატისთვის სამხედრო წოდება ჩამოართვა.
ესენი არიან: უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ანდრეი ნაუმოვი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ხერსონის ოლქში, სერგეი კრივორუჩკო.
რუსი ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან გავიდნენ. ინფორმაციას უკრანული მედიასაშუალებები სახელმწიფო სტრუქტურაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
"განახლებული ინფორმაცია: ამ დროისთვის, ჩერნობილის ატომური სადგურის ტერიტორიაზე უცხო პირები არ არიან", - წერია განცხადებაში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი რუსეთში, თვითიზოლაციაშია და შესაძლოა, ზოგიერთი მრჩეველი გაათავისუფლა ან შინაპატიმრობაში გადაიყვანა.
"როგორც ჩანს, ის თვითიზოლაციაშია გადასული და არის გარკვეული მინიშნებები, რომ მან სამსახურიდან გაათავისუფლა ან შინაპატიმრობაში გადაიყვანა რამდენიმე თავისი მრჩეველი" - თქვა ბაიდენმა, თუმცა, Reuters-ის ცნობით, მას ამის მტკიცებულებები არ მოუყვანია.
"მაგრამ, მე არ მინდა, ამ ეტაპზე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა მივანიჭო" - განაცხადა ბაიდენმა.
31 მარტი
როსკომნადზორი Wikipedia-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას აპირებს. უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ პლატფორმაზე არსებული ინფორმაცია რუსეთის მოსახლეობის დეზინფორმაციისკენაა მიმართული.
"პლატფორმაზე არსებული ინფორმაცია, რომელიც "უკრაინაში, რუსეთის სამხედრო ოპერაციას" შეეხება, რუსეთის მოსახლეობის დეზინფორმაციისკენაა მიმართული", - ამბობენ უწყებაში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მადლობას უხდის. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:
"მორიგი საუბარი მქონდა ნამდვილ მეგობართან, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. აღვნიშნე
სტამბოლში, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზების მაღალი დონე. მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით. მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი" - წერს ზელენსკი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ჩერნიგოვის ორი დასახლება - ლუკაშევკა და სლობოდა გაათავისუფლა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყება წერს, რომ ამ დროისთვის ტერიტორია რუსების მიერ დატოვებული ნაღმებისგან იწმინდება.
მათივე ცნობით, ოპერაცია ოპერატიულმა სარდლობამ - "ჩრდილოეთი" ჩაატარა.
დონბასელი სეპარატისტების ლიდერმა მარიუპოლში ადმინისტრაციის შექმნა გადაწყვიტა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"გადავწყვიტე, შევქმნა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადგილობრივი ადმინისტრაცია - ქალაქ მარიუპოლის ადმინისტრაცია" - ნათქვამია დენის პუშილინის განკარგულებაში.
ის ასევე წერს, რომ მარიუპოლის ადმინისტრაცია იქმნება იმისთვის, რომ უზრუნველყოს კანონი, წესრიგი და ნორმალური ცხოვრება.
უკვე ცნობილია, რომ მარიუპოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დაევალა შეიმუშაოს დებულება ახალი სამთავრობო ორგანოს, მისი სტრუქტურისა და აპარატის შესახებ და უზრუნველყოს ადმინისტრაციის სახელმწიფო რეგისტრაცია.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები უახლოეს პერიოდში საჰაერო თავდასხმებს კიევზე, ჩერნიგოვზე, იზიუმსა და დონბასზე განახორციელებენ - ინფორმაციას CNN აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ რუსულმა არმიამ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამხედრო ავიაციის ფრენის რაოდენობა გაზარდა და ის 300-ს აღემატებოდა. მათივე ცნობით, კიევი საჰაერო თავდასხმების მაღალი რისკის ქვეშ რჩება.
თვეზე მეტია ამ საშინელ რეალობაში ვცხოვრობთ. ზოგჯერ ყველაფერი, რასაც განვიცდით, კოშმარი მგონია, მინდა გავიღვიძო, მაგრამ ეს შემზარავი რეალობაა - უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში ომის 1 თვეზე და იმ ახალ და ურთულეს რეალობაზე საუბრობს, რომელში ცხოვრებაც მასა და მის შვილებს უკრაინელ ხალხთან ერთად უწევთ.
ოლენა ზელენსკა ამბობს, რომ მის მეუღლეზე ზეწოლას ოკუპანტი ოჯახზე მუქარით ცდილობს და ნამდვილი "ნადირობა" აქვთ გამოცხადებული, თუმცა უკრაინის პირველი ლედი ამ საშიშროების ფონზე საუბრობს იმ დანაშაულებებზე, რომლებიც ოკუპანტებმა ჩაიდინეს:
"რამდენი დაუცველი ბავშვი დაიღუპა, ოჯახები გაანადგურეს, უიარაღო უკრაინელები დახვრიტეს. რუსებს უნდათ ჩემს მეუღლეზე ზეწოლა ოჯახის მუქარით. გეგმა რეალურია, ამიტომ ჩვენი უსაფრთხოება გაძლიერებულია.
ამიტომ მაწუხებს ყველაზე მეტად მარიუპოლის, ხარკოვის, ირპენისა და კიევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქის მცხოვრებლები. მრავალი დღეა მათ არ აქვთ საჭმელი და სასმელი. სარდაფებიდან ვერ გამოდიან, რადგან ქუჩაში დახვრეტენ. მეშინია მარიუპოლელი დედის დღიური წავიკითხო, როცა ის შვილს სწერს: „ერთი დღე მაქვს დარჩენილი" - ამბობს ოლენა ზელენსკა.
ოლენა ზელენსკას თქმით, ყველაზე მთავარი, რაც უკრაინელებს ამ ომში ეხმარება, ესაა ჯარის, ქვეყნის სიყვარულისა და გამარჯვების იმედი და რწმენა:
საშინელებაა, რომ ბავშვებთან მოგზაურობაზე, TikTok-ზე ან სასკოლო დავალებაზე ლაპარაკის ნაცვლად, ბომბებზე, რაკეტებსა და თავისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ. შემაძრწუნებელია, რომ ბავშვებს უწევთ სირენების ხმაზე გაღვიძება და ბუნკერებში თავის შეფარება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ავუხსნათ რა ხდება.
ჩვენი უფროსი შვილი, ჩვენი ქალიშვილი, დამოუკიდებლად ეძებს ინფორმაციას და ყველაფერი ისე კარგად ესმის, როგორც მე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება. ჩვენი უმცროსი შვილიც ხვდება, რომ უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის. ის ომზე ხატავს, ეს საშინელებაა. ვისურვებდი, რომ სხვა რამე დახატოს. ვოცნებობ დღეზე, როდესაც ის კვლავ ბეტმენისა და სპაიდერმენის დახატვას დაუბრუნდება...
მათ არ დაუსვამთ ზედმეტი კითხვები და გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ ძალიან სწრაფად. ეძინათ რამდენიმე დღე ტანსაცმლით. ერთ ღამეს იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ საჰაერო განგაშის ხმაზე მეძინა. ჩემმა შვილმა ძალიან მშვიდად გამაღვიძა და მითხრა: "დედა, ისევ სარდაფში უნდა დავბრუნდეთ. გაიღვიძე, შეგიძლია მოგვიანებით დაიძინო" ამბობს ოლენა ზელენსკა
ოლენა ზელენსკა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის საფრანგეთის პირველ ლედის ბრიჯიტ მაკრონსა და პოლონეთის პირველ ლედის აგატა დუდას.
"იმისათვის, რომ ასეთ დროს ყველამ სუფთა სინდისით დაიძინოს, თქვენ უნდა იმოქმედოთ!" ამბობს ის.
დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას, რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად უფრო მეტ ლეტალურ იარაღს გაუგზავნის. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით გამოცემა Reuters
ავრცელებს.
"დღევანდელი დღის შედეგად, უკრაინაში დახმარების სახით, უფრო მეტი ლეტალური იარაღი გაიგზავნება. ახალი იდეით რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა, არის მეტი ფულის გადაცემის დაპირებაც" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საბრძოლო მასალასა და ანტისაზენიტო იარაღს.
რუსული საოკუპაციო ძალები აპირებენ დატოვონ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და ქალაქი სლავუტიჩი - ინფორმაციას უკრაინული მედია Energoatom-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დასტურდება, რომ ოკუპანტების 2 კოლონა უკვე დაიძრა ბელარუსის ტერიტორიისკენ, თუმცა ამ დროისათვის დახურულ ზონაში, ჯერ კიდევ რჩებიან მცირე რაოდენობით სამხედროები.
ასევე, უწყების ცნობით, დადასტურდა ინფორმაცია სიმაგრეებისა და თხრილების შესახებ, რომლებიც ოკუპანტებმა ააშენეს უშუალოდ ე.წ. წითელ ტყეში - ყველაზე დაბინძურებულ და რადიაციულ ზონაში.
„დადასტურდა, რომ ოკუპანტებმა, რომლებმაც დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და სხვა ობიექტები გამორიცხულ ზონაში, ორ სვეტად გაემართნენ უკრაინის საზღვრისკენ ბელორუსის რესპუბლიკასთან. რომ ჯერ კიდევ არის მცირე რაოდენობის „რასისტები“ სადგური.
ასევე, უწყების ცნობით, დადასტურდა ინფორმაცია სიმაგრეებისა და თხრილების შესახებ, რომლებიც ოკუპანტებმა ააშენეს უშუალოდ ე.წ. წითელ ტყეში - ყველაზე დაბინძურებულ და რადიაციულ ზონაში.
გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ რუსი სამხედროების კოლონა, რომლებიც იდგნენ ქალაქ სლავუტიჩში, ამჟამად ბელარუსისკენ გადასასვლელად ემზადებიან.
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის მახლობლად მოხალისეების კოლონა დაცხრილეს. უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, მტრის სამიზნე 5 ავტობუსი გახდა. დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 ადამიანი.
დენისოვას განცხადებით, რუსები ჰუმანიტარული დერეფნებით, ჩერნიგოვიდან მოქალაქეებს გასვლის საშუალებას არ აძლევენ და ათიათასობით ადამიანი ფაქტობრივად მძევლადაა აყვანილი საჭმლის, წყლისა და გათბობის გარეშე.
მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლის საერთაშორისო ქარტიის მე-7 და მე-8 მუხლების მიხედვით, რუსეთის ჯარების კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაულია - ამბობს დენისოვა და გაეროს მიმართავს, რომ რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებისას, გაითვალისწინოს ყველა ფაქტი.
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას არამეგობრულ ქვეყნებთან გაზით ვაჭრობის შესახებ - განკარგულება გულისხმობს, რომ "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს რუსულ რუბლში მიყიდიან, ხოლო თუ ეს ქვეყნები ხვალ, 1-ლი აპრილიდან რუბლებით არ გადაიხდიან საფასურს, არსებული კონტრაქტები გაუქმდება.
რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად, მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, საზღვარგარეთ რუსული აქტივების გაყინვამ აჩვენა, რომ დასავლეთი თავის ფინანსურ სისტემას "იარაღად იყენებს".
პუტინმა დასავლეთის სანქციებს რუსეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი უწოდა "ფაქტობრივად, ეს არის სანქციები ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის უფლებისთვის, რუსეთის უფლებისთვის. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვინდა ვიცეკვოთ სხვის ხმაზე, გავწიროთ ჩვენი ინტერესები და ტრადიციული ღირებულებები" - თქვა პუტინმა საავიაციო ტრანსპორტისა და მრეწველობის განვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიომ რუსეთს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესა. სანქცირებულები არიან როგორც პუტინი და რუსეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ისე ოლიგარქები და კრემლის პროპაგანდისტები.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე არ კონტროლდება - ინფორმაციას უკრაინის სტრატკომი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ რადიაციის დონის დაკვირვება შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში, თუმცა ახლა მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ რადიაციული დაბინძურების დონის ცოდნა შეუძლებელია.
"ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციული დაბინძურების დონის მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს... ადრე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე, რადიაციის დონის დაკვირვება შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში, მაგრამ ბოლო მონიტორინგის სისტემა 25 მარტს მუშაობდა, მაშინ რადიაციის დონემ ნორმას შვიდჯერ გადააჭარბა. ამჟამად მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ რადიაციული დაბინძურების დონის გარკვევა შეუძლებელია", - წერია განცხადებაში
"მატარებელში გვაჩვენეს, როგორ დავშალოთ და ავაწყოთ ავტომატი... იარაღის უმეტესობა ჟანგიანია" - უკრაინული მედიით ვრცელდება ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროების აღიარებები, სადაც დონეცკიდან მოტყუებით წაყვანილი სტუდენტები, რუსულ ჯარში არსებულ მძიმე პირობებზე ყვებიან.
"ჩვენ მხოლოდ მატარებელში გვაჩვენეს, როგორ დავშალოთ და ავაწყოთ ავტომატი. თითქმის არაფერი აგვიხსნეს, ჩვენ თავად გავერკვიეთ რა როგორ გაგვეკეთებინა. იარაღის უმეტესობა ჟანგიანი იყო, იმდენად ძველი იარაღი იყო, რომ ერთ ბიჭს ზამბარა მოუძვრა და ავტომატი სულ დაიშალა", - ამბობს ერთ-ერთი რუსი სამხედრო.
"აქამდე, პატარა ეჭვები მღრნიდა, რომ ვცდებოდი, მაგრამ ეხლა, 100% - ით კი არა, მილიონი %-ით ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი, ზელენსკისთან შეთანხმებით, ჩამოვიდა საქართველოში (ისე რას გაბედავდა )'' - წერს გორის ვიცე-მერი თამაზ შიოშვილი
განცხადებას, რომელიც შიოშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, qartli.ge ავრცელებს.
ვიცე - მერი დარწმუნებულია, რომ საქართველოში, ოპოზიციური პარტიის წევრებს, რუსეთთან ომი სურთ.
,,ვისაც ჩვენს ქვეყანაში არეულობა გინდათ, ვისაც ჩვენი შვილების სისხლი გწყურიათ, ვისაც გინდათ, რომ 2008 წელი განმეორდეს საქართველოში ( თუ განმეორდება, გაცილებით დიდი მასშტაბის იქნება ), ყველანი ხართ, ქვეყნის მტრები და ოკუპანტის მონები.."- წერს შიოშვილი.
"თუ ამ აგრესიას ახლა არ შევაჩერებთ, შესაძლებელია ის ნებისმიერი ევროპული ქვეყნის საზღვრებს მიადგეს... რუსეთის შესაჩერებლად უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ" - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პარლამენტს.
თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საუბარი ექნება რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან იმისთვის, რომ დაარწმუნოს ისინი პირისპირ შეხვედრაზე, რაც შეიძლება მალე. ერდოღანი ამ შეხვედრის შუამავლობისთვისაც მზადაა:
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოვაწყოთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა - ამბობს ერდოღანი და იმედს გამოთქვამს, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის თარიღიც შეთანხმებული იქნება - "ჩვენ მზად ვართ უზრუნველყოთ საჭირო პლატფორმა. იმ ნდობიდან გამომდინარე, რომელიც პუტინს და ზელენსკის აქვთ თურქეთის მიმართ, ჩვენ იმედი გვაქვს [შუამავლობის] დადებითი შედეგის", - თქვა მან.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი მზადაა გახდეს ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა.
პუტინი თავის უკრაინელ კოლეგასთან შესახვედრად მზად არ არის - ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ კრემლის ლიდერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პუტინი მიიჩნევს, რომ ზელენსკისთან შეხვედრის დრო ჯერ არ დამდგარა. დრაგი ასევე აცხადებს, რომ არსებობს სკეპტიციზმი და სიფრთხილე მშვიდობის დამყარების საკითხში, თუმცა პოზიციები მხარეებს შორის ოდნავ დაახლოვდა.
უკრაინაში საომრად, ვლადიმერ პუტინი, ჯარისკაცებს იაფად, სირიაში ქირაობს - ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ერთ-ერთი სირიელი მებრძოლი საუბრობს. დაქირავებული სამხედრო ამბობს, რომ პუტინი, მათ წინა ხაზზე ბრძოლის სანაცვლოდ 7 000 დოლარს, ზურგში საომრად კი 3 500 დოლარს პირდება.
სირიელი მებრძოლი ყვება, რომ გაჭირვებული სირიელები ამ შეთავაზებას თანხმდებიან, თუმცა უკრაინაში ჩასული დაქირავებული მებრძოლების 90% სახლში ცოცხალი ვეღარ ბრუნდება.
რუსეთს არ სურს თავისი მებრძოლების დაკარგვა, ამიტომ ეძებს ხალხს, რომელიც ფულის სანაცვლოდ იბრძოლებს. ორ კონტრაქტს გვთავაზობენ, ერთია ფრონტის ხაზზე ბრძოლა და ამაში 7 000 დოლარს იხდიან, მეორე კი ზურგში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს 3 500 დოლარი ღირს. მხოლოდ მე ვიცი 200 ადამიანი მაინც, ვინც მზად არის უკრაინაში წასასვლელად. 80% ამას იმიტომ აკეთებს, რომ უბრალოდ საჭმლის ფული ჰქონდეს. ომმა უკრაინაში ყველაფერი გააძვირა, საწვავი, სასმელი, საჭმელი. რუსეთი ეძებს ღარიბ სირიელებს, რომლებსაც საჭმლის ფული არ აქვთ და ომში მიჰყავს. ჩემს ოჯახს არ უნდა, რომ წავიდე მაგრამ მე ფული მჭირდება. ალბათ 90% იმ ხალხის, ვინც წავა, ცოცხალი ვერ დაბრუნდება, - ამბობს ის.
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი ვერასდროს შეძლებს, ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას საკუთარი ტერიტორიის გავლით.
"ცხადია, რომ სომხეთი, რომელიც ორი წლის წინ დაზარალდა მთიანი ყარაბაღის ომში დაქირავებული ტერორისტების მონაწილეობით, ვერასდროს შეძლებს, ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას და განლაგებას სომხეთის ტერიტორიის გავლით", - წერს სოციალურ ქსელში ფაშინიანი.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია, უკრაინის წინააღმდეგ, აგროვებს ძალებს და ამზადებს ახალ შეტევებს. მისი თქმით, ნატოს დაზვერვა ვერ ხედავს უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტი მოკლეს, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები გაძარცვა. აგრესორის ცხედრის ჩხრეკისას უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ნაძარცვი ოქროს სამკაულები, ასევე ევროსა და დოლარის კუპიურები იპოვეს.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის კიდევ 14 მოქალაქეს დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ტელეკომპანია RT-ს მფლობელი სერგეი ბრილევი, არხის მმართველი დირექტორი ალექსეი ნიკოლოვი, Sputnik interntional-ის ხელმძღვანელი ანტონ ანისიმოვი და Gazprom media-ს აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ჟაროვი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფაზეთიდან გადაყვანილი სამხედროები გაანადგურეს. Unian-ის ცნობით, განადგურებულია ჯგუფი მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფის შემადგენლობიდან.
"ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეცვალეს სტრატეგია და გეგმები. მაგრამ ეს სამწუხაროდ, არ ნიშნავს ომის შეჩერებას. შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო ჰუმანიტარულ სიტუაციაზე - ყველაფერი ძალიან ცუდადაა", - თქვა ანდრეი ერმაკმა.
უკრაინის პოლიციამ მარიუპოლიდან 12 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, ომის დაწყებისას ბავშვი მამასთან ერთად მარიუპოლში იმყოფებოდა. 17 მარტს მათ სახლს ჭურვი დაეცა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის, ექვსი სოფელი დაიბრუნეს - ინფორმაციას, უკრაინის სახმელეთო ჯარი, Telegram არხზე ავრცელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრები მზად არიან ერთმანეთთან მორიგი შეხვედრა გამართონ. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ამის შესახებ თურქეთს თავად დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა აცნობეს.
"უახლოეს ერთ- ორ კვირაში შესაძლოა შეხვედრა გაიმართოს, სულ მცირე, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე", - თქვა თურქული მედიის ცნობით მინისტრმა A Haber-ის ეთერში.
რუსი ოკუპანტების მიერ, უკრაინაში გაუპატიურების შემთხვევების შესახებ, ცნობილი უკრაინელი ტელეწამყვანი მსხვერპლებს საგანგებოდ მიმართავს - მაშა ეფროსიმინა, მოუწოდებს უკრაინელებს, არ გაჩუმდნენ მსგავსი შემთხვევების შესახებ და ყველა ინფორმაცია შესაბამის უწყებას წარუდგინონ.-
უკრაინელი ტელეწამყვანი, ამ სასტიკი და უმძიმესი დანაშაულის გამო, ოკუპანტებს სასტიკად დასჯას ჰპირდება;
ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ხერსონში, ოკუპანტებმა 11 ქალი გააუპატიურეს;
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია მისცა თალიბანის მთავრობის პირველ დიპლომატს. ამასთან დაკავშირებით განცხადება მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ავღანელი დიპლომატი, რომელიც მოსკოვში გასულ თვეში ჩამოვიდა, აკრედიტირებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ", - თქვა მან.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას განაგრძობენ.
უწყების პრესმდივნის, არტემ დეხტიარენკოს თქმით, აგრესორების მოქალაქეებს იარაღის მუქარით აიძულებენ, ჩასხდნენ ავტობუსებში, შემდეგ კი ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ბრძოლები გრძელდება.
გენშტაბის ცნობით, აგრესორებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყეს ე.წ. დროებითი ადმინისტრაციების ჩამოყალიბება და ცდილობენ, ადგილობრივები გადაიბირონ.
ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკში რუსეთის თავდასხმას 1 წლისა და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისი თქმით, ბავშვმა მეორე რთულ ოპერაციას ვეღარ გაუძლო.
გაიდაი წერს, რომ ოჯახის საცხოვრებელ სახლში ჭურვი გუშინ შევარდა, დაშავებული მშობლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექიმები აგრძელებენ ბრძოლას გარდაცვლილის უფროსი ძმის გადასარჩენად.
"ხშირად ამბობენ: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდებაო. კიდევ დავამატებდი: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება დაფარული, ყოვლისშემძლეობის გრძნობით. მსოფლიოს რომ დაესაჯა რუსეთი იმისთვის რაც 2014-ში ჩაიდინა, 2022-ში არც ერთი საშინელი შეჭრა არ იქნებოდა. ახლა უნდა გამოვასწორო შეცდომა. მადლობელი ვარ ავსტრალიის ორპარტიული მხარდაჭერისთვის. იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა სახელმწიფომ უკვე გაუწია უკრაინას. კერძოდ, 70 ათასი ტონა ნახშირი ჩვენი ენერგეტიკული საჭიროებებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად შეგვიძლია და ამიტომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ."განაცხადა ზელენსკიმ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სამი სოფელი დაიბრუნეს, რომლებიც ქალაქ კრივოი-როგიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს ხელმძღვანელი, მიკოლა ლუკაშუკი ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს ორლოვეს, ზაგრადივკასა და კოჩუბეევკას გათავისუფლება.
ლუკაშუკმა ასევე აღნიშნა, რომ წუხელ დნეპროპეტროვსკში დაბომბვა არ მომხდარა და დასახლებებში მშვიდი ვითარებაა.
უკრაინამ მარიუპოლში საევაკუაციო დერეფნის გახსნაზე რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია. ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინულმა მხარემ წითელი ჯვრის საშუალებით მიიღო შეტყობინება, რომელიც ადასტურებს რუსეთის მზადყოფნას მარიუპოლიდან ბერდიანსკის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მარიუპოლისკენ მიმავალ მარშრუტზე 45 ავტობუსი გაიგზავნება, ვასილივკაში რუსეთის საგუშაგოზე გასასვლელად 28 ავტობუსმა უნდა აიღოს ნებართვა, ასევე, ზაპორიჟიედან უკვე 17 ავტობუსი გავიდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 148 ბავშვი დაიღუპა, 232 კი დაიჭრა.
უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 69, დონეცკის ოლქში - 57, ხარკოვის ოლქში - 53, ჩერნიგოვის ოლქში - 41, მიკოლაევის ოლქში - 30, ლუგანსკის ოლქში - 30, ზაპოროჟიეს ოლქში - 22, ხერსონის ოლქში - 27, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
გაერომ უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შექმნა. კომისიას, რომლის წევრებიც მომავალი სასამართლო განხილვებისთვის მტკიცებულებებს შეაგროვებენ, რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე, ერიკ მიოსე უხელმძღვანელებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ არსებობს "სანდო ბრალდებები", რუსეთის მიერ უკრაინაში კასეტური ბომბების სულ მცირე 24-ჯერ გამოყენების შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდს.
New York Times აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მრჩევლებმა ცრუ, არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს უკრაინაში ბრძოლის შესახებ. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, დაზვერვა აჩვენებს, რომ პუტინსა და თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის მზარდი დაძაბულობაა. შოიგუ მანამდე კრემლის ყველაზე სანდო წევრებს შორის სახელდებოდა.
უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკშიც, რუსმა ოკუპანტებმა ნავთობის საცავი დაბომბეს. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. ქალაქში თავდასხმა იყო საცხოვრებელ სახლებზეც.
ხარკოვის ოლქის ქალაქ დერგაჩში, რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. საკრებულოს შენობის დაბომბვას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაშავდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტამბოლში მოლაპარაკებების შედეგები შეაფასა და თქვა, რომ პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის დასრულებული შედეგი. მისი თქმით, ყირიმისა და დონბასის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და აღარ გადაიხედება.
სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის 1 აპრილს, ონლაინ რეჟიმში განახლდება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გააკეთა.
რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან თავისი ძალების პერედისლოკაცია დაიწყო და ახლა პოზიციებს ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებებზე იძლიერებს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. დანილოვმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის პირადი დაჯგუფება ვაგნერის წევრებიც მონაწილეობენ.
30 მარტი
პენტაგონის ინფორმაციით, ვაგნერის დაჯგუფების 1000-მდე მებრძოლი დონბასის რეგიონშია. თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთი დონბასის რეგიონში "ბოლო რამდენიმე დღეა უფრო გააქტიურდა".
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრში ნავთობბაზა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში ომის განმავლობაში ყოველ ჯერზე სრულად ინფორმირებული არ იყო.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჯონ კირბს დეტალებზე არ უსაუბრია და არ უთქვამს, რაზე დაყრდნობით ფლობს პენტაგონი ამ ინფორმაციას. მისი თქმით, აშშ-ს არ აქვს წვდომა ყველაფერ იმაზე, რაც პუტინისთვის ცნობილი იყო, ასევე არ ფლობს ინფორმაციას პუტინის ყველა საუბართან დაკავშირებით.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთისგან გარანტიები მიიღეს, რომ ევროპას რუსული გაზის მიწოდების სანაცვლოდ რუბლის გადახდა არ მოუწევს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ გადაიხადონ ევროში ან დოლარში.
ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა თქვა, რომ თანხა ჯერ გაზპრომ ბანკში გადაირიცხება, შემდეგ კი რუსეთში რუბლში. ამ დროისთვის გაზპრომის ბანკი სანქცირებული არ არის.
"საუბრისას შოლცი ამ პროცედურას არ დათანხმდა, თუმცა მის უკეთ გასაგებად წერილობითი ინფორმაცია ითხოვა",-ნათქვამია გერმანიის კანცლერის ოფისის განცხადებაში.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში გაზსდენი დაბომბეს.
პარალელურად, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ხარკოვის ოლქში რუსული ბომბდამშენი გაანადგურა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს მანამ, სანამ უკრაინის ტერიტორიას ყველა რუსი სამხედრო არ დატოვებს.
"მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დიდი შვიდეულისგან სანქციების მოხსნას უნდა ელოდოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში ცეცხლი შეწყდა. ეს პირდაპირ პუტინის სცენარია. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, სანამ უკრაინის ტერიტორიას ყველა რუსი სამხედრო არ დატოვებს",-თქვა მან.
კითხვაზე, ეხება თუ არა ეს ყირიმს, ჯონსონმა უპასუხა: "როგორც ვთქვი, მისი ყველა ჯარისკაცი უნდა იყოს უკრაინის გარეთ".
პუტინის პროპაგანდისტი, RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აჯამებს.
ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს, რომ მდინარე ფსოუზე მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის არსებობით უკმაყოფილოა, რადგან, მისი შეფასებით, ის მილიონობით რუსის ღირსებას ამცირებს.
"გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ გავხსენით მედიაცენტრი. ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, ბევრი ვილაპარაკეთ. შეუდარებელი, ლამაზი მიწა, მეგობრული, გულითადი ხალხი. ჩვენი ხალხი. ახლა ბრძოლობენ ჩვენთან ერთად, ჩვენთვის.
ახლა ამიხსენით მე, იქ რატომ არის საჭირო ეს სამარცხვინო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც ნერვებს უშლის ჩვენს მოქალაქეებს, ამცირებს მილიონობით რუსის ღირსებას, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს, ასევე ჩვენი მოკავშირეების, რომლებიც ახლა სისხლს ღვრიან ჩვენთვის.
ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მერე გეტყვით ვის სჭირდება და რატომ. იქ ბევრი საინტერესო რამ არის. ამასობაში, მადლობა ჯარისკაცებს, მადლობა მათ დედებსა და მამებს. იმუშავეთ ძმებო!" - წერს სიმონიანი.
სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს დაავალა, რომ პერსონალის რაოდენობა 35-ით შეამციროს. ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობის შემცირების მიზეზად უწყებაში კიდევ ერთი რუსი დიპლომატის მიუღებელ საქმიანობას ასახელებენ.
"ეს ნაბიჯი აუცილებელი პასუხია იმაზე, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი განაგრძობს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, სლოვაკეთის ინტერესებს და რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობას", - ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.
უკრაინაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს, კერძოდ, ტერორისტულ აქტებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ახორციელებენ რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, რაც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების საფუძველია.
ამის შესახებ Guildhall მიცემულ კომენტარში განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ჩრდილოეთ ირლანდიის ფინანსთა და საკადრო პოლიტიკის ყოფილმა მინისტრმა სემი უილსონმა.
„ვფიქრობ, აშკარაა, რომ პუტინის არმია უკრაინაშია ჩარჩენილი, მათი დანაკარგები იზრდება და [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა] თავის ძალებს უბრძანა ტერორისტული აქტების დაწყება. მთელი ქალაქების დაბომბვა, მძევლების აყვანა და რუსეთში წაყვანა მხოლოდ ასე შეიძლება იყოს აღწერილი. ტერორიზმი.
და რადგან ამ ყველაფერს რუსული სახელმწიფო აკეთებს, მე მიმაჩნია, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა მივიჩნიოთ“, –ამბობს უილსონი
შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ საუბარია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც ბაიდენი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. თეთრი სახლის ცნობით, საბიუჯეტო დახმარება ხელფასების გადახდისა და სხვა საკითხების მოგვარებისთვის არის განკუთვნილი.
"ლიდერებმა განიხილეს, როგორ მუშაობს აშშ, რათა შეასრულოს უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, კრიტიკული გავლენა, რომელიც იარაღმა კონფლიქტზე მოახდინა და შეერთებული შტატების მუდმივი ძალისხმევა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რომ მოძებნონ ახალი დამატებითი შესაძლებლობები, რათა დაეხმარონ უკრაინელ სამხედროებს თავიანთი ქვეყნის დაცვაში",-წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, პრეზიდენტებმა უკრაინის თავდაცვით მხარდაჭერასა და რუსეთისთვის, სანქციების ახალ პაკეტზე ისაუბრეს.
პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.
შეერთებული შტატები არ ელოდა, რომ უკრაინა რუსეთს ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. ევროპის სარდლობის უფროსი არ გამორიცხავს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების დროს, შესაძლოა, გარკვეული ხარვეზი ყოფილიყო. რის გამოც შეერთებული შტატებმა ომამდე რუსეთის შესაძლებლობა გადაჭარბებულად, უკრაინის თავდაცვითი უნარი კი სათანადოდ ვერ შეაფასა.
უკრაინა უკვე 35-ე დღეა, რაც რუსეთის მასშტაბურ შეტევას და აგრესიას უმკლავდება, შეერთებული შტატების დაზვერვა კი ვარაუდობდა, რომ ის რამდენიმე დღეში დანებდებოდა. ამის შესახებ აშშ-ს ევროპის სარდლობის უფროსს სენატის შეარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე ჰკითხეს.
ნება მომეცით, გკითხოთ მოლოდინებზე. როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ გვესმოდა, რომ რუსები უკრაინის დედაქალაქს მაქსიმუმ 5 დღის ვადაში აიღებდნენ. იყო თუ არა დაზვერვის ჩავარდნა ის ფაქტი, რომ ჩვენ ზედმეტად გადავაფასეთ რუსეთის შესაძლებლობები და ჯეროვნად ვერ შევაფასეთ უკრაინის თავდაცვითი პოტენციალი? - დაინტერესდა სენატორი როჯერ ვიკერი.
რაზეც მას აშშ-ს ევროპის სარდლობის უფროსმა ასე უპასუხა:
"დიახ, შესაძლოა ეს ასე იყოს და როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ დეტალურ გამოძიებას ყველა დონეზე და ყველა დეპარტამენტში, რათა დავადგინოთ, რამ გამოიწვია ეს. რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ სამომავლოდ ეს გამოვასწოროთ".
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშს -პრეზიდენტ ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას თავდაცვით მხარდაჭერასა და რუსეთისთვის, სანქციების ახალ პაკეტზე ისაუბრეს.
"ახლახან დავასრულე ერთსაათიანი საუბარი პრეზიდენტ ბაიდენთან. გავცვალეთ შეფასებები ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან არსებულ სიტუაციაზე. ვისაუბრეთ კონკრეტულ თავდაცვით მხარდაჭერაზე, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტზე, მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე",- წერს ზელენსკი.
სამხრეთ ოსეთი სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან შესაერთებლად - ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა და თქვა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია, ის იქნება მისი ისტორიული სამშობლოს ნაწილი".
„ამ გზაზე ვივლით. ჩვენ უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს“, - აცხადებს ბიბილოვი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების მორიგ ძალადობრივ დანაშაულზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც რუსებმა მარიუპოლში ჩაიდინეს:
მარიუპოლში ოკუპანტები რიგრიგობით აუპატიურებდნენ ქალს რამდენიმე დღის განმავლობაში მისი 6 წლის შვილის თვალწინ. მოგვიანებით იგი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. მის მცირეწლოვან შვილს კი თმა გაუჭაღარავდა.
ეს არ არის საშინელებათა ფილმი. გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა - აი, რას ნიშნავს "რუსული სამყარო" - წერს თავდაცვის უწყება.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მრჩევლები უკრაინაში რუსული ჯარების წარუმატებლობისა და ქვეყნის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
ინფორმაციას ამერიკული მედია სწორედ აშშ-ის მაღალჩნოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც განმარტავს, რომ ეს დასკვნა ქვეყნის დაზვერვის მიერ მიწოდებულ ცნობებს ეფუძნება.
"ჩვენ გვჯერა, რომ პუტინს თავისი მრჩევლები უკრაინაში რუსული ჯარების წარუმატებლობისა და სანქციების გავლენაზე რუსეთის ეკონომიკაზე, არასწორ ინფორმაციას აწვდიან. მის უფროს მრჩევლებს სიმართლის თქმის ეშინიათ...
გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინმა რუსული ჯარისგან თავი მოტყუებულად იგრძნო. ახლა მასსა და თავდაცვის სამინისტროს შორის მუდმივი დაძაბულობაა, რაც პუტინის უნდობლობითაა გამოწვეული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ" - ამბობს აშშ-ის ოფიციალური პირი.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელს საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიმართავს.
ფოტოგა წერს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე, ამ მიმართულებით კი ის შეშფოთებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმგვარ მოპყრობაზე, "რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს".
"3 მარტს საქართველოს მოსახლეობისა და აბსოლუტური უმრავლესობის თხოვნითა და 2003 წლიდან დაწყებული საქართველოს ყველა მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ შემოიტანა განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მე ძლიერ მივესალმები.
პრინციპულად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ამ მიმართულებით, მე ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი მოპყრობით, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. მე ვუერთდები მრავალრიცხოვან მოწოდებებს, რომ სააკაშვილს მოექცნენ ღირსეულად და სამართლიანად და თავი იქნას შეკავებული ღირსების შემლახველი ქმედებებისა და პოლიტიკური შურისძიებებისგან. მრავალმა დამოუკიდებელმა ინსტიტუციამ, ექიმებმა და დიპლომატებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისა და მე-3 პრეზიდენტის მიმართ ციხეში მოპყრობის გამო, რაც პროვოცირებულია რუსეთთან კავშირებისა და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური გავლენის მქონე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.
დამატებით, ეს არაფორმალური კავშირები იწვევს ქართული ოცნების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას უკრაინის მიმართაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.
გამომდინარე აქედან:
1. არის თუ არა ევროპული ფასეულობების და ევროკავშირის წევრობის მოთხოვნების შესაბამისი მესამე პრეზიდენტისადმი არასათანადო მოპყრობა და პოლიტიკური შურისძიება?
2.მიიჩნევთ თუ არა, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის განვითარებაზე და მის ევროპულ მომავალზე, და, შესაბამისად, იზიარებთ თუ არა საერთო აზრს, რომ პირადი სანქციების დაწესება რუსული კავშირების მქონე ქართველი ოლიგარქისთვის მოიტანს მსგავს პოზიტიურ ეფექტს?" წერს ფოტიგა ბორელს.
"ეს არ არის საზარბაზნე ხორცი, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით... ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი" - ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი მხარდამჭერებთან შეხვედრაზე საუბრობს.
ის თვლის, რომ უკრაინაში შეიძლება გამოცდილი სამხედროები დაიღუპონ, მაგრამ ეს ახალგაზრდობა ჯერ ახლა დგება ფეხზე. მისი თქმით, უკრაინაში დაღუპულ ცხინვალელ ახალგაზრდას, ანდრეი ბაკაევს იცნობდა.
"მას შვილი ერთი თვის განმავლობაშიც კი არ სჭერია ხელში. ვაჟი ობოლად დარჩა. და რამდენი ასეთი იქნება ახლა? მოდით, ამაზე დავიფიქრდეთ. მოდით, ამაში მაინც გავერთიანდეთ ჩვენი ბიჭების გადასარჩენად", -თქვა მან. ის ასევე ამბობს, რომ რუსეთსა და პუტინს მხარს უჭერს.
"გვესმის, რომ თუ რუსეთი წააგებს, ჩვენ ყველა ერთად წავაგებთ. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ოსეთში არცერთი ადამიანი არ ამბობს "არას", პირიქით, ჩვენ ვამბობთ - "დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინს, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს". ეს არის ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორების მოვალეობა" - ამბობს კოკოითი.
შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართება. თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბრისას ბაიდენი და ზელენსკი განიხილავენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აშშ-ს უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხს.
ცნობისთვის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 29 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ის ქვეყნები დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, შეხვედრაზე უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარადგინა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვში საომარ მოქმედებებს შეამცირებს. რუსეთის განცხადებას შეერთებულ შტატებში არ ენდობიან და აცხადებენ, რომ ისინი რუსეთისგან რეალურ ქმედებებს დაელოდებიან.
რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, "უკრაინა დონბასში მცხოვრები ადამიანების ღია გენოციდს ახორციელებდა", "ამზადებდა ღია თავდასხმას დონბასზე" და ამის გამო "რუსეთი იძულებული გახდა, სამხედრო სპეცოპერაცია დაეწყო".
უკვე დამტკიცებულია, რომ უკრაინაში ბიოლოგიური და ატომური იარაღი მიზანმიმართულად იქმნებოდა. მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინა დონბასში მცხოვრები ადამიანების ღია გენოციდს ახორციელებდა. არსებობს აშკარა მტკიცებულებები რომ უკრაინა დონბასზე თავდასხმას ამზადებდა, რაც განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ავტომატურ ჩართვას გამოიწვევდა, რადგან იქ ათასობით ჩვენი, რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს. არსებული ვითარების გამო რუსეთი იძულებული გახდა სპეციალური სამხედრო სპეცოპერაცია დაეწყო, - ამბობს მედინსკი.
„როიტერსის“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს.
ოლაფ შოლცის სპიკერის განცხადებით, შოლცმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას გარანტორის როლთან დაკავშირებით "გენერალური მზადყოფნა" გამოხატა.
ამასთან, შტეფენ ჰებესრაიტმა განაცხადა, რომ არ სურს სპეკულირება იმის შესახებ, გარანტორის როლი მოიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტს მიმართა. სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში, ევროპას ბევრად უფრო დიდი საფრთხე შეუქმნა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიზანი დემოკრატიის განადგურებაა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ის სხვა მეზობელ ქვეყნებშიც შეიჭრას.
"დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა რომელიც ყოველ წელს ნობელის პრემიას გასცემს მშვიდობის დარგში, ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასიც. ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის დამყარება. რაც უფრო მკაცრი იქნება სანქციები, მით უფრო მალე დამყარდება მშვიდობა. რუსეთი ეკონომიკურ ბლოკადაში უნდა მოექცეს და მას ემბარგო დაუწესდეს. ევროპულმა კომპანიებმა, რუსეთში მუშაობა უნდა შეწყვიტონ, ჩვენ ჩვენს მიწას არავის დავუთმობთ." - ამბობს ზელენსკი.
რუსეთ უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა რუსეთის პოზიცია ყირიმსა და დონბასის რეგიონზე არ შეცვლილა.
ამას გარდა მედინსკი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებებისას უკრაინამ მზადყოფნა გამოთქვა დააკმაყოფილოს რუსეთის ძირითადი მოთხოვნები. მისი თქმით, თუ ის შეასრულებს თავის დაპირებას, "მაშინ NATO-ს
საფრთხე უკრაინაში მოიხსნება".
ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ ატროშენკოს თქმით, დაპირების მიუხედავად, ცეცხლი არ შეწყვეტილა და ოკუპანტების მხრიდან, ქალაქზე მასშტაბური თავდასხმა გრძელდება. ამასთან დაკავშირებით მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ქალაქის მერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩერნიგოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქალაქის დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც ატროშენკომ აღნიშნა, რუსეთმა კვლავ არ შეასრულა მოლაპარაკებების დროს დადებული პირობა და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ყოველთვის იტყუება.
"ისინი ამბობენ, რომ ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ რეალურად დარტყმების რაოდენობა გაზარდეს. დღეს ჩვენ გვაქვს კოლოსალური თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრზე. 25 ადამიანი დაიჭრა, ისინი ახლა კლინიკაში იმყოფებიან. ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა. ამიტომ, როცა რუსეთი რამეს ამბობს, ეს ფრთხილად უნდა იქნას გადამოწმებული",- თქვა ვლდისლვ ატროშენკომ.
უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისას, რუსმა სამხედროებმა ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს - ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდა საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
წერს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ქალაქიდან სულ 260 ადამიანი გაიყვანეს.
რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, რუბიჟნედან გამოიყვანეს 25 ადამიანი, სევეროდონეცკიდან - 73, კრემინადან - 58, პოპასნიდან კი 13. მატარებელში ამჟამად 376 ადამიანია ევაკუირებული. დანარჩენები კი, უკვე დონეცკის რეგიონის რკინიგზის სადგურებზე იმყოფებიან.
პოლონეთი რუსულ ნავთობზე უარს წლის ბოლომდე, ქვანახშირზე კი აპრილ-მაისში იტყვის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ ისაუბრა.
მან რუსულ საწვავზე უარის თქმისთვის, ევროკავშირის მასშტაბით რადიკალური გეგმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი: "ჩვენ გვჭირდება სიფხიზლე. ვიცით, რომ რუსეთი გაზს შანტაჟის იარაღად იყენებს".
უკრაინის პრეზიდენტი ნორვეგიას სთხოვს მიაწოდოს უკრაინას გემსაწინააღმდეგო იარაღი, Harpoon რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტისთვის, ვიდეომიმართვისას განაცხადა:
"ომი გრძელდება. რუსეთი აგზავნის ახალ ძალებს ჩვენს მიწაზე, რათა გააგრძელონ ჩვენი განადგურება, გაანადგურონ უკრაინელები. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ომის შესაჩერებლად. უპირველეს ყოვლისა ეს არის იარაღი. თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული არანაკლებ ვიდრე ტირანია. დამიჯერეთ, ჩვენ ვკარგავთ კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ქალაქებს, ისინი ინგრევა, ამიტომ მინდა განვმარტო, რომ ჩვენ გვჭირდება, კერძოდ, ხომალდსაწინააღმდეგო იარაღი, Harpoon რაკეტები და NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემები. მანქანები და საარტილერიო სისტემები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით თითოეული ეს შეიარაღება გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების დასაცავად როგორც უკრაინის, ისე ევროპის.
უკრაინელმა სამხედროებმა, რუსეთის ფედერაციის 331-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო პოლკის მთლიანი სარდლობა გაანადგურეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებში ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, უკრაინაში მოკლეს პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სუხარევი.
უკრაინის რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვას გულისხმობს.
კანონპროექტი, რომლის ავტორი პარტია „სვაბოდას“ ლიდერი ოქსანა სავჩუკია, გულისხმობს, ფუნქციონირება აეკრძალოს უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ მოსკოვის საპატრიარქოსა და მასში შემავალ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ასევე, კანონის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში, მათ ჩამოერთვათ ქონება.
რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია ერთი პირობით, თუ რუსეთის საოკუპაციო ჯარი 23 თებერვლისთვის დაკავებულ პოზიციებს დაუბრუნდება - განუცხადა უკრაინულ მედიას უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ.
მისივე თქმით, ყველაზე რთული მოლაპარაკებებზე ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის საკითხი იყო, რომელზეც მსჯელობა არ არ გამართულა.
კგბ-ს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, იური შვეცი რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სერგეი შოიგუ საბრძოლო მასალების მოძიებით იყო დაკავებული.
როგორც მან გამოცემა GORDON-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის არმიას რესურსი ეწურება და დახმარების თხოვნით ჩინეთსაც მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.
"რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ირპენში უამრავი ნაღმია აღმოჩენილი, ვპოულობთ დანაღმულ გვამებსაც", - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ირპენში ბევრი ადამიანი რჩება, რომლებიც უარს ამბობენ წასვლაზე, თუმცა პოლიციელები სარდაფებს ეძებენ და ცდილობენ, ეს ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანონ.
რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ ნიჟინის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი.
ინფორმაციას ქალაქის მერი, ალექსანდრ კოდოლა ავრცელებს.
The Times წერს, რომ ბორის ჯონსონმა გუშინ მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ სურს უკრაინას უფრო მეტი ლეტალური სამხედრო დახმარება გაუგზავნოს.
თავდაცვის შტაბის უფროსმა მინისტრებთან ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ კონფლიქტი უფრო ტრაგიკულ ომში გადაიზარდა, რადგან უკრაინა რუსული ძალების მოგერიების მცდელობიდან შეკავებასა და ტერიტორიის დაბრუნებაზე გადავიდა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი გადადის უკრაინის მხარდაჭერის "ახალ ფაზაში" და მთავრობა განიხილავს რა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება შეუძლია.
ოკუპირებულ ხერსონში ოკუპანტებმა სასულიერო პირი გაიტაცეს. სერხი ჩუდინოვიჩი რუსებმა დილის საათებში, პირდაპირ ეკლესიიდან წაიყვანეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა თავი "პოლიციელებად" წარადგინეს და ეკლესიაში ჩხრეკა ჩაატარეს. მათ მოითხოვეს ეკლესიაში მყოფებისგან საბუთების წარდგენა, თავად კი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. ამის შემდეგ კი მღვდელი მწვანე Daewoo-ში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მარიუპოლში, კალმიუსკის რაიონული პოლიციის უფროსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა - ინფორმაციას უკრაინელი პოლიციის გენერალი, ვიაჩესლავ აბროსკინი ავრცელებს.
აბროსკინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიცე-პოლკოვნიკმა ვალენტინ პოპოვმა, უღალატა ფიცს და რუს ოკუპანტებს დაუჭირა მხარი.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო - UNHCR ამბობს, რომ 4,019,287 უკრაინელი წავიდა ქვეყნიდან, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან ითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჩერნობილის აკრძალული ზონის დემილიტარიზაციისთვის და იქ გაეროს სპეციალური მისია შექმნას. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მასალის უზარმაზარი მარაგი მოაწყო, რომელიც შეიძლება აფეთქდეს, ისე როგორც ეს ბელგოროდში მოხდა გასულ ღამეს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ასობით მილიონ ევროპელს.
მიკოლაევში, რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, 13 ადამიანი ნანგრევებიდან ამოყვანისას უკვე დაღუპული იყო, 1 კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 36-მა მოქალაქემ.
აზოვის პოლკის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა წითელი ჯვრით აღნიშნულ შენობას ცეცხლი გაუხსნეს.
"რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ომის დამნაშავეები, რომლებიც არ იცავენ ომის წესებსა და პრინციპებს. ამჯერად, მათ ჩაიდინეს ომის დანაშაული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წინააღმდეგ. ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახულ შენობას საჰაერო და საარტილერიო დაბომბვით", - ამბობენ აზოვის პოლკში.
პუტინი სამშაბათ საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება და თურქეთში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.
კრემლი ამბობს, რომ პუტინმა მაკრონს აცნობა იმ ზომებზე, რასაც რუსი სამხედროები "ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და მოსახლეობის ევაკუაციისთვის" იღებენ, მათ შორის მარიუპოლში.
ცნობისთვის, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია სწორედ რუსების დაბომბვების გამო ვერ ხერხდება, ქალაქში კი ჰუმანიტარული კატასტროფაა.
"ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინელმა ნაციონალისტმა ბოევიკებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დაყარონ იარაღი, რათა მოგვარდეს მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია ამ ქალაქში", - აცხადებს კრემლი.
გაეროში გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენელი, ბარბარა ვუდვორდი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს.
"მოხარულები ვიქნებით შევასრულოთ როლი, თუ უკრაინის მთავრობა ამას გვთხოვს - დიახ", - თქვა მან უსაფრთხოების გარანტორობასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა მანამდე თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ სანქციები მოხსნან.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განახლებული ინფორმაციით, უკრაინაში მძიმე დანაკარგების შემდეგ, ზოგიერთი რუსული შენაერთი ბელარუსში დაბრუნდა. დაზვერვის ინფორმაციით, ქვედანაყოფებს ბელარუსში მოუწევთ რეორგანიზება და მარაგების შევსება, რაც რუსეთის ლოჯისტიკურ სირთულეებზე მიუთითებს.
უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 69, ხარკოვის ოლქში - 49, დონეცკის ოლქში - 54, ჩერნიგოვის ოლქში - 39, ნიკოლაევის ოლქში - 30, ლუგანსკის ოლქში - 28, ზაპოროჟიეს ოლქში - 22, ხერსონის ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
მარიუპოლში, ბატალიონ "სევერის" ყოფილი ოფიცერი და კადიროვის თანამებრძოლი, რუსლან გერემეევი დაიჭრა. ის ერთ-ერთია, რომელიც რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 მარტამდე პერიოდს.
მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ლივობერეჟნის რიონში მდებარე სამშობიარო კლინიკიდან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები, 70-ზე მეტი ადამიანი იძულებით გაიყვანეს.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
საცხოვრებელი კორპუსები მთლიანად განადგურებულია უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ამ დრომდე ალყაში რჩება. ახალი სატელიტური ფოტოები პირველი ვიზუალური განახლებაა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 2 000 სამხედრო გაგზავნა. გენშტაბის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში 1 200 სამხედროა გადაყვანილი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან - 800.
სუმის რეგინული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ოკუპანტებმა პროვოკაცია მოაწყეს. მისი თქმით, რიჟივკას საგუშაგოზე რუსებმა თავიანთი ჯავშანტრანსპორტიორი დააყენეს, შემდეგ კი თავადვე ააფეთქეს.
ოლქიდან სულ მცირე 100 000 ადამიანია ევაკუირებული. ევაკუაცია გრძელდება ყველა იმ ადგილიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ასევე იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც ოკუპირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით, კიევის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქებში რაკეტები გაუშვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმა გომელის რაიონიდან განხორციელდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ეფექტურობასა და მათ მუშაობას შეაფასებს, უკრაინის მხრიდან ანდრეი ერმაკი, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან კი მაიკლ მაკფოლი უხელმძღვანელებენ.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ რუსული ძალების გადაადგილება უკრაინაში ჯარების გაყვანა არ არის და აშშ არ აპირებს რუსეთს სიტყვაზე ენდოს.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები რუსების ნდობის საფუძველს ვერ ხედავენ და მათ მხოლოდ კონკრეტული შედეგებისა და ფაქტების ნდობა შეუძლიათ.
29 მარტი
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანის თქმით, კიევის მახლობლად რუსი სამხედროების მოძრაობა სავარაუდოდ, გადაადგილება იქნება და არა ჯარების რეალური გაყვანა.
"სიგნალებს, რომლებიც მოლაპარაკების ადგილიდან მოდის, შეიძლება ეწოდოს დადებითი. მაგრამ ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების აფეთქებებს. ცხადია, ჩვენ ყველა ვხედავთ რისკებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ვენდოთ სიტყვებს, იმ სახელმწიფო წარმომადგენლებისგან, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი განადგურებისთვის. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არიან. უკრაინელებმა ამ 34 დღის განმავლობაში და დონბასში ომის ბოლო რვა წლის განმავლობაში, უკვე ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება",-თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მიკოლაევის ოლქის რეგიონულ სამხედრო გუბერნატორის ოფისზე რუსული იერიშის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა.
გუბერნატორის, ვიტალი კიმის თქმით, თავდასხმისას შენობის ნახევარი განადგურდა.
"ზელენსკისა და პუტინის შესახვედრად დოკუმენტები უკვე მზადაა" - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა.
"დოკუმენტების პაკეტი უკვე მზადაა. ჩვენ უკვე შეგვიძლია პრეზიდენტების შეხვედრის მომზადება. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ეს ძალიან მალე მოხდეს" - თქვა მან.
რუსეთში, ბელგოროდში, საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა. ინფორმაციასა და ვიდეომასალას უცხოური მედიასაშუალებები ტელეგრამის საკუთარ არხებში ავრცელებენ. ისინი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამ წუთებში საწყობი იწვის.
ოკუპანტები ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას ამ დრომდე ცდილობენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ რუსებმა პრეზიდენტის ოფისთან ოთხჯერ ისროლეს. მისივე თქმით, ოკუპანტებს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ვინმეს „მოშორებაც“, მათ შორის მისიც.
"ვნახოთ, მე ეს არაფერს მეუბნება, სანამ არ ვნახავ როგორია მათი ქმედებები" - ასე უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვას, რუსეთის განცხადებაზე, რომ ის შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს კიევზე.
ჟურნალისტებმა ბაიდენს ასევე ჰკითხეს, მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ ომი დასასრულს უახლოვდება, თუ რუსეთი უბრალოდ ცდილობს დროის მოგებას: "ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ", - უპასუხა ბაიდენმა.
რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ირლანდიამ და ჩეხეთმა განაცხადეს, რომ რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებენ.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა რუს დიპლომატებთან დაკავშირებული 17 პირს აძევებს. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყებამ ნიდერლანდებიდან 17 დიპლომატის გაძევება დაადასტურა.
ბელგიამ ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით 21 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის საელჩოსა და საკონსულოში მუშაობდნენ.
ქვეყნიდან 4 რუსი დიპლომატი გააძევა ირლანდიამ. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მაღალჩინოსანთა გაძევების მიზეზი ისაა, რომ ისინი "დიპლომატიური ქცევის საერთაშორისო სტანდარტებს" არღვევენ.
ჩეხეთის რესპუბლიკამ კი ერთი დიპლომატი "პერსონა ნონ გრანტად" გამოაცხადა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ქვეყანა პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის შემცირებას ცდილობს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან ცალკეული შენაერთები გაიყვანა და აღმოსავლეთით, სლობოჟანსკის და დონეცკის რაიონებისკენ აჯგუფებს:
რუსეთი ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას და მათ ნაწილობრივ გაყვანას ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
ჩრდილოეთის მიმართულებით ვითარება უცვლელი რჩება. მტერი აგრძელებს ჩერნიგოვის ბლოკადას, ცეცხლს უხსნის სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს. ბროვარის მიმართულებით ცდილობს შეინარჩუნოს ადრე დაკავებული პოზიციები და თავიდან აიცილოს ჩვენი ჯარების შემდგომი წინსვლა.
სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერმა განაგრძო ხარკოვის ბლოკადა, გადაისროლა არმიის ნაწილი სუმის რეგიონიდან უკრაინის ფარგლებს გარეთ და განაგრძო ჯარების გადაჯგუფება მათი სხვა მიმართულებით გადაყვანის მიზნით" ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ისევ სახიფათო რჩება ვითარება ჩერნობილის დახურულ ზონაში. ტერიტორიას ოკუპანტები საბრძოლო მასალის გადაზიდვისა და დაგროვებისთვის, ასევე რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტების განლაგებისთვის იყენებენ, რაც საფრთხისშემცველია. გენშტაბი წერს, რომ მაღალია რუსული საბრძოლო მასალის აფეთქების რისკი ოკუპანტების მხრიდან უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფისა და მათი უხარისხო საბრძოლო მასალის გათვალისწინებით.
მტერი დასუსტებულია, დეზორიენტირებულია, მისი დიდი ნაწილი მოწყვეტილია ლოგისტიკისგან და აგრძელებს დანაკარგებს - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
პუტინის ომმა უკრაინაში კიდევ ერთი ჟურნალისტი იმსხვერპლა - UNIAN-ის მიმომხილველი ოქსანა პავლოვსკაია ჯანმრთელობის გაუარესების გამო გარდაიცვალა.
გამოცემის ცნობით, 60 წლის პავლოვსკაია, რომელიც მათი გუნდის წევრი 18 წლის განმავლობაში იყო, ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა, რის გამოც სჭირდებოდა მუდმივი კომპლექსური მკურნალობა. პუტინის სამხედრო აგრესიამ კი ეს ყველაფერი შეუძლებელი გახადა, რასაც
"ბოლო თვეების განმავლობაში, 60 წლის ოქსანა პავლოვსკაია მძიმედ იყო ავად და საჭიროებდა კომპლექსურ მკურნალობას. სისხლიანი რუსული ურდოს მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაჩაღებული დაუნდობელი ომის გამო შეწყდა ეს მკურნალობა და გამოჯანმრთელების იმედიც. ამიტომ ჩვენ, UNIAN-ი ოქსანა პავლოვსკაიას ვთვლით პუტინის რუსეთის მსხვერპლად" - წერს რედაქცია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საკმარისი არ იქნება, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას. ინფორმაცია Reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას ახსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, როგორც შემდგომი ეკონომიკური ზომების, ასევე სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის კურსის სრული ცვლილება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერის თქმით, ბრიტანეთს სურს, რომ რუსეთმა უკრაინიდან სამხედრო ძალები სრულად გაიყვანოს. როგორც მან აღნიშნა, ბრიტანეთი პუტინის მხოლოდ საქმის შემდეგ შეაფასებს.
"ჩვენ პუტინს და მის რეჟიმს მისი ქმედებებით შევაფასებთ და არა მისი სიტყვებით...ასე რომ, ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ არაფერი ნაკლები, ვიდრე რუსული ძალების სრული გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან",-თქვა მან.
კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ პრეზიდენტს შეხვდა. სიმონიანმა უკრაინაში რუსული "სპეცოპერაციისას" მხარდაჭერისთვის "აფხაზ ხალხს" მადლობა გადაუხადა. Russia Today-ს მთავარი რედაქტორს თან მეუღლეც ახლდა. [ რეჟისორი და სცენარისტი ტიგრან კეოსაიანი]. პუტინის პროპაგანდისტები სოხუმში აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ახალ მედიაცენტრს გახსნიან.
სიმონიანის მტკიცებით, სანაპიროზე, ხანმოკლე გასეირნებისას ხალხმა მას და მის ქმარს "გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მათთან ფოტოები გადაიღო.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მას არ უნახავს იმის ნიშნები, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები "ეფეტური გზით წინ მიდის", ვინაიდან აშშ-ს არ უნახავს რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების მიმართ "სერიოზულობის ნიშნები".
"ცალკეა, რას ამბობს რუსეთი და რას აკეთებს რუსეთი. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ორიენტირებული",-თქვა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, რუსეთის განცხადება, რომ ის შეამცირებს ჯარის რაოდენობას კიევის გარშემო, შესაძლოა იყოს "საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს გადააგდოს და მოატყუოს ხალხი, მათ აფიქრებინოს, რომ ის არ აკეთებს იმას რასაც აკეთებს".
"თუ მათ როგორღაც სჯერათ, რომ "მხოლოდ" უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილის დამორჩილების მცდელობამ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს, მაშინ ისინი კიდევ ერთხელ იტყუებენ საკუთარ თავს",-აღნიშნა ბლინკენმა.
რუსმა ოკუპანტებმა, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ როზოვკაში Unian-ის ჟურნალისტი, ირინა დუბჩენკო დააკავეს. ინფორმაციას თავად UNIAN ავრცელებს.
გამოცების ცნობით, ჟურნალისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა დამ მიაწოდა. ალექსანდრა დუბჩენკოს თქმით, ჟურნალისტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის დააკავეს.
"როზივკას ე.წ. კომენდანტის თქმით, იმის გამო, რომ ჩემი და მალავდა და მხარს უჭერდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალს, იგი დონეცკში, „საგამოძიებო მოქმედებებისთვის“ წაიყვანეს" - ამბობს ჟურნალისტის და.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი როზოვკაში, ხანდაზმული ბებიის მოსავლელად ცხოვრობდა.
რუსმა ოკუპანტებმა, 28 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენში ცნობილი უკრაინელი მოკრივე და მწვრთნელი ალექსეი დჟუნკოვსკი მოკლეს - ინფორმაციას, უკრაინის კრივის ფედერაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკრივე ოკუპანტებმა კრივის დარბაზში მოკლეს.
ალექსეი დჟუკოვსკიმ, მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მედალი ოთხჯერ მოიპოვა. კარიერის ბოლოს ის ბავშვთა მწვრთნელი გახდა.
მესაზღვრე რომან გრიბოვი, რომელმაც რუსული ხომალდი ცნობილი მიმართულებით გაუშვა კუნძულ ზმეინიდან, ტყვეობიდან გათავისუფლდა. მას "ჩერკასისადმი გაწეული სამსახურისთვის" ჯილდოც გადაეცა.
иди на х*й - ასე უპასუხა კუნძულ ზმეინის მესაზღვრემ რუსულ სამხედრო გემს, როცა ოკუპანტმა მათ დანებება მოსთხოვა.
ამის შემდეგ 13 მესაზღვრე 24 თებერვლის შემდეგ, ტყვეობაში იყო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპელ პარტნიორებთან რუსეთ-უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარს გამართავს.
CNN წერს, რომ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. სატელეფონო საუბარში მონაწილეობას მიიღებენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერი მარიო დრაგი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი.
ეს შეთანხმება რუსეთის ისტორიული მარცხი და რუსეთის სახელმწიფოს დღევანდელი სახით არსებობის დაშლის დაწყების გაფორმებაა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის, სტამბოლში დღეს გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს.
სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა. რუსეთმა აღიარა, რომ ვეღარ იღებს კიევს და ჯარები მთლინად კიევის მიმართულებიდან გაჰყავს. პუტინის მთავარი ოცნება, დაპატრონებოდა კიევს, სამუდამოდ დაინგრა.
უკრაინა ფორმალურად არ გახდება NATO-ს წევრი, უკრაინა არ შევა NATO-ში, მაგრამ NATO შევა უკრაინაში. თუმცა ალიანსის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები აძლევენ უკრაინას NATO-ს მე-5 მუხლის ტოლფას გარანტიებს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ისინი ჯარს უკრაინის დასაცავად ავტომატურად გაგზავნიან. რაც მთავარია, რუსეთი ამას თანხმდება.
ახლა, კიევთან მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასზე შეტევის გააქტიურებას შეეცდება, მაგრამ იქაც აუცილებლად ჩაფლავდება.
ეს არის დიდი დიპლომატიური გამარჯვება, რომელიც გმირი უკრაინელი სამხედროების სისხლის ფასად და უკრაინელი ერის ერთობის ფონზეა მოპოვებული.
"ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში" - ეს შეთანხმება არის რუსეთის ისტორიული მარცხი და რუსეთის სახელმწიფოს დღევანდელი სახით არსებობის დაშლის დაწყების გაფორმება, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა დანიის პარლამენტს მიმართა და მოითხოვა, კიდევ უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან მან პარლამენტის დეპუტატებთან მიმართვისას თქვა, რომ ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი თითქმის განადგურდა.
ზელენსკიმ დანიის პარლამენტს უთხრა, რომ მარიუპოლში 100 000-ზე მეტი ადამიანია ჩარჩენილი, რომლებიც წყლის დასალევად თოვლს ადნობენ:
„გთხოვთ თქვენ და მთელი მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსულ ნავთობზე. არავითარი ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან. დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის. და ეს უნდა იყოს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სოლიდარობის პოლიტიკა...რუსეთს სურს უკრაინისგან არაფერი დარჩეს, გარდა ნანგრევებისა და ლტოლვილებისა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
ზელენსკიმ ისაუბრა რუსული არმიის მიერ, ხალხის ძალით გატაცებაზე, გაუპატიურებასა და ძარცვაზე. მისი თქმით, 2000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის ადგილსამყოფელი უცნობია.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 6-7 აპრილს გაიმართება - შეხვედრაში ალიანსის არაწევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც არიან მიწვეულები.
კერძოდ, სესიაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ახალი ზელანდიის, შვედეთის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.
რუსეთის საჰაერო ფედერალურ სააგენტოს სერვისზე კიბერთავდასხმა განოხრციელდა. სერვერებიდან წაშლილიადოკუმენტები, ფაილები, თვითმფრინავის რეგისტრაციის მონაცემები და წერილები. კიბერთავდასხმა სავარაუდოდ, ჰაკერულმა ორგანიზაციამ Anoymous-მა განახორციელა.
პენტაგონის შეფასებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბოლო მანევრების მიხედვით, ოკუპანტების ახალი პრიორიტეტი დონეცკის ოლქის სრულად დაკავებაა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში, მორიგ ანონიმურ ბრიფინგზე ისაუბრეს.
პენტაგონში ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დონბასზე ფოკუსირებას, შესაძლოა, რამდენიმე ახსნა ჰქონდეს:
პენტაგონის ცნობითვე, რუსული არმიის ნაწილები ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით კიევიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი დედაქალაქიდან 55 კილომეტრში დგანან.
"ჩვენ მივიღეთ წერილობითი წინადადებები უკრაინისგან, რომელიც ადასტურებს მათ სურვილს ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსის შესახებ, უარი თქვას ყველა სახის მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებაზე და განთავსებაზე, მათ შორის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური. უცხოური სამხედრო ბაზებისა და უცხოური ჯარების შემოყვანაზე ტერიტორიაზე" - აცხადებს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი სტამბულში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
მან მეხუთე რაუნდს კონსტრუქციული უწოდა და თქვა, რომ უკრაინისგან მიღებულ შეთავაზებებს, განიხილავენ:
"რუსეთი ორ ნაბიჯს დგამს უკრაინის მიმართ კონფლიქტის დეესკალაციისთვის"- განაცხადა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება 2 ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას. მედინსკის თქმით, შეხვედრა შესაძლებელია მაშინ, როდესაც შეთანხმება მზად იქნება.
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციის წევრმა და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
"ყველამ იცის რომ უკრაინა რუსეთისგან განსხვავებულად მოქმედებს. ჩვენთვის მთავარია რომ ქვეყანა საზოგადოებას ესაუბროს. ჩვენს გვაქვს გარკვეული პოზიტივი იმ პოზიციებთან რომელსაც ვაჟღერებთ. ახალი შეთანხმების მიხედვით განსხვავებული ურთიერთობა გვექნება იმ ქვეყნებთან, რომელიც უსაფრთხოების გარანტორები იქნებიან. ამასთან, ამ შეთანხმების იმპლემენტაცია გარკვეულ ეტაპებს გაივლის. პირველ რიგში ეს იქნება რეფერენდუმი სადაც ჩვენი მოქალაქეები თავის პოზიციას დააფიქსირებენ, შემდეგ გარანტორი ქვეყნებისა და უკრაინის პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირება მოხდება. ეს მნიშვნელოვანია. ეს მოგვცემს გარანტიას რომ შეთანხმება იმუშავებს.
რაც შეეხება ყირიმს, ეს ახალი გარანტიების დამატებითი პუნქტი იქნება, რაც გულისხმობს რომ ჩვენ დავუბრუნდებით 2015 წლის მოლაპარაკებების ფორმატს.
ცალკე პუნქტი დაეთმობა საკითხს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში ყირიმის პრობლემის მოსაგვარებლად სამხედრო ძალებს არ გამოიყენებენ. რაც შეეხება დონბასს, ეს საკითხი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებზე იქნება განხილული." თქვა პოდოლიაკმა.
თუ ამ შეთანხმებას მივაღწევთ, უკრაინას შეეძლება დააფიქსიროს თავისი დღევანდელი სტატუსი როგორც ბირთვული იარაღის არ მქონე - სრულიად ნეიტრალური ქვეყანა - აცხადებს უკრაინის დელეგაციის წევრი, ოლექსანდრ ჩალი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას.
ის ასევე განმარტავს, რა ვალდებულებები ექნებათ გარანტორ ქვეყნებს, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში:
"უსაფრთხოების ახალი გარანტიები ომის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამოსავალია. ეს არის შესაძლებლობა დიპლომატიური გზებით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება აღდგეს. ეს არის ახალი იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც ფორმითა და შემადგენლობით ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგიური იქნება. თუ უკრაინა ნებისმიერი სახის აგრესიის, ან სამხედრო თავდასხმის ობიექტი გახდება, უფლება გვაქვს სამდღიანი კონსულტაციები გავმართოთ.
თუ ეს კონსულტაციები პრობლემას დიპლომატიური გზებით ვერ მოაგვარებს, გარანტორი ქვეყნები ვალდებულები იქნებიან უკრაინას როგორც სამხედრო ძალებითა და შეიარაღებით დაეხმარონ და თუ აუცილებელი გახდება, უკრაინის ცაც კი ჩაკეტონ. ეს არის ჩვენ მთავარი პოზიცია. თუ ამ შეთანხმებას მივაღწევთ, უკრაინას შეეძლება დააფიქსიროს თავისი დღევანდელი სტატუსი როგორც ბირთვული იარაღის არ მქონე - სრულიად ნეიტრალური ქვეყანა. ეს ისტორიულად უკვე დაფიქსირებულია ჩვენს მიერ 1990 წლის 16 ივლისს მიღებულ სუვერენიტეტის დეკლარაციაში. გარანტიების მიღების შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე არ განთავსდება სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზები, არც სამხედრო კონტინგენტი და სამხედრო პოლიტიკურ ალიანსებში არ გავწევრიანდებით. ამასთან ჩვენ ქვეყანაში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ გარანტორ ქვეყნებს ექნებათ. თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ შეთანხმების თანახმად, რაც ჩვენთვის მთავარია რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება ექნება და გარანტორი ქვეყნები ამაში დახმარებას გაგვიწევენ." ამბობს უკრაინის დელეგაციის წევრი, ოლექსანდრ ჩალი.
"პუტინი არც გიჟია და არც თვითმკვლელი, თუმცა მას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი თუკი ეცოდინება, რომ დაუსჯელი დარჩება" - ამბობს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმართან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ ხადარკოვსკი.
მისი თქმით, ბაიდენმა მკაფიო პასუხი გასცა პუტინს მასობრივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში და მსგავსი პოზიცია ნატოს თავიდანვე რომ ჰქონოდა, პუტინს ნაკლები სურვილი ექნებოდა, რომ ბირთვული შანტაჟისთვის მიემართა.
"რაც შეეხება ბირთვულ შანტაჟს, ჩემი აზრით მას ბაიდენმა ძალიან მკაფიო პასუხი გასცა მასობრივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, რეაგირება იქნება ანალოგიური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა მე ვფიქრობ, ნატოს რომ თავიდანვე ასეთი მიდგომა ჰქონოდა, პუტინს ნაკლები სურვილი ექნებოდა ბირთვული შანტაჟისთვის მიემართა . პუტინი არც გიჟია და არც თვითმკვლელი, თუმცა მას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი თუკი ეცოდინება, რომ დაუსჯელ დარჩება და ახლა როდესაც ხედავს, რომ უკრაინაში მისი არმია აგებს, მას ამის სურვილი აუცილებლად გაუჩნდება, გარისკავს თუ არა ის ამას, იმაზე იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის მკაცრ და მტკივნეულ პასუხს."- ამბობს მიხეილ ხადარკოვსკი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევის რეგიონებში საომარ მოქმედებებს „მკვეთრად შეამცირებს“ -ამის შესახებ ინფორმაციას BBC ტელეგრამის არხებში ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამხედრო დეპარტამენტში ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა მკვეთრად შეემცირებინა სამხედრო თავდასხმებს კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ რუსეთმა ამ რეგიონებიდან ჯარები ნაწილობრივ გაიყვანა.
უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც უკრაინა აყენებს, გულისხმობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაშიც ხელი უნდა შეუწყონ მას, გარანტორმა ქვეყნებმა:
"მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ უსაფრთხოების ახალი გარანტიები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასაც გულისხმობს და გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან რომ ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებს ხელი შეუწყონ და დაეხმარონ." განაცხადა არახამიამ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რომელიც დღეს სტამბულში მიმდინარეობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა, დიმიტრი კულებას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც უკრაინის მხარეს ურჩია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე არაფერი ჭამონ, არ დალიონ და მოერიდონ ზედაპირთან შეხებას. ზახაროვა საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს:
"აჰა, ახლა გასაგებია კიევში უკრაინელმა ძალოვნებმა რატომ ჩაცხრილეს მათი მომლაპარაკებელი დენის კირეევი - ის ჭამდა, სვამდა და ზედაპირებს ეხებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებზე" - წერს ზახაროვა
მიკოლაივის რეგიონული ადმინისტრაციის შენობაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. უკრაინის სამაშველო სამსახურმა ნანგრევებიდან 18 ადამიანი ამოიყვანა. ისევ გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ცხრასართულიანი შენობა დღეს დილის საათებში დაიბომბა.
უკრაინისა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
პირველი კომენტარი ზელენსკის პარტიის თავმჯდომარემ, მოლაპარაკებების წევრმა, დავით არახამიამ გააკეთა. მან თქვა, რომ უკრაინა მოითხოვს ნატოს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსი გარანტიების მიღებას. რომელიც იქნება მყარი უსაფრთხოების გარანტიები და არ იქნება მხოლოდ ფურცელზე დაწერილი. მისივე თქმით, ეს გარანტიები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ გავრცელდება. არახამიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორები უკვე განიხილავენ უკრაინის ინიციატივას.
ცნობისთვის, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი რამდენიმე საათი გაგრძელდა.
მიკოლაევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ამბობს, რომ ოკუპანტი მიხვდა, რომ ოლქის აღების არანაირი შანსი აღარ ჰქონდა და ამის საპასუხოდ ჭურვი ადმინისტრაციული შენობის თავზე ჩამოაგდო, საიდანაც ტერიტორიული ერთეული იმართება. ვიტალი კიმი ყვება, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მისი სამუშაო კაბინეტიდან IQOS -ის მთლიანი მარაგი წაიღეს.
"ოკუპანტებმა ადმინისტრაციის შენობას ესროლეს, ნახევარი შენობა განადგურებულია. ეს ნაძირლები ჩემს კაბინეტშიც შევიდნენ IQOS -ის მთლიანი მარაგი დავკარგე. მადლობა ღმერთს უმეტესობამ შენობა დატოვა და სასწაულებრივად გადარჩნენ. ადამიანებს ამ დრომდე ვეძებთ. 100-მდე ადამიანი უსაფრთხოდ არის, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ადმინისტრაციის შენობისთვის ცეცხლის გახსნა იმაზე მიანიშნებს, რომ ოკუპანტებმა მიკოლაევზე შეტევა გადაიფიქრეს და რატომ? თუ ოლქის ხელში აღება გინდა, უნდა გქონდეს ადგილი, საიდანაც მის მართვას შეძლებ. მიხვდნენ, რომ მიკოლაევს ჩემს ფეხებს აიღებდნენ და სალამი ჭურვით შემოგვითვალეს",- ამბობს ვიტალი კიმი
დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს, თანამემამულედ ჩაითვლება - კანონპროექტი დსთ-ს საკითხთა ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კონსტანტინე ზატულინის ინიცირებულია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ორშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს.
ბანკი მკაცრად გმობს უკრაინაში ომს და აცხადებს, რომ ოფისების დახურვა რუსეთის მიერ ბელარუსის დახმარებით განხორციელებული ქმედებების შედეგია.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე თანხმობა ორივე მხარემ განაცხადა და რომ, აბრამოვიჩის მოწამვლის შესახებ ცნობები საინფორმაციო კამპანიის ნაწილია.
„ეს არის საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, საინფორმაციო დივერსიის ნაწილი, ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას, უკვე იყო იგივე აბრამოვიჩის წარმომადგენლების განცხადებები. დელეგაციის წევრები ახლა სტამბოლიდან ტელეეკრანებზე ჩანან",- ამბობს პესკოვი.
უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის მახლობლად, რუსეთის არმიის მე-200 ცალკეული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი დენის კურილო მოკლეს - ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცლებს.
დაკარგული შოიგუ გამოჩნდა და განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, ახლა უნდა ფოკუსირდნენ მთავარ მიზანზე - "დონბასის გათავისუფლებაზე"
"ზოგადად, ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაც საშუალებას იძლევა ძირითადი ყურადღება და ძალისხმევის ფოკუსირება მოხდეს მთავარი მიზნის - დონბასის გათავისუფლებაზე." ამბობს შოიგუ და ამტკიცებს, რომ მისმა არმიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მოიპოვა საჰაერო უპირატესობა - "რუსეთის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ სპეცოპერაციას დასახული მიზნების მიღწევამდე"- აცხადებს შოიგუ.
უკრაინის ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით ,რუსეთი, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რუბლის შეტანას ცდილობს.
უკრაინული მხარის განცხადებით, ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო კონვენციებს და კრემლს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინელების ფინანსური ტერორის მცდელობა.
ეროვნული ბანკი სთხოვს უკრაინის გენერალურ პროკურატურას, გაითვალისწინოს ეს ინფორმაცია საერთაშორისო სასამართლოებისთვის საჩივრის მომზადებისას.
"მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. მთავარია უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ შეთანხმება და მხოლოდ ამ შეთანხმებით შეგვიძლია დავასრულოთ ომი, როგორც ეს უკრაინას სჭირდება", - განაცხადა უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სტამბულში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, შუალედურ ბრიფინგზე.
პოდოლიაკის თქმით, დელეგაციების მიერ ამჟამად განხილული საკითხების მეორე ბლოკი არის ცეცხლის შეწყვეტა, რათა მოგვარდეს ჰუმანიტარული პრობლემა.
"არაფერი ჭამოთ და არ დალიოთ და სასურველია მოერიდოთ ზედაპირთან შეხებასაც" - ურჩია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების წევრებს სტამბოლში, დღევანდელი მოლაპარაკებების დაწყებამდე,
დმიტრო კულებამ ინტერვიუ უკრაინულ საინფორმაციო არხს, „უკრაინა 24-ს“ მისცა, იუწყება BBC.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო 144 ბავშვი დაიღუპა და 220-ზე მეტი დაშავდა.
უწყების ცნობით, 27 მარტს ხარკოვის სოფელ იზიუმში თავდასხმის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
ასევე, დაბომბვების შედეგად დაზიანდა 773 სასწავლო დაწესებულება, მათგან 75 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად დაზიანებულია დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ჟიტიმორის, სუმის, კიევისა და ხერსონის რეგიონები.
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს, რის შედეგადაც, ადმინისტრაციის შენობა დაზიანდა.
BBC-ის ცნობით, მიკოლაევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ნანგრევების ქვეშ რვა ადამიანი რჩება.
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ვლადიმერ მედინსკიმ და დავით არახამიამ პირისპირ ფორმატში მოლაპარაკებები გამართეს.
ამასთან, მსოფლიო ყურადღების ცენტრშია სტამბოლი- დოლმაბაჰჩეს სასახლე, სადაც უკვე ერთ საათზე მეტია, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებების მე-5 რაუნდს მართავენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ "Z" სიმბოლოს კრიმინალიზება მოახდინონ.
კულება განმარტავს, რას ნიშნავს ეს სიმბოლო და რატომ უნდა აიკრძალოს ის.
"მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, კრიმინალიზება მოახდინონ "Z" სიმბოლოს გამოყენებაზე, როგორც რუსეთის აგრესიული ომის საჯარო მხარდაჭერის საშუალებაზე. "Z" ნიშნავს რუსეთის სამხედრო დანაშაულებებს, დაბომბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელს. ამ ბარბაროსობის საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა აიკრძალოს",- წერს კულება
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ამ წუთებში უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი იწყება. მხარეები ერთმანეთს პირისპირ დოლმაბაჰჩეს სასახლეში ხვდებიან.
ცოტა ხნის წინ დელეგატებს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმართა და იმედი გამოთქვა რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება შედეგიანი იქნება.
"დღეს მე მივდივარ ტაშკენტში, ოფიციალური ვიზიტით, მაგრამ გიტოვებთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა საჭიროების შემთხვევაში მისგან დახმარება მიიღოთ. შესაძლებელია ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც დააკმაყოფილებს ორივე ქვეყნის ლეგიტიმურ მოთხოვნებს და რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება სანდოდ მიიჩნევს. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ დაიშურებთ ძალისხმევას, რომ მშვიდობა დამყარდეს", - თქვა ერდოღანმა.
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ ნიკოპოლის სიახლოვეს სარაკეტო დარტყმა განახორციელა - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ევგენ ევტუშენკომ განაცხადა.
24 თებერვლიდან 29 მარტამდე პერიოდს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლები გადაისროლა და ისინი უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან.
უწყების ცნობით, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო ოპერაციებში სირიიდან და აფრიკიდან "ვაგნერის" 1 000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთვება, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ამის მიზეზი კი რუსული არმიის მიერ განცდილი სერიოზული დანაკარგებია.
CNN-ის ცნობით, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა PBS Newshour-ს გუშინდელ ინტერვიუში, თქვა, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ქვეყნის არსებობას დაემუქრება - და არა უკრაინაში მიმდინარე ომში.
პესკოვი ამბობს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები მიღწეული იქნება და რომ ამაში ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ "ოპერაციის ნებისმიერი შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი".
ჟურნალისტის კითხვას, გულისხმობდა თუ არა პუტინი წარსულში ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მის გამოყნებას, იმ შემთხვევაში, თუ მესამე მხარე ჩაერთვებოდა კონფლიქტში, პესკოვმა უპასუხა - "არა, მე ასე არ ვფიქრობ. არ მგონია".
რუსეთმა ორშაბათს სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ქალაქ ლიუბოტინზე, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი განადგურდა.
ხარკოვის რეგიონული პროკურატურა Telegram-ის განცხადებაში აცხადებს, რომ შვიდი ადამიანი დაშავდა. ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
იაპონია კრძალავს ძვირადღირებული მანქანების, მოტოციკლებისა და ალკოჰოლის მიწოდებას რუსეთში - BBC-ის ცნობით, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ფართოვდება. ექსპორტი 5 აპრილიდან აიკრძალება.
გარდა ამისა, აიკრძალება იაპონური ხელოვნების ნიმუშების, ბეწვის, სამკაულების, თამბაქოსა და კოსმეტიკური საშუალებების მიწოდება.
რუსეთმა როვნოს ოლქი მდებარე ნავთობბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა, ვიტალი კოვალმა გაავრცელა.
მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
ბოლო რამდენიმე დღეა, ოკუპანტები აქტიურად ბომბავენ უკრაინის ნავთობ ობიექტებს. 26 მარტს სარაკეტო დარტყმები ლვოვში მდებარე ნავთობბაზაზე განხორციელდა, ხოლო 27 მარტს ლუცკის სანავთობო ბაზაზე, სადაც გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ბაზა კი მთლიანად განადგურებულია.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ოკუპირებულ ყირიმში დაახლოებით 150 ადამიანია გადასროლილი. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბში განაცხადეს. უწყების ცნობითვე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული არმიის შევსებისთვის მოხალისეებს აქტიურად აგროვებენ. არ აქვს მნიშვნელობა, აქვთ თუ არა მათ საბრძოლო გამოცდილება ან გავლილი აქვთ თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
"150 ადამიანი სამხრეთ ოსეთიდან ყირიმში-მეზობელ ოლქებში საბრძოლველად გადმოისროლეს. ასევე დაფიქსირებულია ფარული მობილიზაცია - რუსული არმიის დანაკარგების შესავსებად და მოსახლეობის უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად. შერჩევისას მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას აქცევენ ყურადღებას და არა სამხედრო გამოცდილებას. ასევე მოჰყავთ პირები, რომლებსაც ნასამართლეობა აქვთ მოხსნილი", - განაცხადეს გენშტაბში.
The Financial Times წერს, რომ რუსეთი მოლაპარაკების ფარგლებში უკრაინის "დენაციფიკაციას" აღარ ითხოვს და მზადაა ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების "უფლება მისცეს". ამის შესახებ გამოცემა 4 წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, მოსკოვი ითხოვს, რომ უკრაინამ, უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებაზე უნდა თქვას უარი. მხარეები სამხედრო მოქმედებების შეჩერებას განიხილავენ.
წყაროები ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი აღარ შეიცავს რუსეთის 3 ძირითადი მოთხოვნის განხილვას - "დენაციფიკაცია", "დემილიტარიზაცია" და რუსული ენის სამართლებრივი დაცვა უკრაინაში. განსახილველი შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ თავი უნდა შეიკავოს ბირთვული იარაღის შემუშავებაზე ან მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსებაზე, გარდა იმისა, რომ ნატოში წევრობაზე უარი თქვას.
უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებების გასამართად თურქეთის ქალაქ სტამბოლში უკვე ჩავიდა. პირისპირ მოლაპარაკებებს, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამართულა, თურქეთის პრეზიდენტი მასპინძლობს.
შეხვედრა სამშაბათს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ თრასის თქმით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს უკრაინა "არ უნდა გაიყიდოს" და პუტინმა უკრაინაში შეჭრით სარგებელი არ უნდა მიიღოს. განცხადება თრასმა თემთა პალატაში გამოსვლის დროს გააკეთა.
აღნიშნა, რომ პუტინი "მოლაპარაკებების მიმართ არასერიოზულია" და აგრძელებს უდანაშაულო მოქალაქეების დაბომბვას. მან ასევე თქვა, რომ G7-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ უნდა მოიხსნას სანამ პუტინი ომს აგრძელებს და უკრაინაში ჯარები ჰყავს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა წარსულში დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.
"მათ შორის საუბარია "2014 წლის კონფლიქტის დარეგულირებაზე, რომელმაც ვერ უზრუნველყო უკრაინის ხალხის ხანგრძლივი უსაფრთხოება. ამის შემდეგ, პუტინი უბრალოდ მეტისთვის დაბრუნდა, ამიტომ ამ საშინელი აგრესიის შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ მისი გამარჯვება“, - თქვა თრასმა.
ჰაკერულმა დაჯგუფება ANONYMOUS-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანება გამოაქვეყნა. მათი ცნობით, ბრძანება უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით, პროპაგანდისტული ვიდეოების გავრცელებას ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნდა გავრცელდეს ის ვიდეოები, რომლებიც "უკრაინელი სამხედროების მიერ რუსი ტყვეების მიმართ არაადამიანურ ქცევას ასახავს".
მას ხელს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დმიტრი ბულგაკოვი აწერს და 21 მარტით თარიღდება.
28 მარტი
"არ ვფიქრობ, რომ პუტინი ბუნკერში ორი კვირაა, ან ექვსი თვეა იმყოფება, ის დაახლოებით ორი დეკადაა ბუნკერშია. ამას არ ვამბობ პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ვგულისხმობ, რომ ის ინფორმაციულ იზოლაციშია, სადაც თავისი წრისგან იკვებება მონაცემებით. სანამ ის ბუნკერში იმყოფებოდა, უკრაინა არსებითად შეიცვალა. ასე რომ, მისი ხედვა უკრაინის მიმართ ძალიან განსხვავებულია იმ უკრაინისგან, რაც რეალურ ცხოვრებაში არსებობს".
- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მისი აზრით, პუტინს სჯერა, რომ უკრაინას არ აქვს არსებობის უფლება?
"თუ ის გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებს, ის გადაიქცევა კეთროვნად ამ მსოფლიოში" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით საუბრობს.
„არ მგონია, რომ ჩემი მიმართვა პუტინისადმი დიპლომატიას გაართულებს, ის რაც არსებულ ვითარებას ართულებს არის პუტინის ქცევა და უკრაინაში ხოცვა-ჟლეტვის გაგრძელება. ეს მთელ მსოფლიოს ათქმევინებს, „ღმერთო ჩემო, რას აკეთებს ეს კაცი.“ თუ ის გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებს, ის გადაიქცევა კეთროვნად ამ მსოფლიოში, არ მგონია რომ ჩემი ნათქვამი ამ კონფლიქტის ესკალაციაში რაიმე როლს შეასრულებს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი სიტყვებით მე არ ვგულისხმობდი, რომ პუტინის მიმართ გვაქვს ფუნდამენტური სტრატეგია და პოლიტიკა რომ ის ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ, მე ამ ნათქვამით გამოვხატავდი ჩემს ემოციურ აღშფოთებას ომის მიმართ", - განაცხადა ბაიდენმა.
"მე არცერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან" - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას არ გულისხმობდა რეჟიმის ცვლილების სურვილს რუსეთში და რომ მან ეს თქვა ემოციურ ფონზე.
„მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რასაც განვიცდი პუტინის ქცევისა და ამ ადამიანის ქმედებების მიმართ... მე არც მაშინ ან არც ახლა არ ვსაუბრობ რუსეთში რეჟიმის ცვლილებაზე,“- თქვა ბაიდენმა.
ოკუპანტებმა რივნენსკას ოლქში მდებარე ნავთობის საცავზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებში ავრცელებს და წერს, რომ რუსებმა რაკეტა ნავთობის საცავს ესროლეს.
რივნენსკში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რომან აბრამოვიჩისა და ქვეყნის დელეგაციის წევრების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ მოლაპარაკებების ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
პოდოლიაკის თქმით, ახლა უამრავი სპეკულაცია და სხვადასხვა შეთქმულების თეორია ვრცელდება.
"ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოლაპარაკებათა ჯგუფის წევრები დღეს რეგულარულ რეჟიმში მუშაობენ," - თქვა მან.
რომან აბრამოვიჩთან დაახლოებულმა წყარომ დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი მოიწამლა მარტის დასაწყისში, სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. ინფორმაციას bbc ავრცელებს. აბრამოვიჩის წარმომადგენელს არ უთქვამს, კიდევ ვინ იყო სამიზნე.
სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს მოწამვლის სიმპტომები აქვთ - ინფორმაცია ამის შესახებ WSJ-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, უზენაესი რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი მარტში მოწამლეს, რის გამოც ის დროებით ჩამოცილდა მოლაპარაკებებს.
გავრცელებული ინფორმაციით უმეროვი კიევში მოწამლეს, მაგრამ ის გადარჩა და ახლა "თავს თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს".
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დედაქალაქში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაიღუპა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ კიევში 20-ზე მეტი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ შეძლო.
ასევე კლიჩკოს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ კიევში 82 მრავალსართულიანი შენობა განადგურდა.
უკრაინაში ოპოზიციურმა პარტიამ "სიცოცხლისთვის" არსებობა შეწყვიტა. პარტიის თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ „მშვიდობის პარტია“ ვერ გააგრძელებს არსებობას ომის დროს. განცხადება პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი წაიშალა.
განცხადებაში რაბინოვიჩმა ასევე მოუწოდა პოლიტიკოსებს ომის დასრულებისკენ. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფაქტი ნახსენები არ არის.
რაბინოვიჩის თქმით, ავადმყოფობისა და ოპერაციის შემდეგ ის ისრაელში თებერვლის დასაწყისიდან - „დღეს უკრაინაში ვერ ვიქნები, ვცდილობ ვიყო სასარგებლო იქ, სადაც ახლა ვარ“, - ამბობს ის.
რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე, უკრაინის დელეგაციის წევრი რუსტემ უმეროვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოწამლეს:
"მე კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა ყვითელ ამბავზე, რომელიც გავრცელდა.
გთხოვთ არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენთან საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს.
თავს გაუფრთხილდით. Slava Ukraini!" - წერს უმეროვი.
ჩელსის დამფუძნებელსა და რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, მოწამვლის სიმპტომები აქვთ. ინფორმაციას The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ სიმპტომები მოლაპარაკებების შემდეგ გამოუვლინდათ.
როგორც გამოცემა წერს, აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრს აღენიშნებათ თვალების სიწითლე, ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახესა და ხელებზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს ტელეფონით
ესაუბრა. როგორც მან Twitter-ზე დაწერა, განიხილეს ბლოკირებულ ქალაქებში კრიტიკული ჰუმანიტარული მდგომარეობა, ასევე, გაცვალეს ინფორმაცია სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ.
"განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა" - წერს ზელენსკი.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მოლაპარაკებების დაწყების სავარაუდო დრო დილის 10.30 საათია.
უკვე თურქეთში იმყოფება რუსეთის დელეგაცია, ხოლო უკრაინის, სტამბულში დღეს საღამოს ჩავა.
მოლაპარაკებების ყველა რაუნდი უკრაინასა და რუსეთს შორის, ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა. მთავარი მოთხოვნა უკრაინის მხრიდან, ცეცხლის შეწყვეტაა.
უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ბლოკადის შემდეგ მარიუპოლიდან 150 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დაახლოებით 170 000 რჩება ბლოკადაში და წინასწარი შეფასებით თითქმის 5000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 210 ბავშვი.
ქალაქი 1 მარტიდან ალყაშია, რის გამოც, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დათვლა ამ დროისთვის შეუძლებელია. ბლოკადამდე მარიუპოლი 140 000-მდე ადამიანმა დატოვა.
უკრაინაში, მოქალაქეები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სხვადასხვა ქანდაკებას საჰაერო თავდასხმებისგან ქვიშის ტომრებით იცავენ. კიევიდან და სხვა ქალაქებიდან ვრცელდება ფოტო/ვიდეო მასალა, სადაც ასახულია, როგორ აგებენ ტომრების ბარიკადებს ისინი ძეგლების გარშემო.
ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის ცნობით, ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებულია. ამის შესახებ ვიდეომიმართვა მან ტელეგრამის საკუთარ არხზე გაავრცელა.
"ჩვენი ირპენი მოსკოვის ბოროტებისგან თავისუფალია. დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს", - წერს მარკუშინი.
G7- ის ქვეყნები (აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა) არ გადაიხდიან რუბლს რუსულ გაზში, როგორც ამას რუსეთი მოითხოვს - ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა G7-ის ენერგეტიკის მინისტრებთან კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა ... შეთანხმებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ... რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ კომპანიებს არ შეასრულონ პუტინის მოთხოვნები." თქვა მინისტრმა.
უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა არ გამორიცხავს, რომ მარიუპოლში ოკუპანტების დანაშაულები გენოციდად კვალიფიცირდეს.
"ის, რაც მარიუპოლში ხდება, აღარ არის ომის დანაშაული... ომს აქვს წესები, მაგრამ აქ არ არის წესები. მე ვუყურებ მას გენოციდის კვალიფიკაციის შესაძლებლობის თვალსაზრისით, როდესაც მთელი ქალაქი მძევლად არის აყვანილი. სადაც ხალხი წყლის გარეშეა. საკვების გარეშე, სითბოს გარეშე. სადაც არ არის გასვლის შესაძლებლობა. სადაც ესვრიან კოლონებს, რომლებიც ცდილობენ ქალაქის დატოვებას" - თქვა ვენედიქტოვამ.
სუმის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკით განზრახ გადაუარეს ოჯახს - უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევაზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 27 მარტს, დაახლოებით 17:15 საათზე, სუმის რაიონის, კონოტოპის რაიონის სოფელ ჩუმაკოვეს მიმდებარედ, ავტომაგისტრალზე მოხდა.
„საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით რუსი სამხედრო მოსამსახურე შეგნებულად დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით ფეხით მოსიარულეებს, შედეგად დაშავდა ოჯახი -15 წლის ბიჭი და მისი დედა, 33 წლის მამაკაცი კი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. საავადმყოფოში“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის დაზვერვა ევროპაში მომუშავე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო აგენტების სიას აქვეყნებს. სია 620 ადამიანისგან შედგება და სავარაუდო აგენტების პირადი მონაცემებია მითითებული - ყველა ევროპელმა უნდა იცოდეს მათი სახელები! - წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.
შეგახსენებთ, პუტინის ბრძანებით რუსულ საოკუპაციო არმია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მას შემდეგ ბომბავს და ანადგურებს ქალაქებს, სამოქალაქო ობიექტებს, საავადმყოფოებს და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას
"ნოვაია გაზეტა" აჩერებს გაზეთის გამოცემას როგორც ონლაინ, ასევე, ბეჭდური სახით - ამის შესახებ ინფორმაციას BBC რედაქტორებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რედაქტორების თქმით, რუსეთის მედიის დამკვირვებლის, როსკომნადზორის მეორე გაფრთხილების მიღების შემდეგ გამომცემლობის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
„როსკომნადზორის ორი გაფრთხილება წელიწადში მედიის ლიცენზიის გაუქმებას ნიშნავს...მეორე გაფრთხილება რისთვის მივიღეთ, არ ვიცით, არც ფორმულირება ვიცით. დამატებით არაფერი გადმოგვცეს“, - განაცხადა პრესმდივანმა, ნადეჟდა პრუსენკოვამ.
რამზან კადიროვი მარიუპოლში ჩავიდა და მე-8 არმიის მეთაურს, გენერალ მორდვიჩევს შეხვდა - ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები, რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რამზან კადიროვისთვის, რუსეთის გვარდიის გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭების შესახებ.
პუტინის ომმა, უკრაინას დღემდე 564,9 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა - ინფორმაციას, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სვირიდენკო წერს, რომ უკრაინაში ინფრასტრუქტურის ზარალი 119 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. დანგრეულია და დაზიანებულია თითქმის 8 ათასი კმ გზა, ათობით რკინიგზის სადგური და აეროპორტი.
სიტუაცია მარიუპოლში იყო და არის უმძიმესი. ქალაქი დღეს ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარს მიღმაა - აცხადებს ოკუპანტების ბლოკადაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.
მისი თქმით, რუსები დამიზნებით ანადგურებენ და ესვრიან ტრანსპორტს, რომლითაც მოქალაქეები ქალაქის დატოვებას ცდილობენ და მათ ცინიკურად პასუხობენ, რომ ხალხის გატარების "ბრძანება არ აქვთ".
„მინუს ერთი ჩიტი“ - ამ წარწერით უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენის ფოტო Telegram-ში გამოაქვეყნა.
"ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს ოკუპანტები, რომლებმაც გაანადგურეს ჩვენი ქალაქები და სოფლები. მინუს ერთი ჩიტი... პლუს ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე!" - ნათქვამია განცხადებაში.
გისურვებთ, თქვენთან ყოველ ღამე მოდიოდნენ მკვდარი ადამიანები დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან ზაპოროჟიედან და გეუბნებოდნენ მხოლოდ ერთ სიტყვას: რისთვის? გისურვებთ, რომ თქვენი შვილების თვალებში ხედავთ იმ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც ნანგრევებიდან ამოჰყავთ - ამ, სიტყვებით მიმართავს რუსი მსახიობი ალექსეი პანინი თავის რუს კოლეგებს, რომლებიც პუტინს უჭერენ მხარს.
პანინი საკუთარი ქვეყნიდან უკრაინაში დაწყებული ომის გამო წავიდა.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სწორედ ამ სიტყვებით ულოცავს კოლეგებს, თეატრის დღეს.
მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ხვალ დილის 10 საათიდან განახლდება. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებს შორის დიალოგი შესაძლოა 2 დღეს გაგრძელდეს. ცნობილია დელეგაციის შემადგენლობაც. უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოადგენენ რადას დეპუტატი დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 მარტს შავ ზღვაში საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს. ნაღმი ქალაქ იგნეადასთან, ბულგარეთის საზღვართან ახლოს იპოვეს.
უწყების ცნობით, სპეცდანიშნულების ჯგუფი ადგილზე ნაღმის გასანეიტრალებლად გაგზავნეს.
The Economist-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული უკრაინელი მერები ცოცხალი აღარ არიან - "ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. მათ ზოგი მოკლეს. ზოგს ვერ ვპოულობთ. ზოგი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან."
მისივე თქმით, ზოგიერთი მერი ოკუპანტებმა შეცვალეს.
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები სტამბულში დღეს სავარაუდოდო არ შედგება. როგორც კრემლის პრესსპიკერი ამბობს, შეხვედრა შესაძლოა ხვალ გაიმართოს.
გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებები თურქეთში გაგრძელებულიყო, რუსეთ-უკრაინის დელეგაციებმა ონლაინ შეხვედრის დროს მიიღეს. როგორც "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ და ერთ-ერთმა მომლაპარაკებელმა უკრაინის დელეგაციიდან, დავით არახამიამ გუშინ დაწერა, მეხუთე რაუნდი 28-30 მარტს უნდა გაიმართოს.
სლოვაკეთმა უკრაინის პრეზიდენტი ალექსანდრ დუბჩეკის სახელობის სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვა. ამის შესახებ პოსტი Twitter-ზე ქვეყნის პრემიერმა გამოაქვეყნა. პრემია თავისუფლებისა და იმედის სიმბოლოა.
"პუტინმა გადაწყვიტა, უკრაინაში გაიმეოროს ის, რაც საბჭოთა კავშირმა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში გააკეთა. ის იყენებს სამხედრო ძალას, რომ ჩაახშოს ადამიანთა სწრაფვა დემოკრატიისკენ. ეს დაუშვებელია!" - წერს სლოვაკეთის პრემიერმინისტრი.
რუსებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქები რუბეჟნოე და სევეროდონეცკი დაბომბეს -ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რუბეჟნოეში დაზიანდა სახლი, 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა. რაც შეეხება სევეროდონეცკს, არსებული ინფორმაციით, ჭურვი სახლს მოხვდა. მაშველებმა ნანგრევებში 86 წლის ქალის ცხედარი ნახეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის მიზნით, მტერი „უკრაინელი სამხედროების“ მიერ, "რუსი ტყვეების" მიმართ, არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეოებს იღებს და ავრცელებს - განცხადებას ამის შესახებ უკრაინის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ავრცელებს.
ვალერი ზალუჟინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სტანდარტებს.
უკრაინის ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:
კიევის აღების წარუმატებელი ოპერაციის გამო პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს, თუმცა მას ხელს შეუშლიან - ამის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა განაცხადა.
"პუტინს არ შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი წითელ ღილაკზე ერთი თითის დაჭერით. ეს პირობითი ღილაკი არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ 5 ადამიანი, რომლებმაც ეს ბრძანება უნდა შეასრულონ ჯაჭვურად, ვიდრე ეს რაკეტა გაეშვება. ჩვენი წყაროები დარწმუნებულები არიან, რომ მოიძებნება მინიმუმ რამდენიმე ადამიანი ამ 5-დან, რომლებიც ამას არ გააკეთებენ. პუტინს ესმის, რომ ასეთი რისკი არსებობს, ამიტომ, ალბათ, არ გასცემს ბრძანებს",- ამბობს გროზნევი.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო 143 ბავშვი დაიღუპა და 216 დაშავდა.
პროკურატურა წერს, რომ დაბომბვების შედეგად დაზიანდა 733 სასწავლო დაწესებულება. მათგან 74 მთლიანად განადგურდა.
ყველაზე ცუდი მდგომარეობაა დონეცკის ოლქში, ხარკოვში, მიხაილოვში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებში და ქალაქ კიევში.
"რუსეთმა 2014 წლიდან მილიარდობით დოლარი დახარჯა უკრაინის პრორუს პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ერთგვარი შიდა გადატრიალება უნდა მოეწყოთ ქვეყანაში, თუმცა ამ ადამიანებმა პუტინი უბრალოდ გადააგდეს" - ინფორმაციას საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, ბილინგქეთის აღმასრულებელი დირექტორი ავრცელებს.
ხრისტო გროზევის განცხადებით, საუბარია 160-მდე FSB-ს ოფიცერზე, რომლებსაც განუსაზღვრელი ბიუჯეტი ჰქონდათ გამოყოფილი უკრაინელების გადასაბირებლად.
არჩევანი მხოლოდ ერთია, ჩვენ უნდა დავრჩეთ ცოცხლები, უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს, უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონის საშუალებით.
ტელემიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ერთი ადამიანის შესაჩერებლად, რომლემაც ომი დაიწყო, ყველა უნდა გაერთიანდეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებებიდან 5 შეტევა მოიგერიეს. თავდაცვის ძალების ცნობით, გაანადგურეს ოკუპანტების ორი ტანკი და ტექნიკაც. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალება მსხვერპლიც განიცხადეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ისინი აგრძელებენ რუსული ჯარების შეკავებას, რომლებიც მიზნად ისახავს კიევის მთავარ გზებსა და დასახლებებზე კონტროლის დამყარებას.
"რუსმა ოკუპანტებმა სლავუტიჩი დატოვეს, ქალაქის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს" - ამის შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მერმა, იური ფომიჩოვმა ისაუბრა. ეს არის ქალაქი, რომელიც ჩერნობილის მახლობლად მდებარეობს და სადაც ძირითადად ქარხანაში დასაქმებულები ცხოვრობდნენ.
მან უარყო ბრალდებები, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობს ოკუპანტებთან და მათ ჰუმანიტარული დახმარება სთხოვა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არიან ნეიტრალიტეტი განიხილონ, თუმცა ამისთვის ქვეყანაში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ამ თემაზე მან რუს ჟურნალისტებთან იმ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის ჩვენებაც პუტინმა აკრძალა. პარალელურად, კი მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებმაც ეს ინტერვიუ ჩაწერეს, რუსეთში გამოძიება დაიწყო.
"უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი, ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, რამდენადაც მახსოვს, ეს იყო რუსეთისთვის ყველაზე პრინციპული პუნქტი. ამის გამო ომი დაიწყეს.
უკრაინას შეუძლია რეფერენდუმზე მიიღოს გადაწყვეტილება ნეიტრალურ სტატუსზე, მაგრამ კონვენციის თვალსაზრისით, არავინ არასდროს ჩათვლის ამ რეფერენდუმის შედეგებს, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე არის ჯარები, შეიარაღებული უკანონო ფორმირებები ან სხვა სახელმწიფოს კანონიერი ფორმირებები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ეს შეუძლებელია, ჯარები უნდა გაიყვანონ.
გარანტიებს ყველა მოაწერს ხელს და ეს ყველაფერი გააგრძელებს მუშაობას, შემდეგ იქნება რატიფიცირება პარლამენტში, რეფერენდუმი რამდენიმე თვეში და ცვლილებები კონსტიტუციაში", - ამბობს ზელენსკი.
ირპენი საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ ეპიცენტრად რჩება, მაგრამ ქალაქს ახლა უკრაინული არმია აკონტროლებს. აგრესორი მაინც ცდილობს, მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისას პრობლემები შეუქმნას.
ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის ინფორმაციით, გუშინ ქალაქიდან გასვლა 50 ადამიანს სურდა, თუმცა რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.
რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი თურქეთში შედგება. თუმცა ზუსტი ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. მორიგი რაუნდები 28-30 მარტს უნდა გაიმართოს.
საპორტო ქალაქი მარიუპოლი ისევ ალყაშია - რუსეთის ჯარები ქალაქის რამდენიმე კვარტალს აკონტროლებენ და ცენტრის დაკავებას ცდილობენ, თუმცა ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლ ქვეშ რჩება. მერის ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით ადამიანი და საცხოვრებელი სახლების 90%-მდე დანგრეულია.
მარიუპოლში შექმნილ მდგომარეობაზე დოჰას ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა, რომელმაც თქვა, რომ კოლექტიური დანაშაული იქნება, თუ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად არაფერი გაკეთდება - "მარიუპოლი ახალი ალეპოა".
უკრაინაში, ვოლინის რეგიონში რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ნავთობის საცავზე. ინფორმაციას ვოლინის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი იური პოგოლიაკო ავრცელებს.
მისი თქმით, რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს. გარდა ამისა, რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ლუცკზე.
კიევში, ჟიტომირში, ხარკოვში, ხერსონში - მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში თქვა, რომ
რუსეთმა მათი ჯარისკაცების ცხედრების გადასაცემად, უკრაინას ნაგვის ტომრები შესთავაზა.
"მათ [რუსულმა მხარემ] ჯერ უარი გვითხრა, შემდეგ ტომრები შემოგვთავაზა. ეს ყველაფერი ასეა. იცით, ასე ადამიანები ძაღლის ან კატის სიკვდილის შემთხვევაშიც არ იქცევიან. ეს ნაგვის ტომრებია. არ მესმის, რას ფიქროს ეს ხალხი, რას ფიქრობენ ამ ბავშვის მშობლები",-თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
27 მარტი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ პუტინმა რუსულ ენას ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ისაუბრა.
ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინმა ყველაზე დიდი ზიანი რუსულ ენას მიაყენა. ვფიქრობ, რომ ეს გამოუსწორებელი ზიანია. რა თქმა უნდა, რუსეთის ფარგლებს გარეთ, ადამიანებისთვის რუსულ ენაზე საუბარი უხერხული იქნება. ეს მოხდება ამ კონკრეტული ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც, მსოფლიოში კონკრეტული აგრესორი დასახელდა. სულ ესაა, - ამბობს ზელენსკი.
ის ასევე თვლის, რომ ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს, ახლა ყველაფერი რუსული შესძულდებათ.
რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველმა, რუსულ მედია გააფრთხილა, რომ თავი შეიკავონ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს გაშუქებისგან.
როსკომნადზორმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია გამოძიება იმ რუსულ მედიასაშუალებებზე გამოძიება, რომლებმაც ზელენსკისთან ინტერვიუ ჩაწერეს.
ცნობისთვის, ზელენსკისთან ინტერვიუ Дождь-მა, Медуза-მ, Коммерсантъ-მა და Новая Газета-მ დღეს ჩაწერა.
კიევში, 28 მარტს, სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში განახლდება. ინფორმაციას ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. კლიჩკო წერს, რომ "მნიშვნელოვანია, ქალაქმა ცხოვრება და მუშაობა ასეთი მკაცრი სამხედრო მდგომარეობის მიუხედავადაც შეძლოს".
ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფტალი ბენეტის თქმით, ისრაელი უკრაინელი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. მან აღნიშნა, რომ ისრაელმა დაშავებულთა მოსავლელად უკრაინაში საველე ჰოსპიტალი დააარსა და მისი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ ომის დასასრულებლად.
"ისრაელი მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და აპირებს გააგრძელოს ძალისხმევა ხალხის ტანჯვის შესამცირებლადა და სისხლისღვრის დასასრულებლად. ჩვენ უკვე გავგზავნეთ ჩვენი უმაღლესი დონის სამედიცინო გუნდები უკრაინის დასავლეთ ნაწილში მოწინავე საველე ჰოსპიტალის შესაქმნელად. როგორც მე მითხრეს, ისინი უკვე უვლიდნენ და მკურნალობდნენ 500-ზე მეტ პაციენტს.
ზუსტად ამ წუთში ექიმები და ექთნები გაჭირვებულთა სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. ვამაყობ იმით, რასაც ისრაელი აკეთებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, როცა გვთხოვენ, რომ წვლილი შევიტანოთ ამ ომის დასრულებაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნებით",-თქვა ნაფტალი ბენეტმა ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ არ ვითხოვთ, რომ NATO-მ უკრაინის დასაცავად თავისი ჯარები გამოგზავნოს, რასაც ჩვენ ვამბობთ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა - დახურეთ ცა, გამოგზავნეთ იარაღი და დანარჩენს ჩვენ ვიზამთ. უბრალოდ მოგვეცით იმის 1%, რაც თქვენ გაქვთ",-თქვა რუსლან სტეფანჩუკმა.
Новая газета-ს ინფორმაციით, ლიბანის ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლა" უკრაინაში 800-მდე მებრძოლს გაგზავნის. ცნობილია ისიც, რომ პირველი 200 მებრძოლი ბელარუსის გომელის საჰაერო ბაზაზე 29 მარტს ჩავა.
გამოცემა წერს, რომ თითოეული მებრძოლის ხელფასი თვეში 1 500 დოლარი იქნება.
მათივე ინფორმაციით, უკრაინაში მათ გაგზავნაზე მოლაპარაკებებს "ვაგნერის" წარმომადგენელბი ალექსანდრ კუზნეცოვი აწარმოებდა.
გამოცემის ცნობით, "ჰეზბოლამ" რეკრუტირების ცენტრები სირიის ქალაქ კუსეირში, ალეპოში, იაბრუდსა და საიიდა-ზეინაბში, ასევე ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში გახსნა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებს.
ჩეხეთმა ასობით მილიონი კრონა გაუყინა იმ რუს ოლიგარქებს, რომლებიც უკრაინაში ომის გამო, სანქციების სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმა პეტრ ფიალამ განაცხადა.
"ჩვენ ვთამაშობთ წამყვან როლს ევროპაში [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების კუთხით. ჩვენ გავყინეთ რუსი ოლიგარქების ასობით მილიონი კრონას ოდენობით აქტივები",-თქვა ფიალამ.
ინტერვიუში მან არ გამორიცხა, რომ სანქციების შემდგომი შესრულებისთვის ჩეხეთის საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო. როგორც მან აღნიშნა, საქმე არ ეხება რუსი ოლიგარქების კუთვნილი საწარმოების ნაციონალიზაციას.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს არ აქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვა ქვეყანაში.
"ვფიქრობ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა განმარტეს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეიძლება ჰქონდეს უფლება, აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინაში ან სხვაგან.
როგორც თქვენ იცით და როგორც არაერთხელ გსმენიათ ჩვენგან, ჩვენ არ გვაქვს სტრატეგია რეჟიმის შეცვლის რუსეთში ან სხვა ქვეყნებში. ამ შემთხვევაში და ყველა სხვა შემთხვევაშიც, ეს ხალხის გადასაწყვეტია",-თქვა ბლინკენმა.
"კოლექტიური დანაშაული იქნება, თუ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად არაფერი გაკეთდება" - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დოჰას ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
"მარიუპოლი სამხედრო ალყის ნათელი მაგალითია. სამხედრო ალყები საშინელი ომებია, რადგან სამოქალაქო მოსახლეობას ხოცავენ, ანადგურებენ. ტანჯვა საშინელია" - თქვა მან.
რეჟისორი შონ პენი, ოსკარს მოუწოდებს, 28 მარტს დაგეგმილ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიონ და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცენ.
შონ პენი ამბობს, რომ თუ ზელენსკის გამოსვლის საშუალებას არ მისცემენ, ის თავის ოსკარს გაანადგურებს.
"თუ აკადემია გადაწყვეტს, ეს არ გააკეთოს, თუ წამყვანები გადაწყვეტენ, რომ უკრაინას მხარი არ დაუჭირონ, უკრაინას, რომლებსაც ჩვენს ნაცვლად ხვდება ტყვიები და ბომბები, მათ შორის ბავშვებს, მაშინ მგონია, რომ ამ ადამიანების საქციელი იქნება ყველაზე სამარცხვინო ჰოლივუდის მთელს ისტორიაში და თუ ასე მოხდება, დაბრუნებისთანავე მე ჩემს ოსკარს გადავადნობ",-თქვა მან.
შეერთებული შტატების სენატორი, ჯიმ რიში კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც სენატორმა ინტერვიუში აღნიშნა, სანქციები ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ ის კონგრესს ამ გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
"მე მსურს რუსეთის ყველა ბანკის წინააღმდეგ სანქციების ხილვა. ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რას იქ ხდება, ჩვენ ვერ ვიქნებით ზედმეტად უხეში სანქციებით",-თქვა რიშმა.
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 28-30 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია ავრცელებს, მისი ცნობით, მოლაპარაკებები თურქეთში გაიმართება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ბუდაპეშტში, მარიუპოლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. აქცია მემორიალთან "ფეხსაცმლები დუნაიზე" გაიმართა. მემორიალი იმ ებრაელების ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც ნაცისტებმა გაანადგურეს. მკვლელობამდე ხალხს ფეხსაცმლის გახდას აიძულებდნენ. დღეს კი ბრინჯაოს სკულპტურასთან 300 წყვილი ფეხსაცმელი გამოჩნდა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ადგილი ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას ახსენა. მან თქვა, რომ რუსების სისასტიკე მარიუპოლში ახლა, 21-ე საუკუნეში, არაფრით განსხვავდება 1944-1945 წლებში ბუდაპეშტში ნაცისტების სისასტიკისგან.
- ყოველ დღე ისეთი დიდი სიხარულით ვიღვიძებ, როცა ვხვდები, რომ ცოცხალი ვარ, - სირიაშიც არ მქონდა მსგავსი შეგრძნება.
- მომისმინე, ვხვდები ახლა რასაც განიცდი. ვიცი, რომ ძალიან, ძალიან გიჭირს. მაგრამ სახლში გელოდები.
- შემპირდნენ, რომ 19 მარტს გამიშვებდნენ სახლში, მაგრამ ყოველ დღე მატყუებენ რაც აქ ჩამოვედი. ყველაფერში იტყუებიან.
"ახლა მტერს ორი ახალი მიზანი აქვს - ჩვენი არმიის განადგურება და მარიუპოლის ხელში ჩაგდება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი საუბრობს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პუტინზე აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებას გამოეხმაურა, რომელმაც პუტინს "ჯალათი" უწოდა.
ივანო-ფრანკოვსკის მერს, რუსლან მარჩინკოვს ჰუმანიტარული დახმარების შეტანის დროს ჩერნიგოვის შესასვლელთან ცეცხლი გაუხსნეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაბომბვა ჩერნიგოვის მახლობლად 26 მარტს მოხდა. ვიდეომიმართვა მერმა თავად გაავრცელა და თქვა, რომ შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
ჰკითხეთ ნებისმიერ დედას, რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, იგივე პასუხს მოისმენთ: შვილები. მაგრამ ეს საშინელი ომი ბავშვებისთვის სიკვდილს ნიშნავს, - უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ბრიტანული გაზეთის, Daily Mail-ის რუბრიკაში ისაუბრა, რას გრძნობს ახლა უკრაინელი დედა.
ამბობს, რომ "მკვდარი" და "ბავშვები" - ეს ორი სიტყვა გვერდიგვერდ წარმოუდგენელია.
„ამ ბოლო დროს მკითხეს, ომის დროს ვტიროდი თუ არა. ვტირი ასე. როცა ვხედავ, მაგალითად, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში საფლავს. მასზე ხელნაკეთი დაფა: "დედა... შვილი..." და აჩუქე სიცოცხლე. ასე ასაფლავებენ მეზობლები მიცვალებულებს მუდმივი დაბომბვის ქვეშ ჩვენს ქალაქებში - მარიუპოლში, ბუჩაში, გოსტომელში.
ომის დაწყებისას რუს დედებს ვკითხე, რას გრძნობდნენ, როცა მათმა შვილებმა ჩვენი შვილები დახოცეს. მაგრამ აქამდე მე მესმოდა მხოლოდ გამაყრუებელი სიჩუმე რუსი დედებისგან. დაშინებულები არიან თუ გულგრილები? წარმოდგენაც არ მინდა, რადგან არ ვიცი რომელია უარესი",- ამბობს ოლენა ზელენსკა.
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონი მაქსიმ კაგალი მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, 30 წლის სპორტსმენი, მეტსახელად პიტსონი, "აზოვის" პოლკის წევრი იყო და ქალაქს იცავდა.
მძიმე ვითარებაა სუმში, სადაც მტერმა საჰაერო იერიში დასახლებულ პუნტქზე მიიტანა. დაბომბვას 24 ადამიანი ემსხვერპლა. ცნობილი ხდება, რომ სუმში მცხოვრები ადამიანები სასმელი წყლის, გათბობისა და ჰუმანიტარული დახმარების გარეშე არიან დარჩენილები.
ადგილზე არსებული ვითარება რადას დეპუტატმა და მუსიკალური ჯგუფი "ოკეან ელზის" მთავარმა სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მოინახულა.
"ახლა ქალაქ სუმის ცენტრში ვიმყოფებით. ცენტრი მთლიანად განადგურებულია. ეს ყველაფერი რუსი სამხედროების ჩადენილია. უბრალოდ შეუძლებელია ამის ყურება. 24 ადამიანი გარდაიცვალა. მტერმა დასახლებულ პუნქტზე საჰაერო იერიში მიიტანა. ნახეთ, ეს წიგნია. პატარა ბავშვის წიგნი, რასაც ხედავთ, აქ ყველაფერი რუსების ნახელავია" - ამბობს ის.
ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ უტევენ. შეტაკებები გრძელდება კიევის ოლქში. მაკარივის რაიონი აგრესორების იერიშის შემდეგ მიწასთანაა გასწორებული.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ამ მცირე დასახლებაში სულ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. მათივე თქმით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ გადარჩენილებს ახლობლების დაკრძალვა საკუთარი სახლების ეზოებში უწევთ.
"ხომ ხედავთ რას დაამსგავსეს რუსებმა მაკარივი. ყველაფერი დაბომბილია. გაივლი 200 მეტრს სახლი იწვის, კიდევ 200 მეტრს და იქაც სახლი იწვის. აქ საბავშვო მაღაზია იყო, სათამაშოები იყიდებოდა, დაბომბეს, აქ საცხობი იყო - გაანადგურეს, ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული. გარდაცვლილებს პირდაპირ უკანა ეზოში კრძალავენ. მეზობელმა ქალიშვილი დაკრძალა ქუჩაში მოდიოდა როდესაც ჭურვი ჩამოაგდეს სასაფლაომდე ვერ მიხვალ, საშიშია, ამიტომ ასე გამოვიდა", - ამბობს ადგილობრივი.
ხერსონში ანტისაოკუპაციო აქციები გრძელდება. ოკუპირებულ ქალაქში ცოტა ხნის წინ ვითარება უკიდურესად დაიძაბა.
ათობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც ცენტრალურ მოედანზე ოკუპაციას აპროტესტებდნენ, რუსებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ანტისაოკუპაციო აქციები გაიმართა უკრაინის ქალაქ კახოვკაშიც.
რუსეთში Bild-ისა და პუბლიცისტ ალექსანდრე ნევზოროვის ვებგვერდები დაბლოკეს.
BBC-ის ცნობით, 22 მარტს ალექსანდრე ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სამხედრო ფალსიფიკაციის“ შესახებ. მიზეზი მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვის შესახებ გამოქვეყნებული მასალები გახდა.
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში შესაძლოა, რუსეთთან შეერთებაზე "რეფერენდუმი" უახლოეს მომავალში ჩატარდეს - ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია იუწყება.
ინფორმაცია დღეს "ჟურნალისტებს" ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა დაუდასტურა.
"ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარდება რეფერენდუმი, რომელზეც ხალხი გამოიყენებს თავის აბსოლუტურ კონსტიტუციურ უფლებას და გამოთქვამს აზრს რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება", - თქვა მან.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კოლაბორაციონისტი ამხილა, რომლებიც რუსი ოკუპანტების სასარგებლოდ მუშაობდნენ.
უწყების ცნობით, ხარკოვში დააკავეს პირი, რომელიც კოორდინაციას უწევდა რუსულ დივერსიულ ჯგუფებს დროებით ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში.
გარდა ამისა, დნეპრში დააკავეს კოლაბორაციონისტი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა სურდა.
"მან შეაგროვა მონაცემები დნეპრის კრიტიკული ინფრასტრუქტურის თანამშრომლების, მათი პოლიტიკური ორიენტაციისა და რუსეთისადმი ლოიალობის დონის შესახებ", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე ეკონომიკური სანქციები შეიძლება მოიხსნას, თუ კრემლი დაასრულებს თავის "აგრესიას" უკრაინაში - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა განაცხადა.
ბრიტანულ გაზეთ Telegraph-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები იყო "მყარი ბერკეტი", მაგრამ დასძინა, რომ ეს შეიძლება დასრულდეს "ცეცხლის შეწყვეტით და ჯარების გაყვანით, ასევე, ვალდებულებებით, რომ შემდგომი აგრესია არ იქნება".
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი უნდა დარჩეს პრინციპულ პოზიციაზე "მშვიდობის მისაღწევად" და გააფრთხილა,რუსეთი, რომ ის "სერიოზული" უნდა იყოს მოლაპარაკებების მიმართ.
ჩერნიგოვში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ოლქის გუბერნატორის თქმით, ადგილობრივი ადმინისტრაცია პრეზიდენტის ოფისთან და ვიცე-პრემიერის კაბინეტთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება მოახერხონ.
პუტინი შესაძლოა გეგმავს, უკრაინაში "კორეული სცენარი" გამოიყენოს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ კრემლი შეეცდება, ქვეყნის არაოკუპირებულ და ოკუპირებულ რეგიონებს შორის გამყოფი ხაზი გაავლოს.
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების აგრესიას 12 ჟურნალისტი ემსხვერპლა, 10 კი დაიჭრა. უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებული ჟურნალისტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
პუტინ, შენ ხუილო ხარ და მთელი შენი რუსული სამყარო შენთან ერთად ჩაიძირება - ასე მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს ბელარუსული ბატალიონის ჯარისკაცი, რომელიც უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. მისი თქმით, თუ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსი ჯარისკაცები ჩაერთვებიან, მათაც შეებრძოლებიან, რადგან უკრანული არმია სიმართლის მხარეს იბრვის.
ანდრეი სადავოიმ განაცხადა, რომ აუცილებელია, დროულად მოხდეს უკრაინის დახმარება შეიარაღებით, რადგან საფრთხე ძალიან სერიოზულია.
დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო. მანამდე კი ოკუპანტებმა ქალაქზე სულ მცირე სამი საჰაერო იერიში მიიტანეს. დაიბომბა საწვავის გამანაწილებელი პუნქტი. მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას ათობით სახანძრო სამაშველო ბრიგადა მთელი ღამე ცდილობდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 27 მარტამდე პერიოდს.
უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 65, ხარკოვის ოლქში - 45, დონეცკის ოლქში - 53, ჩერნიგოვის ოლქში 38, ნიკოლაევის ოლქში - 29, ლუგანსკის ოლქში - 25, ზაპოროჟიეს ოლქში - 19, ხერსონის ოლქში - 21, დედაქალაქ კიევში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15, სუმის ოლქში - 14.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სოფლები პოლტავკა და მალინივკა რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სპეცოპერაციის დროს უკრაინელმა დამცველებმა 80-ზე მეტი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინეს და გაანადგურეს რამდენიმე ჯავშანტექნიკა.
უკრაინული მედიის ცნობით, 39 წლის ოლეინიკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადის შემადგენლობაში იყო და საბრძოლო ზონაში დავალებებს ასრულებდა.
ლუგანსკის სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ქალაქ პოპასნაში რუსმა ოკუპანტებმა ნაღმმტყორცნებიდან საკუთარ პოზიციებს ესროლეს. მისი თქმით, ორკების მცდელობა, დაეკავებინათ პოპასნა და რუბეჟნოე, წარუმატებლად დასრულდა.
ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების 1 თვითმფრინავი, 8 ტანკი, 11 ჯავშანტექნიკა, 12 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 ფრთიანი რაკეტა და ნაღმტყორცნები გაანადგურეს.
უკრაინელი მოხალისეები კადიროველებისგან ყიდულობენ ინფორმაციას რუსი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ - ინფორმაციას უნიანი, რადას დეპუტატ, ალექსეი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ლონდონში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერა და გვერდში დგომა სთხოვა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის აშშ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გამოყოფს.
დახმარება გამიზნული იქნება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომ უზრუნველყოს საზღვრის უსაფრთხოება, შეინარჩუნოს სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციები და დაიცვას სამთავრობო ინფრასტრუქტურები.
26 მარტი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი გაათავისუფლეს. მათვე ცნობით, რუსი ოკუპანტები ქალაქიდან გაიქცნენ, შეიარაღება, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა კი ადგილზე დატოვეს.
თეთრი სახლის განმარტებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთში ხელისუფლების შეცვლა არ მოუთხოვია.
"ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში" - თქვა ჯო ბაიდენმა პოლონეთში, ისტორიული ვიზიტის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ NATO-ს ქვეყნებზე თავდასხმას პასუხი მოჰყვება. "არც კი იფიქრო NATO-ს ტერიტორიის ერთ სანტიმეტრზე გადასვლაზე",-თქვა მან.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ მე-5 მუხლის გათვალისწინებით, აშშ-ს ვალდებულება აქვს, NATO-ს თითოეული ქვეყნის ტერიტორია დაიცვას.
ეჭვგარეშეა, რომ ეს ომი უკვე სტრატეგიული დამარცხებაა რუსეთისთვის. მე თვითონ დავკარგე შვილი, ვიცი, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებმაც ოჯახები დაკარგეს. პუტინს ეგონა, რომ უკრაინელები დაიხევდნენ უკან და არ იბრძოლებდნენ - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.
ბაიდენმა ვარაშავაში სიტყვით გამოსვლისას, რუს ხალხსაც მიმართა და თქვა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, ავტოკრატიული ძალები აღორძინდა მთელ მსოფლიოში. მისი დამახასიათებელი ნიშნები ნაცნობია: კანონის უზენაესობის ზიზღი, დემოკრატიული თავისუფლების ზიზღი, თავად სიმართლის ზიზღი - თქვა ჯო ბაიდენმა პოლონეთში, ისტორიული ვიზიტის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას.
ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა პოლონეთში, ისტორიული ვიზიტის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას, სადაც უკრაინას და უკრაინელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა დიქტატორი.
ეს ბრძოლა არც დღეებსა და არც თვეებში არ იქნება მოგებული. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი ბრძოლისთვის - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტის დასასრულს, სიტყვით გამოსვლისას:
მარიუპოლში რუსმა ოკუპანტმა 11 წლის გოგონას სახეში ესროლა. ბავშვი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ტყვიამ მას ყბა-სახის არე დაუზიანა, რის გამოც გოგონას საუბარი უჭირს. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
შემთხვევა კი უკრაინული მედიის ინფორმაციით, 16 მარტს, ვასილივკას მახლობლად მოხდა. ბავშვს ესროლეს მაშინ, როდესაც ის და დედასა და ბებიასთან ერთად, ალყაში მოქცეული მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა.
რუსებმა მათ მანქანას ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნეს.
შეერთებული შტატები სანქციებს განიხილავს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რუს სამხედროებს ამარაგებენ. ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "ჯალათი" უწოდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის მსგავს ადგილებში ხშირად ყოფილა, თუმცა მას ყოველთვის აკვირვებს "ადამიანის სულის სიღრმე და ძალა".
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინელ ოჯახს შეხვდა, რომლებიც იძულებული გახდნენ, რომ რუსეთის აგრესიის გამო, ქვეყანა დაეტოვებინათ.
ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც ბაიდენს ესაუბრა თქვა, რომ ის პოლონეთში ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მისი მეუღლე და ვაჟი საბრძოლველად უკრაინაში დაბრუნდნენ.
"უკრაინელი დედები მზად არიან [პუტინი] შიშველი ხელებით დაახრჩონ",- უთხრა მან ბაიდენს.
ბაიდენმა პატარა გოგოსთან ერთად სელფიც გადაიღო: "მინდა სახლში წავიყვანო",-თქვა მან.
რუსმა ოკუპანტებმა ლვოვს რაკეტები ესროლეს - ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მერიც. ანდრეი სადოვის ინფორმაციით, დეტალებს სამხედრო ადმინისტრაციისგან ელოდება და იქამდე კი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაავრცელონ ფოტოები და ვიდეო თავდასხმის ადგილიდან და დარჩნენ თავშესაფარში.
შეერთებული შტატებისა და პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრა უკვე დასრულდა, ახლა ჯო ბაიდენი ვარშავის ეროვნული სტადიონზე მიდის, სადაც უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულებს მოინახულებს.
ანდჟეი დუდასთან შეხვედრისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ევროპის სტაბილურობა აშშ-ს როლისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. მან ხაზი გაუსვა NATO-ს ერთიანობის მნიშვნელობას.
ლვოვში, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა - ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ. სხვა დეტალები ამჟამად უცნობია.
ფოტოები და კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი და საფეხბურთო კლუბ ჩელსის დამფუძნებელი, რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. CNN-ის ცნობით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ აბრამოვიჩი მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე იყო ჩართული.
ხერსონში უკრაინული FM რადიოსადგურები გაითიშა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"უკრაინული პრავდა" წერს, რომ უკრაინული FM რადიოსადგურები აღარ არის ხელმისაწვდომი ხერსონში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეთერში მხოლოდ რუსული რადიოსადგურების ხმა ესმით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დილის შეჯამებაში განაცხადა, რომ რუსეთმა უფრო მეტი სამხედრო ნაწილი გადაიყვანა ხერსონში, რათა ჩაეხშო ხალხის წინააღმდეგობა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე პირველ რიგში საუბარი სანქციებს შეეხო და როგორც მან აღნიშნა, დააყენა რუსეთისთვის პორტების დახურვის მოთხოვნა:
კიევის რეგიონში რუსებმა დასახლებას მძიმე არტილერია ესროლეს: დაინგრა სახლები, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ერთი ბავშვია.
ფაქტის ამსახველი ფოტომასალა ტელეგრამის არხებში ვრცელდება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
მან მოქალაქეებს სთხოვა, არ აერიოთ ჩეჩნები "კადიროველებში" და არ მიაყენონ შეურაცხყოფა მუსლიმებს. არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ისლამს აღიარებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძვის და ჩეჩნური ანდაზა მოიყვანა:
11 მარტის შემდეგ გაუჩინარებული რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს კადრები დღეს რუსულ სამთავრობო მედიაში გამოჩნდა.
კადრების გადაღების დრო და ადგილი საკამათო გახდა, რადგან მასალაში შოიგუ საუბრობს ზოგად თემებზე, მაგალითად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და არა უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციაზე", რაზეც წესით ის უნდა ამახვილებდეს ყურადღებას.
შოიგუს გაუჩინარების თემის გააქტიურების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ბრძანება - უწყებამ ყოველდღიურად წარმოადგინოს ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც ასახავს როგორ არის ჩართული შოიგუ "სპეცოპერაციაში".
"უსამართლობაა როდესაც პრივილიგებული ხმა, უმრავლესობის ხმას ფარავს" - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმის მონაწილეებს. მან ფორუმის მონაწილეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, რუსმა მეთაურმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. ჯერჯერობით სხვა დეტალები არ კონკრეტდება.
ბაიდენი პოლონეთში უკრაინის მინისტრებს ხვდება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და თავდაცვის მინისტრ ოლექსეი რეზნიკოვთან. აღსანიშნავია, რომ ეს არის მისი პირველი პირისპირ შეხვედრა უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებთან მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვარშავაში ამერიკელ მაღალჩინოსნებს ხვდება. კულება წერს, რომ ეს არის სპეციალური "2+2" ფორმატი, რომლის მიზანიც რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის პოლიტიკურ და თავდაცვით სფეროებში გაძლიერებაა.
ხერსონში მტერმა ქალაქზე კონტროლის დაკარგვის შიშით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების ჩამოსახლება დაიწყო - ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ავრცელებს. ის რუსულ ძალებს სამხედრო დანაშაულსა და ჟენევის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე 55 ავტობუსი და ათობით მსუბუქი ავტომობილი ბლოკადაში მოაქციეს. ამ დრომდე ასობით ადამიანი წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.
კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსულმა ბატალიონმა ფიცი დადო და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ოფიციალურად შევიდა. ინფორმაციას ბატალიონი ტელეგრამის არხზე ავრცელებს.
რუსული ჯარები კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს.
მელიტოპოლში რუსმა სამხედროებმა ბუნტი მოაწყვეს - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, 70-მა სამხედრომ უარი თქვა მათი ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებასა და ზაპოროჟიეს დამცველების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 26 მარტამდე პერიოდს.
რუსმა ოკუპანტებმა ТСН-ის სამხედრო კორესპონდენტს, ანდრეი ცაპლიენკოს ჩერნიგოვის რაიონში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს ცეცხლი გაუხსნეს. გამოცემის ცნობით, ცაპლიენკო ამზადებდა მასალას ჩერნიგოვში ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რა დროსაც რუსებმა ტანკიდან ესროლეს მშვიდობიანი მოსახლეობის კოლონას, რომელშიც ასევე იყვნენ უცხოელი ჟურნალისტები და ТСН-ის გადამღები ჯგუფი.
რუსეთი გააგრძელებს უკრაინის რამდენიმე მსხვილი ქალაქის, მათ შორის ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის დაბომბვას - ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი. დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ჯარებს ქვეითთა ფართომასშტაბურ ოპერაციებში მონაწილეობა არ სურთ და უპირატესობას საჰაერო და საარტილერიო განურჩეველ თავდასხმას ანიჭებენ.
უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 64, ხარკოვის ოლქში - 44, დონეცკის ოლქში - 50, ჩერნიგოვის ოლქში 38, ნიკოლაევის ოლქში - 28, ლუგანსკის ოლქში - 25, ზაპოროჟიეს ოლქში - 17, ხერსონის ოლქში - 20, დედაქალაქ კიევში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15, სუმის ოლქში - 14.
რუსეთმა გეგმები ისევ შეცვალა, აშშ ხედავს, რომ ახლა რუსეთი ფოკუსირებულია აღმოსავლეთ უკრაინაზე და არა კიევზე - წერს საერთაშორისო გამოცემა Reuters აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაესაუბრება და მასთან მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პირობებს განიხილავს. ამის შესახებ მან პარასკევს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"25 მარტს, მოკავშირეთა ჯარებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 9 თავდასხმა დონბასში.
უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს:
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" იყო ჩართული - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, მარკიან ლუბკოვსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ გეგმის შესასრულებლად "ვაგნერის" წევრები უკრაინაში გაგზავნეს, თუმცა უშედეგოდ.
რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა პოლონეთის, ბატიისპირეთის ქვეყნებისა და ყაზახეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმები დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი საუბრობს.
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, შეტევები, შესაძლოა, გლობალური სამხედრო სპეცოპერაციის, დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ფარგლებში დაიწყოს.
ოფიციალურად, ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ ანუამ ისაუბრა და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას სამხედრო დახმარებას გაუწევს".
"აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის მთავარსარდალს დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარება" - თქვა მან.
რუსეთის თავდაცვის მინისტრს ინფარქტი დაემართა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი საკუთარ ტელეგრამ-არხში ავრცელებს.
ანტონ გერაშჩენკოს თქმით, სერგეი შოიგუს ინფარქტი მას შემდეგ განუვითარდა, რაც უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო მკაცრი საყვედური მიიღო. ასევე გერაშენკო წერს, რომ ის რეაბიტაციის კურსს ბირდენკოს სამხედრო ჰოსპიტალში გადის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მიიღო - შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცის Ekhokavkaza აქვეყნებს.
ლავროვი დაჰპირდა ბჟანიას, რომ რუსეთის ფედერაცია მხარს დაუჭერს აფხაზეთს საერთაშორისო საქმეებში თავისი ადგილის დამკვიდრებაში. თავის მხრივ კი ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მხარს უჭერს "რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში".
„აფხაზეთის მოქალაქეებს ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, ჩვენი ხალხი უმეტესწილად მხარს უჭერს ამ აუცილებელ ღონისძიებას. ჩვენ ვაღიარეთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფოების დამოუკიდებლობა. ჩვენ გავმართეთ მრავალათასიანი აქცია, ორჯერ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, გავგზავნეთ ტვირთი ამ რესპუბლიკების მცხოვრებლებს. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ თავდაცვის სამინისტროს და სპეცსამსახურების მეშვეობით“, - განაცხადა მან.
პენტაგონის მაღალჩინოსნის ცნობით, უკრაინის არმია ხერსონის დაბრუნებას ცდილობს და რუსები, როგორც ჩანს, ქალაქის არცერთ ნაწილს აღარ აკონტროლებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჩვენ ვერ დავადასტურებთ, ვინ აკონტროლებს ხერსონს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის არ არის რუსეთის კონტროლის ქვეშ ისე, როგორც იყო, - ამბობს პენტაგონის ოფიციალური პირი ანონიმურობის პირობით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მინისტრ შოიგუს საქმიანობის ამსახველი ფოტოებისა და სიახლეების ყოველდღიურად გამოქვეყნებას აპირებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც სერგეი შოიგუ გაუჩინარდა და ამის შესახებ წერა მედიამ აქტიურად დაიწყო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს იმიჯსა და ავტორიტეტზე უარყოფითად მოქმედებს, რის გამოც, ყოველდღიურად გამოქვეყნდება ინფორმაცია, რომელიც "დაადასტურებს, რომ შოიგუ სამინისტროს საქმიანობასა და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიმდინარეობაში აქტიურად მონაწილეობს და რომ ის სამუშაო ადგილას იმყოფება".
ნიშანდობლივია, რომ განცხადებას ხელს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ბულგაკოვი აწერს და დოკუმენტი 2022 წელის 23 მარტით თარიღდება.
25 მარტი
პოლონელი ჟურნალისტის, იაკუბ კრუპას თქმით, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჩავიდა. ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"პოლონური მედია იუწყება, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ჩავიდა პოლონეთში გუშინ, სპეციალური მატარებლით, მისი მოგზაურობა ემთხვევა ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტს - ჭორების ფონზე, რომ ის მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთსა და უკრაინას შორის" - წერს კრუპა.
"გვაქვს მინიშნებები, რომ რუსები სამხედრო ძალებს უკრაინის მიმართულებით საქართველოდანაც იზიდავენ" [იგულისხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები] - ამის შესახებ გამოცემა The Washington Post პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობასაც ანონიმურად ტოვებს.
გამოცემა აშშ-ის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო, რადგან მისი დანაკარგები ერთთვიანი ომის შემდეგ გაიზარდა.
"გვაქვს მინიშნებები, რომ ისინი ძალებს საქართველოდან იზიდავენ"... "რუსული ბაზები, რომელიც ბაზირებულია საქართველოში. ზუსტი რიცხვი არ ვიცით", - ამბობს გამოცემის ცნობით, თავდაცვის მაღალჩინოსანი.
გამოცემა წერს იმასაც, რომ ათასობით რუსი ჯარისკაცი რეგულარულად დგას სამხედრო პუნქტებში საქართველოდან სირიამდე და ტაჯიკეთამდე, რომლებიც მზად არიან დაუყოვნებლივ განლაგებისთვის. სწორედ ამასთან დაკავშირებით, Washington Post წერს, რომ პენტარონს სჯერა, რომ კრემლი გეგმავს, შეინარჩუნოს სახმელეთო შეტევა, რადგან რუსი მეთაურები დიდ დანაკარგებს განიცდიან.
ამ საკითხზე წერს გამოცემა CNN-იც. გამოცემის ცნობით, რუსული ჯარები საქართველოში მას შემდეგ იყვნენ განლაგებული, რაც რუსეთი ქვეყანაში 2008 წელს შეიჭრა.
სტატიაში ნათქვამია, რომ პენტაგონმა არ იცოდა სად წავიდოდნენ საქართველოდან ჯარები, თუმცა კრემლმა განაცხადა, რომ პრიორიტეტს ანიჭებს თავის საქმიანობას დონბასის რეგიონში, აღმოსავლეთ უკრაინაში.
პენტაგონის ცნობით, რუსეთს ამ დროისთვის საბრძოლო ძალის 85-დან 90%-მდე რჩება. მათივე ინფორმაციით, რუსეთს შავ ზღვაში 22 გემი ჰყავს, რომელთა უმეტესობა სადესანტოა.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ არ შეესაბამება იმას, რასაც გრძნობენ უბრალო ქართველები. მე მუდმივად ვესაუბრები ჩემს ქართველ მეგობრებს, მე ვიცი, როგორ უჭერენ მხარს [უკრაინას] მე ვიცი, რამდენი ქართველი იღებს მონაწილეობას, უშუალოდ იცავს უკრაინას.
არიან გმირები, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიღუპნენ, ნათელი ხსოვნა იყოს მათი. რა თქმა უნდა, ისინი აქ იცავდნენ არა მხოლოდ უკრაინას, ისინი აქ იცავდნენ საქართველოს. მე მყავს აქ პირადად მეგობრები, რომელთა ქართველი შვილები, ქართველები დღეს წინა ხაზზე დგანან. ისინი დღეს ჩემს ქვეყანას იცავენ, ამასთან, ისინი არიან ქართველები. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია უპირობოდ იწვევს ეჭვს". - ამბობს ანდრეი ერმაკი.
ამერიკული გაზეთის New York Times-ის ჟურნალისტები პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერენ, რომ უკრაინის არმია ამ წუთებში ცდილობს, დაიბრუნოს ხერსონი და რუსები, როგორც ჩანს, აღარ აკონტროლებენ ქალაქის არცერთ ნაწილს.
"რუსეთი სრულად აღარ აკონტროლებს ხერსონს, ეს პირველი დიდი ქალაქია, რომელიც რუსეთმა ომში დაიპყრო",- წერს ევან ჰილი.
აფეთქებებია ამ წუთებში ოკუპირებულ დონეცკში, უკრაინის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის ამსახველ მასალას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი გამოცემები ვარაუდობენ, რომ გამოყენებულია ფოსფორის ბომბები. ოფიციალური უწყებებსჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
"მოლაპარაკებებში კონსენსუსი ჯერ არ არის. უკრაინის პოზიცია ნათელია: ცეცხლის შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, არანაირი კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობაზე. მაგრამ რუსეთი აყენებს ულტიმატუმებს. უფრო კონსტრუქციული მიდგომის სტიმულირებისთვის ჩვენ გვჭირდება ორი რამ: მეტი სანქციები და მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის" - წერს კულება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა. ცნობილია, რომ ის ღამეს ვარშავაში გაათევს და ხვალიდან შეხვედრებს გამართავს.
მანამდე კი, ცოტა ხნის წინ ის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იმყოფებოდა, სადაც ამერიკული სამხედროების 82-ე ბრიგადის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა პოლონეთში მყოფ ამერიკელ ჯარებთან საუბრისას უკრაინელი ხალხი სიმამაცეზე ისაუბრა:
"უკრაინელ ხალხს დიდი სიმამაცე აქვს. შეხედეთ, როგორ იმაღლებენ ხმას... ქალები, ახალგაზრდები დგანან წყეული ტანკის წინ და უბრალოდ ამბობენ: "მე არ მივდივარ. მე ჩემს მიწაზე ვდგავარ". ისინი წარმოუდგენლები არიან” - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ს პრეზიდენტი პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, ქალაქ ჟეშოვში ჩავიდა, სადაც ჯარისკაცების შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტს სამხედრო კარავში შეხვდა.
ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენი ვარშავაში გაფრინდა. ის ღამეს პოლონეთის დედაქალაქში გაათევს.
აშშ-ს პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, ქალაქ ჟეშოვში, სამხედრო კარავში შეხვდა. მოლაპარაკებებს ორივე მხრიდან, უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
ჯო ბაიდენის თვითმფრინავმა ჟეშოვი რამდენიმე წუთის წინ დატოვა და ვარშავაში გაფრინდა. ის ღამეს პოლონეთის დედაქალაქში გაათევს.
ჟეშოვში ჩასვლისთანავე, ანდჟეი დუდასთან შეხვედრამდე ბაიდენი ნატოს ჯარისკაცებს ესტუმრა. მან 82-ე სადესანტო დივიზიის სამხედროები მოინახულა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრა, მათთან ერთად პიცა მიირთვა და ფოტოები გადაიღო.
ლუკა, შენთვის ცუდი რჩევა არასდროს მომიცია. თუ უკრაინაში ჯარს გააგზავნი, მაქსიმუმ ერთ თვეში ხელისუფლებაში აღარ იქნები და ძალიან ცუდად დაასრულებ. შენც იცი, რომ პუტინს შენი ბედი არ აინტერესებს, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
პუტინმა „სპეცოპერაციის დროს“ „ყალბი ინფორმაციის გავრცელების“ მუხლით ახალი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. საქმე ჟურნალისტ, იზაბელა ევლოევას წინააღმდეგ აღძრეს, რომელიც ინგუშეთიდან არის.
ევლოევამ ომის საწინააღმდეგო პოსტები თავის Telegram არხზე დაწერა. კერძოდ, მან თქვა, რომ ამ ომის სიმბოლო - ასო Z - არის "აგრესიის, სიკვდილის, ტკივილისა და უსირცხვილო მანიპულირების სინონიმი".
ევლოევას ახლა 1,5 მილიონ რუბლამდე ჯარიმა, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მან თავად განუცხადა Insider-ის გამოცემას (რუსეთში „უცხო აგენტად“ აღიარებული), რომ სისხლის სამართლის საქმის დაწყება მის პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილს ადარებს და უკრაინელების პოზიციის გახმოვანების გამო აქებს. მის განცხადებას უცხოური მედია ავრცელებს:
პრეზიდენტი ზელენსკი შესანიშნავი ლიდერია. მან გააერთიანა საკუთარი ერი და მის ხმად იქცა. როგორც ჩერჩილი ამბობდა, შესაძლოა თავად ლომი არ იყო, მაგრამ ღრიალის პრივილეგია გქონდეს. უკრაინელი ხალხი ლომია და ზელენსკი მათ ახმოვანებს, - აცხადებს ჯონსონი.
ჩინური ნავთობქიმიური საწარმო Sinopec Group რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Reuters იუწყება, რომ უმსხვილესი ჩინური ნავთობქიმიური ქარხანა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აჩერებს საინვესტიციო პროგრამას რუსეთში. უფრო მეტიც, ამას აკეთებს ჩინეთის მთავრობის რეკომენდაციით, რადგან უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები იზრდება.
გამოცემა წერს, რომ აზიის რეგიონში უმსხვილესი საწარმო გეგმავდა 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას რუსეთში ნავთობისა და გაზის პროექტებში.
reuters -ს წერს, რომ პეკინმა არაერთხელ გამოთქვა წინააღმდეგობა სანქციების მიმართ, ამტკიცებდა, რომ შეინარჩუნებს ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო გაცვლას რუსეთთან და უარს ამბობდა მოსკოვის ქმედებების დაგმობაზე უკრაინაში ან მათ შეჭრაზე. მაგრამ კულისებში, მთავრობა უფრთხილდება ჩინეთის კომპანიებს, რომ სანქციებით არ დაზარალდნენ.
ინგლისელმა მწერალმა, ჯოან როულინგმა კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინის სიტყვებზე, რომ ის "გაუქმდა" - მწერალმა პუტინის სახელი არ ახსენა, თუმცა მას ღია ტექსტით უპასუხა.
„"დასავლური "გაუქმების" კულტურის კრიტიკა საუკეთესო გადაწყვეტილება არაა იმისგან, ვინც ამჟამად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას მათი „კრიმინალური“ წინააღმდეგობის გამო და ვინც წამლავს და აპატიმრებს ოპონენტებს. ვდგავართ უკრაინის გვერდით"- წერს როულინგი.
მანამდე ვლადიმერ პუტინი წუხდა, რომ "კოლექტიური დასავლეთი აუქმებს" ჯ.კ როულინგს მისი შეხედულებების გამო "ე.წ. გენდერულ მრავალფეროვნებასა" და მთელი რუსული კულტურის შესახებ მისი შეხედულებებისთვის.
შეტაკების დროს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის გვარდიის უმსხვილესი სამხედრო გაერთიანების სამი ჩეჩენი მებრძოლი გაანადგურეს და შეიარაღება წაართვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას 128-ე სამთო თავდასხმის ტრანსკარპატების ბრიგადა ავრცელებს.
„დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის ეროვნული გვარდიის 46-ე ცალკეული ოპერატიული ბრიგადის, ჩეჩნეთში დაფუძნებული რუსული გვარდიის ჯარების ყველაზე დიდი ფორმირების მცველები ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაეწიათ ტრანსკარპატების ბრიგადისთვის" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბრძოლის შედეგად დაიღუპა ეროვნული გვარდიის სამი წევრი, რომლებიც მსახურობდნენ ქალაქ გუდერმესში განლაგებული ბრიგადის 94-ე პოლკში და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქ ურუს-მარტანში დისლოცირებულ 96-ე პოლკში.
რუსეთი აუქმებს სოციოლოგიის, კულტურისა და პოლიტოლოგიის სწავლებას ქვეყნის ყველა პედაგოგიურ უნივერსიტეტში - სტატიას ამის შესახებ რუსული კრიტიკული გამოცემა, "ნოვაია გაზეტა" ავრცელებს.
"რუსების მომავალ მასწავლებლებს ეს ყველაფერი არ სჭირდებათ" - ნათქვამია საავტორო სტატიაში.
რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო პრეზიდენტ ერდოღანის განცხადება, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების 6 პუნქტიდან 4-ზე კომპრომისთან ახლოს არიან.
კულებას თქმით, მოლაპარაკებების ძირითადი თემების ოთხ, ან სხვა პუნქტად კლასიფიკაცია არასწორია და ერთდროულად მრავალი სხვა საკითხი განიხილება - "უკრაინული არის და იქნება ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში" - ამბობს კულება. მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესი, ძალიან რთულია.
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა 14 მერი დაატყვევეს.
ამავდროულად, ვერეშჩუკმა განმარტა, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ პატიმრების გაცვლა მოხდეს მხოლოდ პარიტეტული პირობებით.
„რუსეთი ითხოვს პარიტეტს, ამბობენ, მესაზღვრეებს გავცვლით მესაზღვრეებში, მეზღვაურებს მეზღვაურებში და მაქვს ლოგიკური კითხვა: ვისში გაცვლიან მერებს, რომელთაგან უკვე 14 მძევლად ყავს რუსეთს? ვმუშაობთ ამ საკითხზე. ეს საკითხი საერთაშორისო დონეზეა დაყენებული“, - ნათქვამია ვერეშჩუკის განცხადებაში.
BBC-ის ცნობით, 21 მარტს, რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ცხრა რუსი პატიმარი გაცვალეს მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვისთვის.
რუსული СУ-34-ის პილოტი, ალექსანდრ კრასნოიარცევი, რომელიც უკრაინელებმა ჩერნიგოვში 5 მარტს ჩამოაგდეს და დააკავეს, აღიარებს, რომ გაქცევის მცდელობისას მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც მას ფიწლით მისდევდა.
უკრაინის მოქალაქეების 83%-ს სურს, რომ უკრაინული ერთადერთი სახელმწიფო ენა იყოს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინულ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინულმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა „რეიტინგმა“ გამოკითხვა ჩაატარა უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყირიმისა და მასში 1000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
სოციოლოგების ცნობით, 2012 წლიდან 2022 წლამდე უკრაინაში იმ ადამიანების წილი, ვინც რუსულს მშობლიურ ენად მიიჩნევს, 42%-დან 20%-მდე შემცირდა.
"ორმა მესამედმა, ვინც თავს ორენოვანად თვლის, განაცხადა, რომ მომავალში აპირებს ექსკლუზიურად უკრაინულ ენაზე გადასვლას, ხოლო რუსულენოვანთა შორის - მესამედი. 83% მომხრეა, რომ უკრაინული იყოს უკრაინის ერთადერთი ოფიციალური ენა. ეს თვალსაზრისი დომინირებს ქვეყნის ყველა რეგიონსა და ასაკობრივ ჯგუფში"- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ უკრაინაში უკრაინულ და რუსულენოვან მოქალაქეებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. მხოლოდ 2%-ს სჯერა რუსეთის მტკიცება, რომ შემოჭრილი არმია მოვიდა უკრაინის რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებების დასაცავად.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთში, ქალაქ ჟეშოვში ჩავიდა- ის პოლონეთი -უკრაინის საზღვარზე იმყოფება და NATO-ს სამხედროებს ხვდება, რომლებიც პოლონელ პარტნიორებთან ერთად აღმოსავლეთ საზღვრებს ამაგრებენ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შაბათს, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება. ინფორმაციას CNN -მა გაავრცელა.
ხანძარი და აფეთქებებია ამ წუთებში ხარკოვში, ბარაბაშოვის რაიონში. ამის ამსახველ ვიდეომასალას უკრაინული მედია ტელეგრამ-არხებში ავრცელებს.
პოლონეთის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. თვითმფრინავი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად ვარშავაში დაბრუნდა, სადაც ავარიულად დაეშვა. დუდა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშოვში მიფრინავდა, სადაც უნდა შეხვედროდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
ბაიდენი უკვე ჩავიდა ჟეშოვში, სადაც აპირებს უკრაინელ ლტოლვილებს შეხვედრას და საზღვარზე არსებული ვითარების გაცნობას, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტი იქ ჯერ არ არის. ის ჟეშოვში სარეზერვო თვითმფრინავით გაემგზავრება, იტყობინება პოლონური მედია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალი მეორედ დაასახელა და თქვა, რომ უკრაინაში ამ დრომდე 1351 რუსი სამხედრო დაიღუპა. უწყების ცნობით, დაიღუპა 1351 სამხედრო, ხოლო დაშავდა 3825.
ცნობისთვის, ეს მაჩვენებელი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე დამოუკიდებელი და უკრაინული წყაროები ავრცელებენ.
ვრცელდება სატელიტური ფოტო, როგორ იწვის ოკუპანტების სადესანტო გემი ბერდიანსკის პორტში. ოკუპირებულ პორტში უკრაინის საზღვაო ძალებმა რუსული გემი გუშინ, 25 მარტს გაანადგურეს.
ბერდიანსკი აზოვის ზღვაზე მდებარეობს და მარიუპოლიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 70 კილომეტრშია. რუსეთის სამხედრო ჯარებმა პირველად 27 თებერვალს დაიკავეს ბერდიანსკის სამთავრობო შენობები.
პრაღაში, რუსეთის საელჩოს მახლობლად მდებარე კორუნოვაჩნის ქუჩის ნაწილს უკრაინელი გმირების სახელი დაერქმევა. ამის შესახებ ინფორმაციას Ceske Noviny ავრცელებს.
გარდა ამისა, ახლომდებარე სარკინიგზო ხიდს უკრაინის ომის გმირის, ვიტალი საკუნის სახელს უწოდებენ. ის 24 თებერვალს, ქალაქ ხერსონში დაიღუპა, როცა ხიდი ააფეთქა რუსების ჯარის შესაკავებლად.
გარდა ამისა, 27 თებერვალს ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს ოფიციალურად პრაღის ხელმძღვანელობამ სახელი შეუცვალა და რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი დაარქვა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შაბათს, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება. ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, პრეზიდენს ასევე ექნება ძირითადი მიმართვა.
"ხვალ მას ექნება მთავარი მიმართვა, ისაუბრებს ამ მომენტისთვის ფსონებზე, გამოწვევების აქტუალურობაზე რომლებიც წინაა, რას ნიშნავს უკრაინის კონფლიქტი მსოფლიოსთვის და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ თავისუფალმა სამყარომ შეინარჩუნოს ერთიანობა რუსული აგრესიის წინაშე", - თქვა სალივანმა.
სამი ევროპული ქვეყანა - გერმანია, ავსტრია და უნგრეთი ეწინააღმდეგება რუსული ენერგორესურსების შესყიდვის შეწყვეტას - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
„პოლონეთმა ხაზგასმით აღნიშნა ნახშირწყალბადებით ვაჭრობის შეზღუდვის აუცილებლობა, ანუ რუსეთთან ნავთობით, გაზით და ნახშირით ვაჭრობა. მე მჯერა, რომ ჩვენი ხმა ამ საკითხში ყველაზე ძლიერი იყო. სამწუხაროდ, დიდმა ქვეყნებმა, კერძოდ გერმანიამ და ზოგიერთმა პატარამ, როგორიცაა ავსტრია ან უნგრეთი, უფრო თავშეკავებულები არიან" - თქვა მორავეცკიმ.
გარდა ამისა, ნატოს სამიტის დასრულებისთანავე პოლონეთმა, ჩეხეთმა და სლოვენიამ უკრაინის დახმარების 10 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. გეგმა ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების გარდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ყველა რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშვას, რუსული გემებისთვის პორტების, მოქალაქეებისთვის კი საზღვრების დაკეტვას მოიცავს.
ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომლის საშუალებითაც დავადგენთ, რომელმა ქვეყანამ სად დაარღვია სანქციები - ეს განცხადება ჯო ბაიდენმა ნატოს საგანგებო სამიტის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ბარბაროსული ქმედებების გამო ეს ქვეყანა ყველა ამერიკულმა კომპანიამ დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთს დაეხმარება, მსგავს საფრთხეში ჩაიგდებს თავს.
პუტინმა ხელი მოაწერა, ანატოლი ჩუბაისის თანამდებობიდან გათავისუფლებას - ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, ანატოლი ჩუბაისმა აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და რუსეთიდანაც წავიდა.
იგი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში 2020 წლის 4 დეკემბრიდან იკავებდა.
მარიუპოლის მახლობლად, სავაჭრო ცენტრ "მეტროს" შენობაში ოკუპანტებმა "ერთიანი რუსეთის" შტაბ-ბინა გახსნეს. ინფორმაცია ტელეგრამ რახზე ვრცელდება
მათი ინფორმაციით, ოკუპანტები იქ ავრცელებენ პარტიულ გაზეთებსა და კამპანიას უწევენ რუსეთის ფედერაციას. ასევე გასცემენ მობილური ოპერატორის, "ფენიქსის" ბარათებს, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ოკუპანტები განზრახ ანადგურებენ საცხოვრებელ შენობებს და არასამხედრო ობიექტებს. ომის ერთი თვის განმავლობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი გახდა რუსული არმიის მსხვერპლი - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იტყობინება.
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.
ხარკოვში, სამედიცინო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
თავდასხმა დღეს დილით ოსნოვიანსკის რაიონში მოხდა.
უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინის 402 000 მოქალაქე ოკუპანტებმა იძულებით გადაიყვანეს რუსეთში, მათ შორისაა 84 000 ბავშვი.
ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს ადამიანები რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს როგორც მძევლები იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს კიევზე თავის მოთხოვნების შესასრულებლად. დენისოვას ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის მოქალაქეები თავის ტერიტორიაზე გადაჰყავს ძირითადად ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა სტანიცია ლუგანსკადან, ვოლნოვახადან და მარიუპოლიდან.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს.
პანელი, რომელსაც გაუძღვებიან თეთრი სახლისა და ევროკომისიის წარმომადგენლები, მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებასა და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას.
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ იმუშავებს პარტნიორებთან ერთად, რათა 2022 წელს ევროპას მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი გაზი მიაწოდოს.
დაბომბვის შედეგად მარიუპოლის დრამატულ თეატრში შესაძლოა 300-მდე ადამიანი იყოს დაღუპული - ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველების თქმით, 300-მდე ადამიანი დაიღუპა მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის დაბომბვის შედეგად" - ნათქვამია საკრებულოს ინფორმაციაში.
უკრინის ცნობით, 24 მარტიდან 25 მარტამდე, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 16 100;
ტანკი - 561;
ჯავშანტექნიკა - 1 625;
საარტილერიო სისტემა - 291;
სარაკეტო სისტემა - 90;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 49;
თვითმფრინავები - 115;
ვერტმფრენი - 125;
სამხედრო საავტომობილო ტექნიკა - 1 089;
გემი/ნავი/კატარღა - 5;
საწვავის რეზერვუარი - 72;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 53;
სპეციალური აღჭურვილობა - 18.
ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ,,ომის დანაშაულები" უკრაინაში. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს ომის ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაყვანა მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილებამდე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეტანა, მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებში.
ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი გაიდაი Telegram-ზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა 3 ქალაქი - სევეროდონეცკი, რუბეჟნოე და ლისიჩანსკი დაბომბეს.
რუსი ოკუპანტები ქალაქ იზიუმზე შეტევას აგრძელებენ - ინტენსიური დაბომბვების გამო, ქალაქი დანგრეულია. Maxar Technologies-ის თანამგზავრის ახალ ფოტოებზე, რომელიც 24 მარტითაა დათარიღებული, დაფიქსირებულია განადგურებული ინფრასტრუქტურა ქალაქის ცენტრში. ასევე, იზიუმის ირგვლივ დაფიქსირდა რუსული აღჭურვილობისა და საარტილერიო დაბომბვის სვეტები.
ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს პოლონეთში ვიზიტს გამართავს. ის უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშოვშიც ჩავა და სავარაუდოდ, ლტოლვილებსაც შეხვდება. გარდა ამისა, სავარაუდოდ, ბაიდენი შეხვდება აშშ-ს 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის წევრებს, რომლებიც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მზარდი განლაგების ნაწილია.
ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, "სისულელე" იქნება იმის დაჯერება, რომ რუსული ბიზნესის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ქვეყნის მთავრობაზე რაიმე გავლენა ექნება.
ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს პუტინისა და ომის მხარდაჭერისთვის ავსტრალიამ სანქციები დაუწესა. ლუკაშენკოს გარდა სანქციები გავრცელდება იმის მეუღლესა და შვილზე.
უკრაინაში რუსეთის მიერ გასროლილი მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების თითქმის 60%-მა არ იმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლოა იყოს ახსნა, თუ რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა დასახულ მიზნებს შეჭრიდან 1 თვის თავზე, მაგალითად, როგორიცაა უკრაინის საჰაერო ძალების განეიტრალება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში სარაკეტო იერიში მიიტანა. უწყების ცნობით, 2 სარაკეტო დარტყმა ქალაქ დნიპროს გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილზე მოხდა.
17 წლის მოზარდმა, იულია კარპენკომ რუსი ოკუპანტების ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან გაქცევა შეძლო. ქალაქში არსებულ მძიმე ვითარებაზე მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინელი პოლიციის გენერალი, ვიაჩესლავ აბროსკინი რუს ოკუპანტებს მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ, საკუთარ თავს სთავაზობს. ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა. გენერალი წერს, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მას ეკუთვნის და რუსებს მარიუპოლში, ჯერ კიდევ დაბომბილ ქალაქში მყოფი ბავშვების სიცოცხლის სანაცვლოდ სთავაზობს.
იაპონია გააყინავს რუსეთის კიდევ 25 მოქალაქის აქტივებს და აკრძალავს ექსპორტს 81 რუსულ ორგანიზაციაში - ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, ჯამში იაპონიის მიერ სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 101 გახდა.
"უკრაინა ევროკავშირის წევრი უმოკლეს ვადაში უნდა გახდეს" - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წევრებს. მან ომიდან ერთი თვის თავზე, უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და საბჭოს წევრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, საფრანგეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ზღვაზე სამი ბირთვული წყალქვეშა ნავი განალაგა. ინფორმაციას THE Times ავრცელებს. "რუსეთის მხრიდან "კუნთების თამაშის" საპასუხოდ, სამი ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი პირველად განლაგდა ზღვაზე სამი ათწლეულის განმავლობაში", - წერს გამოცემა.
ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ახლა ამ სანქციების სრულად აღსრულების გაკონტროლებას იწყებს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთმა სხვ სახელმწიფოების ხელშეწყობით შეზღუდვებს თავი არ აარიდოს.
"დარწმუნებული ვარ, რუსეთს რომ სცოდნოდა, რა ელოდა უკრაინაში, აქ ჩამოსვლის შეეშინდებოდათ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთ თვეში, უკრაინამ დამპყრობლების თავდასხმის ყველა ძირითადი მიმართულება შეაჩერა.